Jagdgebrauchshundverein - მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Jagdgebrauchshundverein - მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია, გერმანული საველე გამოცდები, მათი მიზანი, წესები და იერარქია
dato 85
პოსტი Mar 25 2012, 02:03
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ამ თემაში ვისაუბროთ გერმანული ძაღლების (რომელთაც ხშირად კონტინენტალურსაც უწოდებენ ზოგადად, მაგრამ ეს სახელი ძაან ზოგადია და კონტინენტალური მეძებრების 30 ჯიშს აერთიანებს) საველე გამოცდებზე და მათ მოშენების და სელექციის სისტემაზე.

ეს სისტემა გამოირჩევა საოცარი კომპლექსურობით, რომლის მიზანია მრავალ პროფილიანი სანადირო ძაღლების სელექცია და მათი პოპულარიზაცია. თავისთავდ ეს სისტემა, რომელიც გამოირჩევა საოცარი ორგანიზებულობით, ურთულესი იერარქიით და გადარჩევის უმკაცრესი წესებით წარმოადგენს გერმანული კონოლოგის სახეს, და ზოგადად მსოფლიო კინოლოგიიში გამორჩეულ მოვლენას.

ამ თემის გახსნა გადავწყვიტე ორი მიზეზის გამო. პირველი; მეზობელ თემაში სადაც ბრიტანული ძაღლების საველე წესები და ზოგადად დასავლურ ევროპული ძაღლების სანადირო თვისებები და მათი საველე გამოცდები განიხილება, პატივცემულმა საზოგადოებამ გამოხტა სკეპტიციზმი, და ერთგვარი ირონიაც ძაღლების ნადირობის მანერის გამო. მრავალმა ბრძანა რომ ისენი არ ნადირობენ, უბრალოდ დარბიან და მხოლოდ შოუს ძაღლები არიან. ამ აზრს რა თქმაუნდა არ ვეთანხმები არნაირად, მივიჩნივ რომ ის ძაღლები სუფთა სანადირო ძაღლებია რომელთათვისაც ასევე ესთეტიკური ნიშნათვისებებიც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც მაგარლითად ძაღლის გამძლეობა.

მეორე მიზეზია, ჩემი დიდი სიყვარული და პატავისცემა გერმანული ძაღლების მიმართ, და ზოგადად გერმანული სელექციისა. თუმცა მივიჩნევ რომ თავგადაკლული პოინტერისტი ვარ, (ევროპული მოშენების რაღა თქმაუნდა) ასევე დიდი პატივს ვცემ კურცჰაარს, რომელიც მყოლია და იმედია კიდევ ვიყოლიებ. (მით უმეტეს თუ აქ მომიწია ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, სადაც ეხლა ვიმყოფები)


ასევე დარწმუნებული ვარ, ამ ფორუმზე პოსტავს ხალხის რომელთაც ყავთ და უყვართ გერმანული მეძებრები. და საერთოდაც, ვფიქრობ რომ ყველა მონადირეს რომლესაც ოდნაავ მაინც აინტერებს ძაღლი მისთვის სანიტერესო იქნება.

ასევე მაინტერესბს იმ ხალხის აზრი ვინც სკეპტკურად უყურებს FCI-ის საველე გამოცდებს. (თუმცა ეს გერმანული გამოცდებით ამავე ორგანიზაციის ეგიდით ტარდება, მაგრამ ამაზე ქვემოთ)


არის კიდე ერთი ფაქტორიც, რომელიც ძალიან უსამრთლოდ მიმაჩნია მე, საქართველოში და რუსეთში გერმანულ ძაღლებს განხილავდენ ერთგავრ B კლასის ძაღლებად. რაც საერთდ არ შეფერება სიმართლეს, უფრო მეტიც აბსოლიტურად საპირისპიროა გაბატონებული აზრის. ეს ძაღლები და განსაკუთრებით კურცჰაარი და დრათჰაარი წარმოადგენენ ერთ ერთ უსერიოზულს თანაშემწეს და ალბათ ყველაზე გავცელებულ სანადირო ძაღლებასც.

