სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სხვისი ძაღლით ნადირობა!, ეთიკური და მორალური მხარეები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები. აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ. მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა: "არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო" ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის. მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე? მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე. მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi ![]() |
ნადირზე თუ ნომერში ზიხარ შენი ძაღლი არაფერში არ გჭირდება თუ სარეკში მიდიხარ მაშინაა რომ გჭირდება. არაა ეგრე ეგ ამბავი მთლად მაინცდამაინც დიდ ნადირზე ხო არაა საუბარი.
![]() ilariona |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 809 რეგისტრ.: 17-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ნადირზე თუ ნომერში ზიხარ შენი ძაღლი არაფერში არ გჭირდება თუ სარეკში მიდიხარ მაშინაა რომ გჭირდება. არაა ეგრე ეგ ამბავი მთლად მაინცდამაინც დიდ ნადირზე ხო არაა საუბარი. ![]() ilariona სად შენი ძაღლი რომ დაიყეფეს პირველი და წამოაგდებს ნადირს და სად სხვისი ,ჩემი ძაღლი რომ დაიღრიალებს სისხლი მეყინება ძარღვებში სუნთქვა მეკვრის და სულ იმაზე ვფიქრობ ნეტა დიდხანს გაგრძელდეს დევნათქო.ბევრჯერ დამჯდარვარ ხის კუძზე და საათობით მისმენია ჩემი რუსულების წყვილისთვის .მარა მონეტას ორი მხარე აქვს და ყველაზე ცუდი ისააშენი ძაღლი რომ არ დაბრუნდება მარტო დევნიდან და რომ ელოდები უსედეგოთ ,მერე კიდე გაიგებ რომ მწყემსების ძაღლებმა შეჭამეს მეორე სოფლის სავარგულში ან ვიღაც უნამუსომ დევნიდან მოგიხსნა იმის გამო რომ ხმა მოეწონა და მერე რა რომ თვითონ არ უწვალია.იანვარში თოვლებზე 5 სოფელი ფეხით ვიარე რომ ძაღლს ჩემი კვალი არ დაეკარგა ყინვისგან ბოტებს ძირები დამიძვრა და კინაღამ ფეხი დავკარგე ღვთისნიერი ბერი შემხვდა და დაბურღულში ჩამაყოფინა ფეხი და მერე თბილი წინდა ჩამაცვა და მანქანამდე მიმაცილა მაშინ მერჩია საერთოდ არ მყოლოდა ძაღლი მარა მერე რომ შორიდან მისი ზარივით ხმა გავიგე ისევ ნადირობა მომინდა . |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th July 2025 - 07:52 |