Margo 22LR - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

xishnika
პოსტი Feb 25 2012, 19:29
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 309
რეგისტრ.: 20-November 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: aba shashi:)



ყალიბი————————-.22LR (5.6)
ტყვიის სიჩქარე (მ/წ)———200
მჭიდის ტევადობა (ცალი)— 7
ლულის სიგრძე (სმ)———-10
წონა (გრ)———————–750


როდესაც იქმნება სამოქალაქო დანიშნულების იარაღი, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქცია აღებულია საბრძოლო ან სპორტული დანიშნულების იარაღებიდან. ეს ტენდეციაა მთელ მსოფლიოში და ასევე იჟევსკის ქარხანაში, სადაც „მარგოლინი“ს ბაზაზე 90-თიან წლებში შექმნეს სამოქალაქო დანიშნულების იარაღი „მარგო“. ორიოდ სიტყვით არ შეიძლება, რომ არ შევეხოთ ამ უნიკალური პისტოლეტის ნიმუშს და მის გენიალურ კონსტრუქტორს. 1924 წელს ოცი წლის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოცმეთაური მიხეილ მარგოლინი ბანდიტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის დროს დაიჭრა მძიმედ და მთლიანად დაკარგა მხედველობა. მიუხედავად ამისა მარგოლინმა მაინც შეძლო ხელის შეხების აღქმით პრაკტიკაში შეესწაავლა მაშინდელი პისტოლეტების და რევოლვერების კონსტრუქციები. მარგოლინმა 1936-1939 წლებში წარმოადგინა რამოდენიმე სპორტული მოდელი პისტოლეტ „ტტ“ს ბაზაზე. ომის დამთავრების შემდეგ კი მიაღწია განსაცვიფრებელ შედეგს, 1948 წელს დაიწყეს მისი ორიგინალური პისტოლეტის წარმოება 5.6 ყალიბის ვაზნაზე (.22LR). პისტოლეტის მუშაობა დაფუძვნებული იყო თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციბზე, საკეტის ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვეშ, გააჩნდა სარეგულირებელი სამიზნე და დამსხლეტი მექანიზმი, ქონდა კარგი ბალანსი, მოსახერხებელი ტარი, რომლის დახრა იყო 111 გრადუსი, რაც წინაპირობა იყო ზუსტი სროლისთვის. 1952 წელს მარგოლინი გამოუშვეს ასევე 5.6 ყალიბის მოკლე ვაზნაზე (.22 short). დღესაც მარგოლინი ითვლება ერთერთ საუკეთესო სპორტულ პისტოლეტად. მარგოლინის ბაზაზე შეიქმნა პისტოლეტი „მარგო“ 5.6 ყალიბის გრძელ ვაზნაზე (.22LR). „მარგოლინ“თან განსხვავება ისაა, რომ „მარგო“ს არ ააქვს სასხლეტისა და სამიზნეების სარეგულირებელი, აქვს მოკლე ლულა და გამარტივებული სამიზნე. მიუხედავად ამისა „მარგო“ს გააჩნია დიდი სიზუსტე, საკმაო ენერგია და გამაჩერებელი ძალა, რაც ეფექტურს ხდის თავდაცვისთვის. 5.6 ყალიბის მოკლე წრიული აალების ვაზნა (.22 short) არის ერთერთი უძველესი ვაზნა, რომელიც „სმიტ ენდ ვენსონმა“ შექმნა 19857 წელს თავისი რევოლვერებისთვის. 1871 წელს გაუშვეს 5.6 ყალიბის გრძელი ვაზნა (.22LR), რომელიც განკუთვნილი იყო ჯიბის რევოლვერებისთვის. შემდეგში ამავე ვაზნაზე შეიქმნა მრავალი სამონადირეო და სპორტული იარაღი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, როგორც სამონადირეო ასევე თავდაცვის მიზნით.



ესეც მაყუჩიანი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
Davitus
პოსტი Feb 25 2012, 23:34
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



კლასიკური მაგალითი, იმისა რომ, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება მოძიებულ იქნას, როგორც სწორი ინფორმაცია, ასევე მცდარი ინფორმაცია, და ყველაფრის უპრაგონოდ "დაკოპიფეისტება"-მ შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგვაგდოს

Shooter

newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Feb 26 2012, 12:24
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ციტატა(Davitus @ Feb 26 2012, 00:34) *
კლასიკური მაგალითი, იმისა რომ, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება მოძიებულ იქნას, როგორც სწორი ინფორმაცია, ასევე მცდარი ინფორმაცია, და ყველაფრის უპრაგონოდ "დაკოპიფეისტება"-მ შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც ჩაგვაგდოს

Shooter

newsmile027.gif



დავით, მე ამ ტექსტს გადავწაყდი ინტერნეტში ერთი სამი ოთხი თვის წინ და იმდენად გამაოცა, რომ რაც აქ დავწერე ეხლა უფრო რბილი ფორემბით მივწერე კომენტარებში იმ საიტს. ეხლა კიდე ოჩოზე გაჩნდა ეს ტექსტი. იმედია თემის ავტორი არ გამიბრაზდება რომ ასე "რეზკად" ჩავერიე მაგრამ თუ უნდა ჩაასწოროს ტექსტი და მე ჩემ კომენტარს წავშლი და ასე დარჩება ტექნიკურიად უფრო ზუსტი მარგო-ს აღწერილობა.


.22-ის თავდაცვისთვის რეკომენდირება უკვე ხულიგნობაა newsmile056 (1).gif

თემა, რომ გავაგრძელოთ მე მარგო მქონდა, და ნორმალური პისტოლეტია, მთლიანად ფოლადის არის რაც კარგია მაგრამ არაფერი განსაკუთრებული და ინიკალური მასში არ არის. ასევე მაქვს მისი ანალოგი ბერეტა 71 და ტექნიკურად ბერეტა გაცილებით უფრო წინ წაწეული კონსტრუქციიაა. უფრო ადვილად იიშლება, აქვს მცველი და სწრფად მოსახსნელი ლულა. ვიზუალურადაცც ბერეტა გაცილებით უფრო სიმპატიურია ხოლო დამზადების ხარისხზე საუბარი საერთოდ ზედმეტია. newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
იეტი
პოსტი Feb 26 2012, 17:43
პოსტი #4


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 235
რეგისტრ.: 20-February 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Shooter @ Feb 26 2012, 13:24) *
.22-ის თავდაცვისთვის რეკომენდირება უკვე ხულიგნობაა newsmile056 (1).gif


+100
ვიცნობ ადამიანს რომელსაც 90-იანებში 3 ვაზნა ესროლეს მარგოლინიდან
მსროლელმა და მისმა მხლებელმა გაქცევით უშველა თავს, რადგან "დაზარალებული" მათ დაჭრის შემდეგ სასტიკად სცემდა newsmile05.gif
რაც შეეხება მოხვედრის ადგილს, 1 ტყვია მოხვდა მკერდში, ერთი მუცელში, ერთი ბარძაყში.

ისე კი როგორც მფლობელი ვიტყვი, რომ მარგო გასართობად მშვენიერი პისტოლეტია.
საკმაოზე მეტად ზუსტი !
თავდაცვისთვის მისი გამოყენება მართლა მარაზმია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 16:45