უსაფრთხოება, იარაღთან მოპყრობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უსაფრთხოება, იარაღთან მოპყრობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მეტად აქტუალური და საჭირბოროტო თემაა მით უმეტეს იმისა რომ საქართველოში იარაღთან მოპყრობის ( უსაფრთხოების ამბავში) წესები ვერ დგას სათანადო დონეზე საუბარი მაქვს სამოქალაქო სანადირო იარაღზე ეს ვიდეოები და წესები კიდევ ერთი მინიშნება მინდა გახდეს იმისა რომ იარაღი სათამაშო არაა მასთან სიფრთხილით და გააზრებით მოპყრბაა საჭირო იმისთვის რომ საკუთარი თავი ან მეგობარი არ დააზიანო და უბედუირება აიცილო თავიდან
http://www.youtube.com/watch?v=Et33bbA0GeM...feature=related |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 82 რეგისტრ.: 8-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: aliaska ![]() |
1. ყოველთვის ჩათვალეთ რომ იარაღი დატენილია
2. იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მხარეს 3. თითი მოაცილეთ სასხლეტს 4. გადახსენით იარაღი და შეამოწმეთ სავაზნეები უსაფრთხოების სხვა წესები: საკუთარ იარაღზე კანონის წინაშე მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იარაღი და ტყვია წამალი შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, უცხოებისთვის და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომლად. შენახვისას იარაღის სასხლეტი ბლოკირებული უნდა იყოს სპეციალური საკეტით. იარაღი უნდა ინახებოდეს საკეტის მქონე კარადაში ან ყუთში. იარაღი დატენეთ მხოლოდ სანადირო სექტორში. არ მიიღოთ და არც სხვას არ გადასცეთ დატენილი იარაღი. არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. კარგად შეაფასეთ სამიზნე სროლამდე. არ ისროლოთ სილუეტის, ან გაურკვეველი ხმის მიმართულებით. იარაღის დატენვამდე შეამოწმეთ ლულები(განსაკუტრებით ზამტარში, როცა ლულაში თოვლის მოხვედრის შესაძლებლობაა). თუ ვაზნამ გიმტყუნათ, არ გადახსნათ იარაღი 5 წამის განმავლობაში(შესაძლებელია ვაზნის ნაგვიანები გავარდნა), თოფის გადახსნისას სავაზნეები მიმართე უსაფრთხო მიმართულებით და არა შენსკენ. გამოიყენეთ მხოლოდ ამ იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები(მონაცემები ნახეთ ლულაზე ან იარაღის პასპორტში). არ ენდოთ დამცველ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. კარგად დაათვალიერე სივრცე რომელიც სამიზნის უკანაა. წყლის ზედაპირმა ან სხვა მყარმა საგანმა შეიძლება მიმართულება შეუცვალოს ტყვიის(საფანტის) ტრაექტორიას. ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 18:16 |