MP-153, რჩევები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
MP-153, რჩევები |
Oct 23 2009, 00:23
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ხალხო პაწა კონსულტაცია მინდა თქვენი
ამ თოფის შეძენას ვაპირებ, დაახლოებით 1 თვეა რაც ჭკუაში მიზის, ბევრი რეპორტები ვნახე რუსების, მართალია თავიანთ იარაღებს ზალიან არ აფარჩაკებენ და ბოლომდე არ იმეტებენ, მაგრამ კომპეტენტური პირები მაინც არიან და შესაბამისად, რაღაც წარმოდგენა შეიძლება დაგრჩეს ადამიანს ხოოო... რატომ მაინცდამაინც MP-153 პირადად მე, ერგონომიული და ესტეთიური თვალსაზრისით მესიმპათიურება (ნუ გემოვნებაზე არ დაობენ საუკეთესო თუ არა, მაგ ფასსში არის ერთ-ერთი კარგი სანადირო წყალმცურავებზე, იხვები და ა.შ. მართალია მობილურ ჩოკებს ბევრი ავტორიტეტული მეიარაღე, არ ცნობს და არაპროფესიონალურს უწოდებს, მაგრამ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მაქვს მაგის საშუალება ყველა სანადირო ობიექტისთვის კუთვნილი თოფი შევიძინო, ამიტომ მობილური ჩოკებით მაქსიმალურად უნივერსალურს უახლოვდება თოფი პლიუსს, პოლუავტომატი არ მქონია არასდროს, და ეგეც მინდა მოვსინჯო ახლა რა მაინტერესებს, ტექნიკური მონაცემები ვიცი, ერთი ის ვერ ვნახე ლულებს რამდენი აქვს რესურსი, იდეაში მაგნუმზეა გათვლილი და მოვლის შემთხვევაში, ცოტა არ უნდა ქონდეს... მც-21 12, ტოზ-87, და ბეკას 12 -ს რომ მირჩევნია ორი აზრი არაა... აბა რჩევებიიიი ან ეგეთ ფასში რამე სხვას ხომ არ მირჩევდით P.S. სოფელში მაქვს იჟ-27 12კალ, იჟ-54 20 კალ და იჟ-18 16კალ ხო ისა... დამავიწყდა... ROVER-ას თოფს არ ვყიდულობ და მაინცდამაინც მაგის ხათრით მარტო დადებით მხარეებს ნუ დამიწერთ... |
|
|
|
![]() |
Jan 9 2012, 11:52
პოსტი
#2
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 94 რეგისტრ.: 30-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ამბობენ მრ 153 მოუქნელი თოფიაო და ვეთანხმები,სხვა დანარჩენს რაც შეეხება 2 თვის წინ ვიყიდე ჩემთან ერთად ძმაკაცმა იყიდა შტოგერი და მინდა გითხრად რო მრ ი გაცილებით მირჩევია სტოგერს,ხო ვითომ ბერეტასია და მართლაც ატა ნეოს არსმანს და სხვა თურქულ თოფებს მართლაც ჯობია მარა სადაც თურქის ხელი ურევია ხალხო რა გინახიათ ნორმალური????მოკლედ ჩემი აზრით რომელიც თოფების შედარებით გამოვიტანე ისაა რომ კითხვაზე მრ თუ შტოგერი ან ნებისმიერი თურქული თოფი,პასუხია მრ 153,(დაუფიქრებლად)
|
|
|
|
Jan 9 2012, 22:04
პოსტი
#3
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
და მართლაც ატა ნეოს არსმანს და სხვა თურქულ თოფებს მართლაც ჯობია ცოტა რომ გადაავლო სტატიებს თვალი ესე არ იტყოდი, თან "მართლაც" ცოტა გადამეტებული ხომ არ არის, რომ არ ვთქვა აბსურდული ციტატა მოკლედ ჩემი აზრით რომელიც თოფების შედარებით გამოვიტანე ისაა რომ კითხვაზე მრ თუ შტოგერი ან ნებისმიერი თურქული თოფი,პასუხია მრ 153,(დაუფიქრებლად) კი იჟი ყველაზე მაგარი თოფია და ნოლშესტი თავის მატორზე ყველაზე მაგარი მანქანა |
