Fabarm და XLR 5 |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Fabarm და XLR 5 |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
მოკლედ გადავწყვიტე სტატიის გაკეთება ამ თოფზე - რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება ძირითადად განაპირობა იმან, რომ მე ვარ მფლობელი და თავგზას, რომ უბნევენ პოტენციურ მომხმარებლებს იმანაც
![]() ![]() Fabarm spa, ქარხანა მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში (Travagliato), ხოლო დასახელება კი იშიფრება შემდეგნაირად: სს "ბრეშიას საიარაღო ქარხანა" (Fabbrica Bresciana Armi, societa per azioni). ფაბარმი არის ერთ-ერთი იმ იშვიათი იარაღის მწარმოებელთაგანი, რომელიც ყველა დეტალს საკუთარ საწარმოში უშვებს და არ ახორციელებს გარედან შესყიდვებს - ან გარეთ შეკვეთებს! მათი ერთ-ერთი ძირითადი პროფილი არის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება. ეს იარაღები არაფრით ჩამოუვარდება გრანდების ნაწარმს და ამასთანავე მოიცავს ბევრ ინოვაციურ "წვრილმანს", რომელთა ერთობლიობაც საკმაოდ კარგი იარაღის იმიჯს შესძენს ამ ქარხნის ნაწარმს! XLR 5 - წონა 2.9-3.1 კგ დამოკიებულია ლულის სიგრძეზე (61-66-71-76) ![]() ეს არის ფაბარმის უახლესი ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღი. მისი დასახელება იშიფრება შემდეგნაირად: eXtra Long Range - "ძალზე შორი დისტანცია", ხოლო ციფრი 5 კი ნიშნავს, სტანდარტული პატრონების რაოდენობას - ანუ 4 მაღაზიაში, +1 ლულაში! უნდა აღინიშნოს, რომ მწარმოებლის ერთ-ერთი მიმართულება არის შორს დისტანციაზე სროლა და სწორედ ამ მიზნისათვის შეიქმნა იარაღის ეს მოდელი, რომელიც გათვლილია, როგორც ტყვიის, ასევე ფოლადის საფანტზეც/პატრონებზე! პირველი ნიშანი რაც იარაღის ამ მოდელს განასხვავებს სხვა ნებისმიერი (მსგავსი დანიშნულების) თოფისგან არის მისი ლულის ტესტი წნევაზე, რომელიც შეადგენს 1,630 ბარი ~ 1,482 ატმოსფერო. დღეს მსოფლიოში ტესტირების უმაღლეს წნევად მიჩნეულია 1,370 ბარი ~ 1245 ატმოსფერო. ნაციონალურმა სტენდმა შესაბამისად შექმნა ახალი სერტიფიკატი და ახალი მარკირება, რომელიც ადასტურებ XLR 5-ის გატესტვას უმაღლესი წნევით რომელსაც ანალოგი არ აქვს! სერტიფიკატი: ![]() ![]() მარკირება: მოდელი მუშაობს დენთის მიერ გამოყოფილი გაზებით გადატენვის პრინციპზე. გადატენვის აღნიშნული პრინციპი ითვლება, ყველაზე სწრაფ პრინციპად თუ შევადარებთ ინერციული გადატენვის პრინციპს, ასევე გადატენვას ლულის მოძრაობის მეშვეობით. ბევრი პლიუსისა გაზის მეშვეობით გადატენვის პრინციპს აქვს მინუსებიც - თუ დენთი მცირეა მაშინ შეიძლება გადატენვისას იყოს ჩავარდნები, ხოლო დიდი დენთის შემთხვევაში კი დეტალების მუშაობა არის ძლიერი და შეიძლება წმოიშვას დეფორმაციები. ამ მინუსების გადაწყვეტის გავრცელებული მეთოდი არის გაზის არხების რეგულირება. ოღონდ სხვადასხვა დენთის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს ამის რეგულირება (ზოგ შემთხვევაში