პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პირველადი დახმარება გველის კბენის შემთხვევაში, მოკლე რჩევა ინტოქსიკაციასთან ბრძოლაში |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
მოგესალმებით ყველა მონადირესა და მეთევზეს,
მითუმეტეს ძაღლზვოდებს ![]() ვარ თქვენი ფორუმის ახალი წევრი. ვიტომ თავის დროზე მთხოვა, რომ გამეზიარებინა ის ცოდნა ძაღლის გადარჩენის საკითხში რაც თავის დროზე ერთმა ექიმმა და ვეტერინარმა გამიზიარეს. გიურზა, ამ სიტყვის გამოგონს ტანში ჟრუანტელი გასდის (ოღონდ მე გამონაკლისი ვარ). ნებისმიერი გასვლის დროს, იქონიეთ თან მცირე ე.წ. აპტეჩკა ანუ სამოგზაურო აფთიაქი. რომელშიც გექნებათ ხსნარის სახით, ამპულებში 1. ათროპინი; 2. სუპრასტინი; 3. ნო-შპა. სუპრასტინისა და ათროპინის შეყვანა ხდება ერთდროულად, დოზირება დამოკიდებულია მედიკამენტის კონცენტრაციაზე და ძაღლის წონაზე (ჩვეულებრივად სუპრასტინი - 1მგ/კგ-ზე ; ათროპინი კი - 1მგ ერთჯერად დოზად). ნო-შპის შეყვანა, ესეც კუნთში, ხდება პირველი ინიექციიდან რამოდენიმე წუთში. არ დავიწყებ პრეპარატების ფიზიოლოგიური ზემოქმედების აღწერას, ექიმები მიხვდებიან. ნაკბენის გარშემო საჭიროა გამწმენდი ღონისძიებების ჩატარება, კომპრესების (გიპერტონიული) ვიშნევსკის მალამოს სახით. პოინტერი, ნაკბენი იყო დრუნჩის არეში, 3 წლის, გადარჩა. 10-14 დღე ძაღლი დამოკიდებული იყო პატრონზე. ახლა კი ძველი ხალხური მეთოდი, რომელიც თუ არ ვცდები ჩეხოვს ჰქონდა აღწერილი. ამით არჩენენ გველგესლის ნაკბენს, თუმცა გიურზა გველგესლის ნათესავია. ვეძებთ ახლო-მახლო ნემსიწვერას, ვსრისავთ ან ვღეჭავთ და ვადებთ ან ვიდებთ ნაკბენზე. კარგი იქნება თუ ამ მცენარეს მოვაგროვებთ და პროცედურას დღეში რამოდენიმეჯერ გავიმეორებთ. ნემსიწვერა სწრაფმოქმედი საშუალებაა. აი შესაბამისი ბმულიც, რომ შეხედოთ ამ საოცარ მცენარეს: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%...%83%A0%E1%83%90 |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
ლევანი
ნოსო რაც პროფესიას შეეხება, განათლებით დიპლომირებული სამრეწველო დი8აინერი ვარ. პაპა ჩემი სამხედრო ექიმი რადიოლოგ-ტოქსიკოლოგი იყო, მამა ექიმი, ბი9ა სამხედრო ექიმი და ასე შემდეგ. მანამდე,14 წლიდან ვიდექი საოპერაციო მაგიდასთან ექსპერიმენტალურ სისხლ9არღვთა ქირურგიაში, შემდეგ ვსწავლობდი სსრკ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ სამედიცინო უმაღლესში. 1992 წელს (ომობანა) გარიცხული ვიყავი უმაღლესიდან თბილისში ყოფნის გამო, რათა ვეხმარებოდი მეგობრებს და საერთოდ თანამემამულეებს (საველე ქირურგიის კუთხით). ბოლოს არ აღმადგინეს - ჩერნოჟოპი. რაც კომპეტენტურობას ეხება, არასოდეს არ ჩავერევი სხვის საქმეში (თუმცა ჩემში ყველა ერევა). მაგრამ თუ ადამიანს შველა ჭირდება და ექიმი ახლოს არ არის, შევეცდები უ8იანოდ მივიყვანო კომპეტენტურ პირამდე მანამდე კი გაუწიო პირველი დახმარება (კვალიფიციურად). ახლა რაც ლევანის კითხვას შეეხება: გიურის შხამი, მარტივი ენით იწვევს სისხლის შედედებას, სისხლ9არღვების კედლების დაიანებას. ახლო მდებარე ქსოვილების დანეკროებას ანუ სიკვდილს. იწვწვს გსს-ის და სუნთქვის დათრგუნვას. კბილის ჩასობის სიღრმე 8ოგჯერ 15მმ-ს შეადგენს. ამიტომაც შხამის ამოწოვის შანსი უაღრესად დაბალია. ჟგუტის დადებისას ჩვენ ვაჩქარებთ ქსოვილების ნეკრო8ულ პროცესს ვინაიდან ვახდენთ სისხლის მიმოქცევის შე8ღუდვას არადაიანებულ უბნებშიც! კიდევ ერთხელ ავღნიშნავ8ემოდ ხსენებული მი8ე8ების გამო შხამის გავრცელება ხდება ლიმფური სადინარებით და არა სისხლ9არღვებით (ისინი პირველრიგში იანდებიან და ითრომბებიან). აღინიშნება მრავალი სისხლის ჩაქცევა და ჟგუტი კი ამცირებს სასიცოცხლო მეტაბოლი8მს ანუ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. აჯობებს კიდურიე არტაშანის და ცივი კომპრესის დადება. არსებობს მრავალი ხალხური მეთოდი გარდა ნახსენებისა. მარილგადა8ელილი ჭინჭარი. მრისა და ნივრის 7 დღიანი ნაყენის კომპრესი. მოითხოვთ? დაწვრილებით მოგწერთ. აგრეთვე ურიგო არ იქნება ტეტანუსის შრატის გაკეთება , რათა ცნობილია ტეტანუსით დაავადება გველის ნაკბენის შემდეგადაც (მიწაშია ეს ქვეწარმავალი). პატივისცემით გიგა და ბოლოს, ნებისმიერ შემთხვევაში და8არალებული მიგვყავს სტაციონარში, გინდ მე2 დღეს აკრობატივით დაფრინავდეს!!! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 12:44 |