|
|
|
Jan 9 2012, 22:16
პოსტი
#4
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 94 რეგისტრ.: 30-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ცოტა რომ გადაავლო სტატიებს თვალი ესე არ იტყოდი, თან "მართლაც" ცოტა გადამეტებული ხომ არ არის, რომ არ ვთქვა აბსურდული კი იჟი ყველაზე მაგარი თოფია და ნოლშესტი თავის მატორზე ყველაზე მაგარი მანქანა სტატიები არ ვიცი მე,და ნოლშესტი და რაღაც მატორები საერთოდ არ მაინტერესებს და ეგ ირონია უადგილოა იყო აქ უბრალოდ აქ ჩემი აზრი გამოვთქვი.იარაღი სროლით უნდა გამოცდო და დრომ უნდა გამოცადოს სტატიებით თოფზე ბევრს ვერაფერს გაიგებ.იჟი ყველაზე მაგარია თქო არც ეგ მითქვამს მე და რუსული იარაღი საერთოდ თურქულს რომ ჯობია არაა ეს საკამათო მგონი,კიდე ვიმეორებ რა გინახიათ თურქული ნორმალური,თოფი კი არა საერთოდ რაიმე,რითია თურქული უკეთესი მაშინ?მასალით თუ? |
|
|
|
Jan 10 2012, 00:08
პოსტი
#5
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
და რუსული იარაღი საერთოდ თურქულს რომ ჯობია არაა ეს საკამათო მგონი,კიდე ვიმეორებ რა გინახიათ თურქული ნორმალური,თოფი კი არა საერთოდ რაიმე,რითია თურქული უკეთესი მაშინ?მასალით თუ? ვაააახ გიგა გადამრევ შენ მე (და არა მარტო მე ) ზუსტად ეგაა საკამათო, არცერთ კომპონენტში აღარ ჯობია რუსული თურქულს. რაკი გაინტერესებს დეტალები ჩამოვყვები მაშინ. ჯერ სტატიებს რომ ვამბობ ეგ იუთუბიდან ამოღებულ სტატიებზე არ ვამბობ. ჩვენი ფორუმელების ცდებითა და გამოცდილებით რაც დაგროვდა იმას ვწერთ და იმაზე ვამბობ. რაკი ნახევარ ავტომატებზე ვსაუბრობთ მოდი ამათზე გეტყვი ჯერ. 1. სისტემა: თურქული თოფები აღებულია წამყვანი ევროპული თოფების პროდუქციისგან დაპატენტებული მოდელებიდან. რუსული, როგორც ყოველთვის არასრულფასოვანი მოპარული ასლი 2. გამძლეობა. MP და ატა არმსანი თითქმის ერთდროულად შემოვიდა ქართულ ბაზარზე, მწყობრიდან გამოსული თოფების რაოდენობით, რაც მონადირეებისაგან და ხელოსნებისაგან ვიცით (ავიღოთ თუნდაც საშა, მოსკოვის პროსპექტიდან) რუსულების რაოდენობა გაცილებით მეტია, მათ შორის ბევრი ნადირობის დროს გამოვიდა და ბევრს ჩააშხამა ნადირობა. 3. შესრულების ხარისხი: ვისაც ახალი MP შეუძენია ყველამ კარგად იცის რომ 10 თოფიდან შედარებით უნაკლო 2, მაქსიმუმ 3 ამოირჩეოდა. დაუხვეწავი კონდახი, მოღრეცილი პლანკა, უხარისხო საკონდახე მასალა, "ვარანენიე" , არაზზუსტად მოჭრილი ლულის ბოლო და კიდევ ბევრი წვრილმანი რაზეც თვალებს ვხუჭავთ ხათრით. ამავე დროს შევიდეთ ნებისმიერ მაღაზიაში სადაც იყიდება ატა, არმსანი შტოგერი და იპოვნეთ თუნდაც უმნიშვნელო სხვაობა. 