ცხოველების დახასიათება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ცხოველების დახასიათება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,031 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ზახარა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ზოლებიანი აფთარი - Hyaena hyaena ეკუთვნის აფთრების ოჯახს. აღწერილობა: სხეული მასიურია, თავი შედარებით დიდი, კისერი მოკლე. ფეხები მოღუნული, წინა ფეხები უფრო გრძელი ვიდრე უკანა, ამის გამო ზურგი მკვეთრად არის დახრილი უკანისაკენ. სხეულის სიგრძე 110-130სმ. კუდისა 30-45სმ, ყურის 12-13სმ. ბეწვები გრძელია და უხეში, ხერხემლის გასწვრივ შავი ფაფარია, რომელის გრძელი უხეში ბეწვებისგან შედგება. გვერდებზე შავი, ზოგჯერ წყვეტილი განივი ზოლებით. საქართველოს ტერიტორიაზე ერთეული ეგზემპლარების სახით გხვდება. გავრცელება: ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, არაბეთის ნახევარკუნძული, ირანი, ავღანეთი, შუა აზიის სამხრეთი რაიონები, აღმოსავლეთი ამიერკავკასია. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცირე რაოდენობით გვხვდება თურქმენეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთის სამხრეთ რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (ერთეული ეგზემპლარების სახით) . ცხოვრების ნირი: ბინადრობს უდაბნოებში, ნახევრადუდაბნოებში, ქვა-ღორღიან ფერდობებზე, საკმლის ხის, მაყვლის და სხვა სახეობის ბუჩქნარებში. აქტიურია ღამით, საკვებს შეადგენს მძორი, იშვიათად მღრღნელები, ქვეწარმავლები. მძუნაობა იანვარ-თებერვალშია, მაკეობის ხანგრძლივობა 3 თვემდეა. მდედრი შობს 2-4 ლეკვს, მათ აღზრდაში მონაწილებს როგორც მდედრი, ისე მამრი. სამეურნეო მნიშვნელობა: სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ფაუნის იშვიათი ელემენტი. ნადირობა აკრძალულია ![]() გარეული ღორი- Sus scrofa ღორების ოჯახის ტიპიური წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა-კავკასიური გარეული ღორი. აღწერილობა: სხეული მოკლეა მასიური დიდთავიანი:დინგი გრძელი, კისერი მოკლე. მამრების სხეულის სიგრძე 200 სმ-მდეა, სიმაღლე 124სმ, წონა 300 კგ-მდეა .მდედრები მამრებზე უფრო პატარაა, სხეულის სიგრძეა 180 სმ-მდე, სიმაღლე 100 სმ-მდე, წონა 200კგ-ს აღწევს. სხეული დაფარულია უხეში ჯაგრისით, შეფერილობა მორუხო-მურაა, გოჭებს აქვთ ბაცი-მურა შეფერადება და გასწვრივი ნათელი ზოლები ზურგსა და გვერდებზე. გავრცელება: ევროპა, კავკასია, აზია ჩრდილოეთამდე- ციმბირის სამხრეთ ნაწილისა და შორეული აღმოსავლეთის ჩათვლით, ჩრდილო აფრიკა. საქართველოში გვხვდება როგორც ჭალის ტყეებში, ასევე მთის ტყეებში ზღვის დონიდან 100-2500 მ სიმაღლის ფარგლებში, მაგრამ ადგილ-ადგილ ლაგოდეხის, ყვარლის, წითელწყაროს, სიღნაღის, გარდაბნის, დუშეთის, კასპის, ახალციხის, ასპინძის, ფოთის, ლანჩხუთის, წალენჯიხის რაიონებში და აგრეთვე აფხაზეთის ზოგიერთ ადგილას. ცხოვრების ნირი: ტყის ტიპიური ბინადარია მაგრამ ველებზეც გადის და ამ დროს დიდი მანძილით შორდება ტყეს. საწოლარებს იკეთებს გაუვალ ეკლიან ბუჩქნარებში ან ლელის შალდამებში მდინარეების და სხვა წყალსატევების ნაპირებზე, სადაც არის წყალი და (საბანაო) ადგილები. კარგად არის შეგუებული ნაირგვარ ეკოლოგიურ პირობებს რასაც ხელს უწყობს ის, რომ გარეული ღორი ყველაფრისმჭამელია. ძირითად საკვებს შეადგენენ მერქნიანი მცენარეების ნაყოფები, ტუბურები, ფესვურები, განსაკუთრებით უყვარს ძირხვენის ტკბილი ფესვები. სწრაფად იზრდება და გამრავლების უნარს იძენს წლინახევრის ასაკში. ხურაობა მიმდინარეობს ნოემბერ-დეკემბერში, გოჭებს ჰყრის მარტ-აპრილში; თითო ნაყარში არის 3-7 გოჭი . კოლტებათ ცხოვრობს, ამასთან კოლტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, რაც აადვილებს თავდაცვას მტრებისაგან. სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა მაღალხარისხოვან ხორცს, ქონს, ტყავსა და ჯაგარს. ჩლიქებისა და ეშვებისგან ამზადებენ ღილებსა და სხვა ნაირგვარ ნაკეთობას. ძვირფასი სანადირო ობიექტია:ღორზე ნადირობენ მორეკვით,სახუნდარში წინდაწინ შერჩეულ საკვებ ადგილებზე ჩასაფრებით და სხვა ხერხებით. სპორტული და საინტერესოა ტყიანი და ეკალბარდიანი ადგილების მორეკვა მდევარი ძაღლებით და სპეციალური მომრეკების საშუალებით. ღორზე სასროლი ვაზნა სპეციალურად იაკანის, ბრენეკის ან მრგვალი ტყვიით უნდა იყოს დატენილი. დღევანდელი მდგომარეობით ღორზე მხოლოდ კერძო მეურნეობებში შეიძლება ნადირობა. გარეულ ღორზე ნადირობა აკრძალულია |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th May 2025 - 05:04 |