გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 754 რეგისტრ.: 7-March 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
hunter777
გეთანხმები, როცა თითინ ვტენი მეც წინასწარ ვხსნი კონტეინერებს ანუ ძაფებს, მაგრამ ეგეთი კონტეინერი უკვე ფუნქციადაკარგული მგონია ![]() თუ არ ჩავთვლით იმას რო ლულას იცავს "ოსვინცოვკისგან" alika77 რა ნომერი ისროლე და რა მანძილძე? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
hunter777 გეთანხმები, როცა თითინ ვტენი მეც წინასწარ ვხსნი კონტეინერებს ანუ ძაფებს, მაგრამ ეგეთი კონტეინერი უკვე ფუნქციადაკარგული მგონია ![]() თუ არ ჩავთვლით იმას რო ლულას იცავს "ოსვინცოვკისგან" alika77 რა ნომერი ისროლე და რა მანძილძე? ვისროლე რც 36 გრამიანი 25 მეტრზე 7 ნომერი სამიზნე მიმაგრებული მქონდა მესერზე ხოდა კონტეინერიც მესერის ძირში ეგდო ერთი და იგივე ვაზნა ბორნაჩი 36 გრამიანი 1050 ბარი 5 ნომერი კონტეინერით ვისროლე 35 მეტრზე სრული ჩოკითაც და 0.5 ჩოკითაც განსხვავება ნამდვილად დიდია 0.5-მა მეტად გაშალა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 11:37 |