4. საკონდახე მასალა: თურქული კაკალი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში, ისეთი ინგლისური ლეგენდები როგორიცაა ბოსი, ჰოლანდჰოლანდი და პერდე, ესენიც კი გარკვეულ ნაწილს თურქეთიდან და საბერძნეთიდან ეზიდებოდნენ. შედარება არ არის არც მოხატულობაში (უზორი) და არც გამძლეობაში. შეგიძლია მაჩვენი კონდახის ყელში გაბზარული ატა? მე ბევრ რუსულს გაჩვენებ ასევე პრობლემურია პლასმასის კონდახებიც. რუსულ თოფებში პლასმასის წონა გაცილებით მეტია ვიდრე ხის, შესრულების ხარისხზე აღარაფერს ვამბობ 5. სალულე ფოლადი: ერთადერთი რითაც რუსები დაიტრაბახებდნენ ფოლადი იყო. მე პირადათ მქონდა მც 21-12 რომელსაც დაფარვა (ვარანენია) შერჩენილიც აღარ ქონდა, მაგრამ თვეობით გაუწმენდელი რომ შემენახა ჟანგის ნამცეციც არ მიეკარებოდა. ახალი რუსები კი (სამწუხაროდ საკუთარ ყოფილ თოფზე გამოვცადე) ნისლიან ამინდში ნადირობის შემდეგ დილასვე ჟანგმოკიდებული (წვრილად დაყრილი)მხვდებოდა და თუ 2-3 დღე დატოვებდი საერთოდ საშინელ მდგომარეობაში ვარდებოდა. ეხლა თურქებზე გადავალ. სამწუხაროდ 90 იანი წლების ბოლოს საკმაოდ საეჭვო წარმოების, ნაკლებად ცნობილი ბრენდები შემოდიოდა და არც თუ უსაფუძვლო პროტესტს იწვევდა მონადირეებში, მათ შორის მოყვნენ პირველი პარტია სტოგერებიც. მაგრამ დღევანდელი ატა, არმსანი და ა.შ. მზადდება ევროპული ფოლადით (თურქეთი ფოლადს არ აწარმოებს, ყოველ შემთხვევაში სალულეს) რომელიც გაცილებით მტკიცე და მსუბუქია ვიდრე დღევანდელი რუსულები. 6. ვიზუალური მხარე: აქ რამის ახსნაც ალბათ ზედმეტია. ბრმა უნდა იყოს ადამიანი რომ აშკარა სხვაობა ვერ შეამჩნიოს 7. წონა: თოფის წონა ერთერთი სერიოზული ნიუანსია. ის 500 - 700 გრამიანი სხვაობა დღის ბოლოს გასაკუთრებით იგრძნობა, რაც მაჯისა და მკლავის დაღლილობას იწვევს და საბოლოო ჯამში აცილებას იწვწვს, ან არაკომფორტულ სროლასა და ნადირობას. წონა კი თურქულების (ლულის სიგრძის მიხედვით) 2.800 კგ დან 3.100 კგ მდე მერყეობს, ხოლო რუსული თოფის წონა 3.400 დან 3.800 მდე მერყეობს, არცერთის წონა არ შეესაბამება მის ოფიციალურ, პასპორტში დაწერილ მონაცემს და არც ერთი, ერთი და იგივე მოდელის თოფის წონა არ ემთხვევა ერთმანეთს. აუ რამდენი ვწერე, ეხლა არ მითხრა მაინც ამოვთხრიო თორემ ოჩოპინტრე დაგჭიპავს აი ეს გარემოებები იწვევდა იმ ირონიას რაც ზემოთ გამოვხატე |
|
|
|
Jan 10 2012, 09:47
პოსტი
#6
|
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 94 რეგისტრ.: 30-August 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
კაი ბატონო ყველას თავის აზრი აქვს ამ ცხოვრებაში და რასაც მე უყურებ ამ საიტზე თურქული თოფების ფან კლუბია გახსნილი |
|
|
|
Davitus MP-153 Oct 23 2009, 00:23
laval Davitus
სანამ არჩევანს ... Oct 23 2009, 09:12
Bonehill Davitus
რადგან ასე დაჟი... Oct 23 2009, 09:49
PREDATOR იქნებ STOGER M2000 ი გენა... Oct 23 2009, 10:37
geojorjika ციტატა(PREDATOR @ 23rd October 20... Oct 23 2009, 11:16
Davitus Bonehill
laval
PREDATOR
geojorjika
მად... Oct 23 2009, 18:58
Bonehill არა !
