გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაკავ |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა, საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დაკავ |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 309 რეგისტრ.: 20-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aba shashi:) ![]() |
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები გადაიხედება. ვადების შეცვლის დროს გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი, სეზონური პერიოდები და დაეფუძვნება წყალსატევებზე ჩატარებული აღრიცხვის შედეგებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს იქნა მიღებული.
დეპუტატებთან ერთად განხილვაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები, ილიას უნივერსიტეტის ექსპერტი და მონადირეთა ჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა თხოვნის საფუძვლეზეც მოხდა აღნიშნული საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვა. დისკუსიაში მონაწილე ყველა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული წესები უნდა გახდეს უფრო მობილური, დაცული უნდა იყოს მონადირეთა ინტერესები და ამავე დროს ზიანი არ უნდა მიადგეს ფრინველთა პოპულაციების რიცხოვნობას. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხზე მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდება და საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის ამჟამად არსებული ვადები შეიცვლება. წყარო |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,028 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თელავი ![]() |
ლიოდ ტრონულსა, გოსპოდა! ეხლა არ დაიწყოთ სეზონის გაგრძელება არა სწორიაო, თორემ გავგიჯდები! კახეთის გუბერნატორმა ბატონმა გიორგი ღვინიაშვილმა, დიდი დახმარება გაგვიწია მონადირეებს, გაითვალისწინა ჩვენი ერთობლივი თხოვნა და პირადათ იღებდა ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობას! და დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წელს ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდება, მონადირე მარტის თვეში ბრაკონიერი აღარ იქნება!აბა ნახეტ ეხლა რამდენი იხვია და ბატი ალაზანზე! თოფი არ მისვრია იხვისათვის სეზონზე და ეხლა ხელები მექავება რომ კანონი დავარღვიო, თავს ძლივს ვიკავებ! ჯოჯოხეთია რაა!
|
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2025 - 05:35 |