Margo 22LR, სამოქალაქო დანიშნულების იარაღი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
Margo 22LR, სამოქალაქო დანიშნულების იარაღი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) ![]() |
ყალიბი————————-.22LR (5.6)
ტყვიის სიჩქარე (მ/წ)———200 მჭიდის ტევადობა (ცალი)— 7 ლულის სიგრძე (სმ)———-10 წონა (გრ)———————–750 ![]() როდესაც იქმნება სამოქალაქო დანიშნულების იარაღი, უმეტეს შემთხვევაში კონსტრუქცია აღებულია საბრძოლო ან სპორტული დანიშნულების იარაღებიდან. ეს ტენდეციაა მთელ მსოფლიოში და ასევე იჟევსკის ქარხანაში, სადაც „მარგოლინი“ს ბაზაზე 90-თიან წლებში შექმნეს სამოქალაქო დანიშნულების იარაღი „მარგო“. ორიოდ სიტყვით არ შეიძლება, რომ არ შევეხოთ ამ უნიკალური პისტოლეტის ნიმუშს და მის გენიალურ კონსტრუქტორს. 1924 წელს ოცი წლის სპეციალური დანიშნულების რაზმის ოცმეთაური მიხეილ მარგოლინი ბანდიტურ დაჯგუფებებთან ბრძოლის დროს დაიჭრა მძიმედ და მთლიანად დაკარგა მხედველობა. მიუხედავად ამისა მარგოლინმა მაინც შეძლო ხელის შეხების აღქმით პრაკტიკაში შეესწაავლა მაშინდელი პისტოლეტების და რევოლვერების კონსტრუქციები. მარგოლინმა 1936-1939 წლებში წარმოადგინა რამოდენიმე სპორტული მოდელი პისტოლეტ „ტტ“ს ბაზაზე. ომის დამთავრების შემდეგ კი მიაღწია განსაცვიფრებელ შედეგს, 1948 წელს დაიწყეს მისი ორიგინალური პისტოლეტის წარმოება 5.6 ყალიბის ვაზნაზე (.22LR). პისტოლეტის მუშაობა დაფუძვნებული იყო თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციბზე, საკეტის ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვეშ, გააჩნდა სარეგულირებელი სამიზნე და დამსხლეტი მექანიზმი, ქონდა კარგი ბალანსი, მოსახერხებელი ტარი, რომლის დახრა იყო 111 გრადუსი, რაც წინაპირობა იყო ზუსტი სროლისთვის. 1952 წელს მარგოლინი გამოუშვეს ასევე 5.6 ყალიბის მოკლე ვაზნაზე (.22 short). დღესაც მარგოლინი ითვლება ერთერთ საუკეთესო სპორტულ პისტოლეტად. მარგოლინის ბაზაზე შეიქმნა პისტოლეტი „მარგო“ 5.6 ყალიბის გრძელ ვაზნაზე (.22LR). „მარგოლინ“თან განსხვავება ისაა, რომ „მარგო“ს არ ააქვს სასხლეტისა და სამიზნეების სარეგულირებელი, აქვს მოკლე ლულა და გამარტივებული სამიზნე. მიუხედავად ამისა „მარგო“ს გააჩნია დიდი სიზუსტე, საკმაო ენერგია და გამაჩერებელი ძალა, რაც ეფექტურს ხდის თავდაცვისთვის. 5.6 ყალიბის მოკლე წრიული აალების ვაზნა (.22 short) არის ერთერთი უძველესი ვაზნა, რომელიც „სმიტ ენდ ვენსონმა“ შექმნა 19857 წელს თავისი რევოლვერებისთვის. 1871 წელს გაუშვეს 5.6 ყალიბის გრძელი ვაზნა (.22LR), რომელიც განკუთვნილი იყო ჯიბის რევოლვერებისთვის. შემდეგში ამავე ვაზნაზე შეიქმნა მრავალი სამონადირეო და სპორტული იარაღი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, როგორც სამონადირეო ასევე თავდაცვის მიზნით. ![]() ესეც მაყუჩიანი ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) ![]() |
რავი ძმებო მე პირადად ეგ იარაღი ძაან მომწონს და ინფოს რო ვეძებდა მასზე მაშინ აგმოვაჩინე ერთ საიტზე და ეგ საიტი როგორც მახსოვს არცერთი მაღაზიის არ იყო,თუ რაიმე არაზუსტია თქვენ ჩაასწოპრეთ და მე სიამოვნებით წავიკითხავ დაზუსტებულ ინფორმაციას ამ იარაღზე
იმედია თემის ავტორი არ გამიბრაზდება რომ ასე "რეზკად" ჩავერიე მაგრამ [/b] არა ძმა საწყენი არაფერი არ არი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 14:43 |