როგორ გადმოვწეროთ MyAuto-დან სურათები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

როგორ გადმოვწეროთ MyAuto-დან სურათები, ტუტორიალი
Davitus
პოსტი Feb 27 2012, 10:44
პოსტი #1


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოკლედ, ამ ფორუმზე რა წერილებს არ წაიკითხავს ადმინი, შეიძლება გადაირიო...

არ ვიცი საერთო თემატიკასთან ტუტ პრიჩომ, მაგრამ ჯანდაბას, აგიხსნით მარტივად როგორ გადმოვწეროთ სურათი...

"ჩემ მარკეტზე" რომ Save Image...-ით (opera-დან) Save Picture As... ით (ექსპლორერიდან) ჩვეულებრივ იწერება ფოტოები, ნუ ეგ ალბათ გასაგებია ყველასთვის და მარტივია, მაგრამ მაგას მიჩვეული ალბათ ბევრი "ჩემ აუტოდან" ვერ იწერს იმიტომ რომ იქ აკრძალული აქვს ეგ ფუნქცია, მაგრამ გურჯისტანული სიმარტივით არის ეგ გაკეთებული და მაქსიმალურად მარტივად ავხსნი

მაგალითისთვის ავიღებ ყველაზე გავრცელებულ ბრაუზერს, Internet Explore-ს (პრინციპი თითქმის ერთნაირია)

1.ვხსნით, შევდივართ სასურველი სურათის გადმოსაწერ გვერდზე,

2.კურსორს ვაყენებთ სურათზე და ვაკლიკებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს

3.ჩამოშლილ მენიუში ვირჩევთ: View Source (გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც წერია მხოლოდ კოდირებული ტექსტები)

4.გამოსულ ფანჯარაში ვაწვებით კლავიშებს ctrl+F (ძებნის ფუნქცია) გამოვა პატარა ფანჯარა, სადაც ვწერთ .jpg (წინ წერტილი საჭიროა)

ჩაწერისთანავე გვერდზე მოიძებნება და მოინიშნება ლინკის ბოლოში დასმული .jpg

მაგალითისთვის აი ასე: http://myauto.ge/photos/thumbs/upl_cars/0226/3450743_1.jpg

ეს ლინკი პირდაპირ რომ დავაკოპიროთ მივიღებთ მხოლოდ პატარა სურათს, რომელიც გვერდებზეა განლაგებული, ე.წ. თამბნეილებს

ამიტომ ზემოთმიღებული ლინკიდან ამოვიღებთ http://myauto.ge/photos/thumbs/upl_cars/0226/3450743_1.jpg

და დაგვრჩება http://myauto.ge/photos/upl_cars/0226/3450743_1.jpg

ამ ლინკს თუ ჩავწერთ მისამართების ველში, გამოჩნდება მხოლოდ სურათი, რომლის გადმოწერაც Save Picture As... -ითაც უპრობლემოდ შეიძლება

მომდევნო სურათების გადმოწერა კი უმარტივესია, საბოლოო ლინკს ვუცვლით ბოლოში ციფრებს, იმის მიხედვით თუ რამდენი სურათია

მაგალითად:

http://myauto.ge/photos/upl_cars/0226/3450743_1.jpg თუ არის პირველი სურათის ლინკი,

მეორესი იქნება http://myauto.ge/photos/upl_cars/0226/3450743_2.jpg

მესამესი http://myauto.ge/photos/upl_cars/0226/3450743_3.jpg

მეოთხესი http://myauto.ge/photos/upl_cars/0226/3450743_4.jpg


და ა.შ.





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ჩიქო
პოსტი Feb 27 2012, 12:58
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



არ შვებაა არაააა D.gif D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th July 2025 - 16:16