"კანეშნა... Oct 24 2009, 07:54
გურგენა Davitus
თუ Stoeger M2000-ზე შეაჩ... Oct 24 2009, 08:08
PREDATOR [quote name='გურგენა' date=... Nov 13 2009, 11:02
PREDATOR ქუთაისში არის ამ ... Oct 24 2009, 09:20
Davitus გურგენა
ძაან მაინ... Oct 24 2009, 18:56
გურგენა Davitus
არ გამოგაპარებ ... Oct 24 2009, 21:17
hunter777 ერთი რამ მინდა გთხ... Oct 25 2009, 14:42
ჩიქო http://www.youtube.com/watch?v=Wrgvn7NqY_U
ეს ... Oct 25 2009, 15:57
hunter777 ციტატა(ჩიქო @ Oct 25 2009... Oct 26 2009, 17:45
geojorjika ჩიქო
ან მაგ ტიპმა ა... Oct 25 2009, 18:12
geojorjika მოკლედ ეხლა ვარკვე... Oct 25 2009, 18:59
geojorjika ამ ლინკსაც გადახედ... Oct 25 2009, 19:14
ვიტო კიმარა აქ მპ153 ირჩე... Oct 25 2009, 22:07
ჰერცოგი997 მაგრად ატკაცუნებს Oct 25 2009, 22:12
geojorjika ჰერცოგი997
ეს რა ფიშ... Oct 25 2009, 22:15
ჰერცოგი997 ხო მპ-153 ია მაგარია Oct 25 2009, 22:18
geojorjika ვიტო
აქ მპ 153 კი არ ი... Oct 25 2009, 22:23
Davitus geojorjika
ეგეთი პოსტები,... Oct 25 2009, 22:31
ჰერცოგი997 რავი მე მპ მომწონს ... Oct 25 2009, 22:43
geojorjika ციტატა(ჰერცოგი997 ... Oct 25 2009, 23:39
ჰერცოგი997 სადამ მაგას ვიყიდი... Oct 26 2009, 00:01
geojorjika ჰერცოგი997
საქმე სი ... Oct 26 2009, 00:12
Bonehill მართალია ეს კაცი ... Oct 26 2009, 09:23
ჩიქო geojorjika
პირველად უკავ... Oct 26 2009, 14:53
ჭალიმგელა მე ერთი ვიცი რომ MP ჯ... Oct 26 2009, 15:17
geojorjika ნუ MC ხომ საერთოდ ხს... Oct 26 2009, 15:33
hunter777 მაღარიჩი იქნება მა... Feb 7 2010, 11:12
hunter87 ძმებო თქვენი რჩევა... Jul 24 2010, 16:54
იკო1981 ჩემი აზრით არანაირ... Jul 24 2010, 17:08
hunter87 მადლობა იკო, მაგ ფი... Jul 24 2010, 17:27
Davitus hunter87
28 იანებსაც მოი... Jul 24 2010, 19:16
hunter87 დავითუს ძმა, სარეგ... Jul 24 2010, 19:27
Davitus hunter87
არ ახლო მაგას ხ... Jul 24 2010, 20:11
hunter87 გაიხარე ძმა, მადლო... Jul 25 2010, 08:06
ბესო ციტატა(hunter87 @ 24th July 2010 ... Aug 10 2010, 13:31
laval მრ ის ყიდვისას რას ... Sep 3 2010, 16:43
hunter87 ციტატა(laval @ Sep 3 2010, 17... Oct 5 2010, 15:23
bugi ვიყიდე მპ-153. გამო... Oct 5 2010, 09:41
ჰერცოგი997 მე პლასტიკისისას გ... Oct 5 2010, 16:02
Bonehill ჰერცოგი997
+1000000 Oct 5 2010, 16:20
beqa10 MP-153 არის კარგი და გა... Feb 20 2011, 13:55
ბესო ციტატა(beqa961 @ 20th February 20... Feb 21 2011, 11:02
ჰერცოგი997 არა უჟანგავი ნამდვ... Feb 21 2011, 11:13
alika77 ანუ მრ იჟანგება? Mar 1 2011, 14:33
ჰერცოგი997 ყველა იარაღი იჯანგ... Mar 1 2011, 14:54
hunter777 ციტატა(ჰერცოგი997 ... Mar 1 2011, 15:54