სსრ-ში მათ ადარებდენ ინგლისური ძაღლებს სისწრაფეში და არასდროს მხედველობაში არ იღებდენ მათ გომრჩეულ თვისებებს; ინტელექტს, (ცნობისთვის კურცჰაარი 17 ადგილზეა ჭკვიან ძაღლების სიაში, ხოლო ინგლისური სეტერი მგონი 34 ) ამტანობას, ადვილად წვრთნადობას და მრავალ პროფილიანობას.
--------

ჩემს ხელთ არსებული მასალები არის 99% ინგლისურ ენოვანი, რადგან სამწუხაროდ გერმანულს ვერ ვფლობ და ვიყენებ ინგლისურ ლიტერატურას. ინგლისური ლეიტარატურა კი ამ თემაზე ცოტა არ იყოს მწირია, რის გამოც მიწევს სხვადსხვა მასალების შეგროვება და გადათარგმნა. გერმანული რო მცოდნოდა უფრო მალე მოვახერხებდი ამას, მაგრამ სამწიხაროდ არ ვიცი.

ასევე ჩემი მასალები ამ თემაზე და წესებზე, ძირითად კუცრჰაარის (და ნაწილბრივ დრათჰაარის) თემებიდან და საიტებიდან არის, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ რომ, ეს წესები და მიდგომები 98% აბსოლიტურად ერთნაირია ყველა გერმანული ჯიშითვის და მხოლოდ სიმბოლური სახელებით ნიშნებით თუ განსხავდება.

ასევე, ძაან დამავალებტ თუ ვინემს მოგეპოვებათ რუსული მსალები ამ თემაზე, რამდენდაც ვიცი რუსეთშიც და უკრაინაშიც აკტიურად ინერგება ეს წესები და რამოდენი კლუბი წევრიცკი არის ამ ორგანიზაციის.

რადგან მასალა არის დიდი და მე სამწუხაროდ დროში ძაან შეზღუდული ვარ, მომიწევს ნაწილ ნაწილ დადება, იმ ყველა პუნქტისა თუ ასპექტისა რაც ახასიათებს და ეხება ამ წესებს.
იმედია არ მიწყენთ.

----------------

დავიწყოთ მცირეოდენი ისტორიული ექსკურსიით, სულ ერთი აბზაცი.

ეს ორნაზაცია სახელად, Jagdgebrauchshundverein, შემოკლებით JGHV (მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია) დაარსდა 1899 წელს, გერმანიაში (ზოგადად გერმანულ ენოვავანი ერებისთვის). მისი მიზანი იყო და არის, შეექმნა ისეთი მეთოდები რომელიც მკაცრად გაუწევდა ორგანიზებას გერმანულ სანადირო (ამ შემთხვევაში მეძებრის) ძაღლების სეველე გამოცდებს, გამოფენას, სელექციას და რაც მტავარია მეძებრით ნადირობას.
ამოსვალი წერტილი იყო და არის ნადირობის და სელექცის ერთამენთის დაკავშირება და როგორც ერთი, მტლიანი ორგანიზმის განხილვა.


იერარქია

ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ ბონში, გერმანიაში

"მარვალ პოფილინია სანადირო ძაღლების ასოციცია" არის FCI-ის სრულფასოვანი წევრი, შესბამისად მის რეგისტრაციაში არსებულ ძაღლებს, ყველას FCI-ის საგვარეულო აქვს, თუმცა სხვა მოშენების გერმანულ ჯიშებს რომელთაც არ გაუვლიათ გერმანული მოშენების სისტემა, JGHV არცნობს და მათი შთამოვალობა არ შეყავს საჯიშე წიგნში, რომელსაც ის მეცხრამეტე საუკუნიდან აწარმოებს.