გარემოს ტემპერატურის მიხედვითაც კი). ფაბარმს აქვს აღნიშნული მინუსების გადაწყვეტის დაპატენტებული მეთოდი - ფრიქციული მუხრუჭი! ![]() რომელიც დიდი რაოდენობის დენთით/დატენვის შემთხვევაში ამუხრუჭებს გადატენვას და შესაბამისად ის სულ ოპტიმალური სიჩქარით მუშაობს! ამასთანავე ეს გადაწყვეტა - რეგულირების სისტემასთან შედარებით გამოირჩევა ნაკლები წონით! და ძლიერი ან სუსტი მუხტის მქონე ვაზნების გამოყენება პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას უკუცემაზე! ![]() ნაკლები დენთის შემთხვევაში: ![]() მეტი დენთის შემთხვევაში: ![]() ეს სისტემა გამოიყენება ფაბარმის შემდეგ მოდელებში XLR 5 LION H35 LION H38 LION H368 S.A.T. 8 გარდა ამისა ფაბარმს აქვს ლულის გაჩარხვის დაპატენტებული სისტემაც (შექმნილია 10 წლის წინ)- ტრიბორი! 2005 წელს კი შეიქმნა ტრიბორის გაუმჯობესებული ვარიანტი! ![]() ტრიბორი მოიცავს ლულის პირველად უფრო გაფართოებულ ცილინდრულ ნაწილს დიამეტრი - 18.8 მმ, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ ხახუნს და შესაბამისად მეტი საფანტის მიტანას! შემდეგ მოსდევს 205 მმ-იანი კონუსური ნაწილი, რომელიც მცირდება 18.8 მმ-დან 18.4 მმ-მდე - რაც შესაბამისად ზრდის წნევას, ხოლო ეს უკანასკნელი კი ზრდის ტყვიის/საფანტის სიჩქარეს. ლულა ბოლოვდება ჰიპერბოლული (დაპატენტებული) ლულის შევიწროვებებით - ჩოკებით! ფაბარმი იყენებს 82 მმ-იან ხრომი მოლიბდენის შენადნობისგან დამზადებულ ჩოკებს, რომელთაც შიდა ზედაპირი აქვთ ჰიპერბოლური ფორმის და მათი დამზადება ძვირად ღირებულ ტექოლოგიად ითვლება. ამ ინოვაციაზე დაყრდნობით ფაბარმი არის ერთად-ერთი მწარმოებელი, რომლის 0.75 და სრული 0.9 ჩოკითაც შეიძლება ლითონის ტყვიის სროლა! ![]() თუ დავეყრდნობით ფაბარმის ვებ გვერდზე არსებულ მონაცემებს: ტესტირებისას, - 0.9 ჩოკი, 30 მეტრი დისტანცია, 75 სმ დიამეტრის მქონე მიზანი, 12 კალიბრი, 35 გრამიანი ვაზნა, 4 ნომერი ფოლადის საფანტი - საფანტის 89 პროცენტი ხვდება მიზანს. მაშინ, როდესაც ნახევრად ჩოკით მიზანს ხვდება 76%. რაც ნიშნავს 15%-ით ნაკლებ ზიანს. ![]() XLR 5 მოდელს დამატებული აქვს ოპტიკური სამიზნის დასამონტაჟებელი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება. ასევე, ამ მოდელს აქვს დამატებული მწვანე ოპტიკური ჩანართი, რომელიც სწრაფი და ზუსტი დამიზნების კარგ საშუალებას იძლევა! ![]() ამ მოდელს ზამბარა აქვს ლულის პარალელური - მწარმოებლის მონაცემებზე დაყრდნობით, ზამბარის ამგვარი განლაგება ამცირებს 2 მიყოლებულ გასროლას შორის აცდენას 30%-ით და წარმოადგენს ყველაზე სწრაფ სროლა-გადატენვის მექნიზმს (5 სროლაზე - 0.31 წამი) იარაღს ასევე მოყვება კონდახის მდებარეობის სარეგულირებელი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც მისი რეგულირების 12 პოზიციას უზრუნველყოფენ! ![]() ინფორმაცია ძირითადად მოპოვებულია: Fabarm-ის ვებ-გვერდიდან; http://gunmag.com.ua |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც.
ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა. გალეზების გვარის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე. ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლება და ფაბარმიც გადადის გლუვების წარმოებაზე. 1956 წლიდან ფირმამ დაიწყო მუშაობა მცირე ასორტიმენტით. მეოცე საუკუნის ბოლოსათვის მას გააჩნდა სრულიად ახალი საწარმოო ბაზა, ამჟამად უშვებს სამი ძირითადი კლასის_ ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს. დღეისათვის მისი ნაწარმი ცნობილია მთელი მსოფლიოსათვის, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს Fabarm გახდა განთქმული კომპანია, რომელიც უშვებს ხარისხიან და შედარებით იაფ პროდუქციას. ექსპერტების აზრით, ამ ფირმის პროდუქცია ცნობადობის ზრდასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება. Fabarm S.p.A._ ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც თოფის ყველა დეტალს თვითონ(თავის ფირმაში) აკეთებს. გარდა ამისა თავად უშვებს სხვადასხვა აქსესუარებს: კრონშტეინებისა და ოპტიკებიდან დაწყებული სანადირო ტანსაცმლით დამთავრებული. ფირმას აქვს დამოუკიდებელი მიღწევებიც, როგორიცაა ლულათა ორიგინალური გაბურღვის პროფილი Fabarm Tribore Barrel System და Fabarm Tribore Barrel System, რომელთა შედეგად გაზრდილია ჭრა, სიბურჯღლე და დაჯგუფება. ლულები მონობლოკებია და მზადდება 42СгМо4 მარკის ფოლადისაგან, არხები ქრომირებულია. კიდევ ერთი დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით:ა) სახსნელი მოკლე ჩოკები(0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის(8 ჩოკის ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით). ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხ**ის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას. ამ ფირმის სახელგანთქმული მოდელებია: თვითდამტენები გაზის უკუქცევაზე Н368 Super Goose, Н368 Hunter 610, 660, 710, 760 და 900მმ სიგრძის ლულებითა და 12/76 სავაზნით(მჭიდის ტევადობაა 3, 6 ან 8 ვაზნა); ლულების ჰორიზონტალური განლაგებით Nobile, Beta Classis, Lion, რომლებსაც აქვთ ოპტიმალური ბალანსი და საუკეთესო დაჯგუფება. ვერტიკალურებში განთქმულია Alpha 12/76 სავაზნითა და 660, 710, 760მმ სიგრძის ლულებით(განსაკუთრებით დახვეწილია მათი კონდახები), აგრეთვე Gamma, Max Field და Le LYS. ახალი მოდელია Axis 20/76 610, 660, 710 და 760მმ სიგრძის ლულებით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Fabarm-ის ნაკეთობათა ზედაპირების დამცავი ფენა PVD Titanium, რომელიც შემუშავებული იქნა 2003 წელს. ამ ტექნოლოგიით დამუშავებული ლითონის ზედაპირი უძლებს აგრესიულ ნივთიერებათა ზემოქმედებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ტესტირებამ 1500 საათის განმავლობაში აჩვენა საუკეთესო შედეგები. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 235 რეგისტრ.: 20-February 12 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა..... როცა რამეს დააკოპირებთ წყაროც მიუთითეთ. ეგ თქვენი დაწერილი არაა, მაგის ავტორს ვიცნობ. საავტორო უფლებები დავიცვათ გთხოვთ. მადლობთ. სანამ არ ვნახავ 25 წლის ფაბარმს ისეთივე იდეალურ მდგომარეობაში როგორშიც თუნდაც ერთ-ერთი რუსული (არც თუ ისე სახელგანთქმული და რამით გამორჩეული) იჟ 58 -ია, რომელსაც 25 წლის განმავლიბაში სულ მცირე 10 000 ვაზნა აქვს გასროლილი და უკიდურესად იდეალურად აქვს შენარჩუნებული ქრომი, ვარანენია, და არანაირი შატკა არა აქვს, მანამდე ვერ დავიჯერებ მის არაჩვეულებრივობას. (თუმცა არავინ იფიქროს რომ ვაკრიტიკებ. უბრალოდ ეს ჩემი აზრია. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2025 - 14:07 |