ჭალიმგელა იჟანგება რომელია, ... Mar 1 2011, 16:57
woodman ახალი იჟები ყველან... Mar 1 2011, 22:44
giga0073 პირველად ვყიდულობ ... Mar 4 2011, 12:15
Davitus giga0073
თუ პირველად ყი... Mar 4 2011, 13:14
romeo 1 giga0073, davitus-მა კარგი რცე... Mar 4 2011, 20:40
woodman მე ორ ლულიანს გირჩ... Mar 4 2011, 21:07
romeo 1 ესეც გამოფენაზე წა... Mar 21 2011, 12:19
gigla080384 გაუმარჯოს კაი ხალხ... Apr 6 2011, 15:07
ბესო gigla080384
საიმედო იარა... Apr 6 2011, 16:00
alika77 1200 რატო სუპერ მაგნუ... Apr 6 2011, 20:49
ჰერცოგი997 ჯერ გილოცავ შეძენა... Apr 6 2011, 20:59
gigla080384 კი სუპერმაგნუმია ს... Apr 7 2011, 19:48
ჰერცოგი997 28 გრამინების დაბლა ... Apr 7 2011, 23:26
alika77 რო ამბობენ ზატვორი... Aug 7 2011, 14:40
taribanski2 მე მაქვს მპ 153,1 წელი... Oct 18 2011, 22:17
vanka85 გაუმარჯოს ბრატ, მე ... Nov 8 2011, 21:45
EAGLES EYE ციტატა(chia1985 @ 8th November 20... Nov 8 2011, 22:33
hunter777 ციტატა(EAGLES EYE @ Nov 8 2011, 2... Nov 8 2011, 23:51
kupra ამდენი თუ იცით გამ... Nov 9 2011, 00:59
hunter777 ციტატა(kupra @ Nov 9 2011, 01... Nov 9 2011, 16:17
T A M P L I E R vanka85
გაუმარჯოს "ბრ... Nov 9 2011, 09:17
გოგა kupra
ციტატა(lashak @ 9th Novemb... Nov 9 2011, 21:46
kokameg მეც ეგ პრობლემა მა... Dec 21 2011, 12:35
kokameg http://www.youtube.com/watch?v=JzmcMbLY2fI Dec 21 2011, 12:41
alika77 http://baikalinc.ru/ru/company/374.html ამ ა... Jan 8 2012, 15:56
ჭალიმგელა ციტატა(giga1984 @ Jan 10 2012, 10... Jan 10 2012, 17:10
romeo 1 ხოო, დაუფიქრებლად ... Jan 9 2012, 12:00
PREDATOR ციტატა(romeo 1 @ Jan 9 2012, 13... Jan 9 2012, 21:00
giga1984 რატომ?არვიცი თქვენ... Jan 9 2012, 21:55
Geoჟორჟიკა ჭალიმგელა
+100 Jan 10 2012, 01:24
nik@a ჭალიმგელა
100 %იანი ხ... Jan 10 2012, 03:23
giga1984 რა შუაშია 1000 ლარიან... Jan 10 2012, 10:08
T A M P L I E R აუ რამდენი ვწერე დ... Jan 10 2012, 10:20
kajuberi ციტატა(Chalimgela @ 9th January 2... Jan 10 2012, 10:40
kajuberi ციტატა(giga1984 @ 9th January 201... Jan 10 2012, 10:46
nik@a giga1984 გიგას ვენაცვალ... Jan 10 2012, 16:14
nik@a ჭალიმგელა გეთანხმ... Jan 10 2012, 17:39
alika77 კალაშნიკოვზე უკვე ... Jan 10 2012, 18:17
nik@a არა აკა44 ესეც რუსულ... Jan 10 2012, 18:25
გოგა ციტატაგადაუმოწმე... Jan 10 2012, 18:37
alika77 მაგრები ყოფილან მა... Jan 10 2012, 18:44
შუკა მეორე მსოფლიო ომი... Jan 10 2012, 18:46
leodone ესეიგი რა ხდება მა... Jan 10 2012, 18:48![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 10:57 |