ლაბრადორი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ლაბრადორი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 464 რეგისტრ.: 19-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გაუმარჯოს კაი ხალხს,
მაგარი ფორუმია, გაიხარეთ ; ] იმედია გადავეყრებით ერთმანეთს კაი ამბებში სეზონზე და გაგიცნობთ.. ; ] მოკლედ, მაგარ ლეკვს დამპირდნენ ლაბრადორს და მაინტერესებს თუ გყავთ ვინმეს ნადირობაში ნანახი ან გამოცდილი ეს ჯიში.. ლეკვის მამა ძაან აქტიური ძაღლია და წყლიდან ვერ გამოყავთ, ლამაზიც არი მაგარი, არ გავს ცოტა გადაგვარებულ ლაბრადორებს, ძაან პროპორციული აგებულია.. ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ჯიშზე წაკითხული და ყველგან მოიხსენიება როგორც მაგარი მონადირე... შემიძლია კიდეც ამოკრეფა ამ ინფოების თუ ვინმეს დაგაინტერესებთ.. მაგრამ ძალიან საინტერესოა თუ ვინმეს კონკრეტული გამოცდილება გაქვთ და გამიზიარებთ ; ] პატივისცემით, გიორგი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,658 რეგისტრ.: 27-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi/Georga ![]() |
სალამი ყველას!
ვარ 2 ლაბრადორის პატრონი. დედა ყავისფერი შვილი როგორც სონი - შავი დაიბადა 15 მაისს. ჩამოვიყვანე 2003 წელს მოსკოვიდან, სერიოზული საჯიშე ნუსხით. დედა -ბ.ლ.მ გარლენდ გალაქსი მოსკოველი, მამა- ბაბლინგ ჩერჩილი, ხელსინკში ცხოვრობს, ორივეს გააჩნია ტონა დიპლომი იხვისა და სისხლის კვალე მუშაობის შესახებ. აი ჩვენი მომშენებლის საიტი http://www.labradors.ru/ რაც შეეხება ფერს, ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ჩალისფერი რამით გამოირჩევა გარდა მზის სხივის მედეგობისა, ანუ ნაკლებად ხურდება. ეს ჩემი პირველი მონადირე 4-ფეხა მეგობარია. 2003-ში ერთ არაჩვეულებრივ ინსტრუქტორთან ერთად OKD-ს შემდეგ შეუდექით დადუს წვრთნას ობერლენდერის სახელმძღვანელოთი. ვიცოდი, რომ ლაბრიკები ჩემპიონები არიან იხვზე ნადირობაში.არა და არ გვეღირსა სათანადო ამინდი და იხვის გადაფრენა ![]() რას ნიშნავს ჟგგუტით მუშაობა არც ვიცით... ხელი მარცხნივ მიდის მარცხნივ, მარჯვნივ- მიდის მარჯვნივ!! აგვივარდა თავში. წავედით მწყერზე. აეეეეე.... რამდენი პეპელა და კალიააა????? რამდენი უცნაური სუნი... ჩავიქნიე ხელი. მაგრამ შემდეგ ნადირობაზე საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, ამუშავდა, მიხვდა! მაგრამ სტოიკა, რომ არა გვაქვს?! ყურადღებას ვაქცევთ კუდს, ის ჩერდება. მოკლედ მწყერი ავითვისეთ 2 გასვლაში. მაგრამ გაგვაჩნია სისუსტე - მივდევდით აფრენილ მწყერს, ნუ მერე წიპა გამოვსწორდით. პირველ დამაკმაყოფილებელ ნადირობ8ე 15-დან 12 მწყერი ააფრინა და მოიტანა. გამიგია, რომ ლაბრადორი მშვენივრად ბადირობს შველსა და ირემე, როგორც მეძებარი. დამპირდნენ კასეტას სადაც დათვ8ეც მუშაობენ - როგორიმეტებენ ამ 4-ხ ფეხა ადამიანს?! ახლა კი ვიცი თუ როგორ უნდა გავწრთნა პატარა ჩელსი. ისე რთული შემთხვევაა ალფა-დედალია, ჰიპერაქტიული და უშიშარი. 1. არავითარი დასჯა გაღიზიანებული ტონის და უცხო საგნის გარდა (გა8ეთის მილაკი). 2. მხოლოდ თამაში, რომელიც გადადის წვრთნაში 3. ჟგუტის გამოყენება მხოლოდ ფრინველის დევნის შესაჩერებლად! 4. გამოცდილი ძაღლთან დამეგობრება 5. 2-3 ნადირობის შეწირვა ყვირილისა და ნერვების შლის გარეშე 6. არავითარი წახალისება სასუსნავით, მხოლოდ მოფერება, თუ არა და გამოჭერილი ხართ მათხოვრობისა და გამოძალვის ვირტუ8ის მიერ!!! 7. წყალი. ამთარია თუ აფხული, ჩადის დაუკითხავად. ჯანდარა. იანვარი -10... იბანავა თვითნებურად ![]() ბოლოს ვიტყოდი, ლაბრიკი უფრო ადამიანია ვიდრე პირუტყვი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2025 - 14:07 |