ეს ასოციცია (JGHV) შედეგბა სხვდასხვა ჯიშების სათავო კლუბებისგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ წესებით და მიდგომებით. JGHV უწევს ორგანიზებას ყველას საველეს, გამოფენას, შეჯიბრს, თუ სხდომას. გასცემს სერთფიკატებს, დიპლომებს, წარმოებს საგავრეულო ნუსხებს, ამზადებს ექსპერტებს, უწევს რეკომნადციას ყველა მის კლუბს, ადგენს ან აუქმებს წესებს.
მოკლედ პატარა სახლემწიფოა.

ეს მათი მთვარი საიტია

http://www.jghv.de/

ეს ორგნიზაცია ცნობს შემდეგ ჯიშებს, რომლების მტავარი კლუბები როგოც ზემოთ ავღნიშნე მისი ეგიდით და ზედა მხდეველობით ხელმძღვანელობენ.

მრავალ პროფილიან ძაღლების ჯგუფში შედიან:

გერმანული ჯიშები:

კურცჰაარი
დრათჰაარი
პუდელპოინტერი
ლანგჰაარი
შტილჰაარი
ვეიმარული
მიუსტერლენდერი (დიდი და პატარა)

უნაბულო ძაღლები

ვაჰტერჰუნდი (გერმანული სპნიელი)- ეს ჯიში მგონი ნაბულს აკეთებს, თუმცა თავს ვერ დავდებ. არ ვიცნონ უბრალოდ.
იაგდტერიერი

არა გერმანული:

ვიჟლა
ეპონიოლი

თუმცა ამათი სეველე წესები რამდენდმა განსახვავდება გერმანული ჯიშებისგან. მათ ისტორიულად ცოტა სხვა მოთხოვნებს უყენებდენ ვიდრე გერმანულ ძაღლებს.


ორგანიზაციის მიზანი

სხვდასხვა ჯიშების კლუბების გაერთიანება რომელებიც უზრუნველყოფენ მრავალ პროფილიანი მეძბრის სელექციას გერმანული წესებით, რაც სპორტული და შედეგიანი ნადირობისთვის ამოსავალი წერტილია.
ორაგინიზაციის ამოსვალი კოცეფციაა: ყველაფერი ნადირობისთვი. შესაბამისად ყველა საველე გამოცდა, შეჯიბრი თუ გამოფენა ემსახურება ნადირობას და შესბამისად სელექციას.

პოპულარიაზაცია გერმანულ მარავლ პროფილიანი ძაღლების

სგვარეულო წიგნების და არიქვების წარმოება

მსაჯების მომზადება

საჯარო იმიჯის შექმნა მრავალ პროფილიან ძაღლებზე

ბუნების დაცვა და პატივისცემა

სანადირო კინოლოგიის განვითარება (გერმანული წესებით)

ყველანაირი თავშეყრის/სხდომის/საველეის/შეჯიბრის/გამოფენის ორგანიზება მსოლიოს სხვდასხვა ქვეყნებში. (მხოლოდ მის ფილიალებში)




ასევე ამ ორგანიზაციას გაწერილი აქვს, ყველა დეტალი ყველაფერზე. დაწყებული სავალე წესებიდან დამტავრებული ბუნების დაცვით.


ეს მიზანი მიღწევა სელექციის უმკაცრესი მეთოდებით, რაც აუცილებელია მარავლ პროფილიანი მეძებრების გამოსყვანდ.
სისტემა მოითხოვს ძაღლებისგან მყარ ფსიქიკას, ამტანობას და მაღალ სანადირო თვისებებს რომელიც განიხელბა კომპლექსურად და არა ცალცალკე

ნებსმიერი ძაღლი ვალდებულია ქონდეს ჩაბარებული ყველა ის გამოცდა რაც აუცილებელია პრაქტიკულ ნადირობაში. სხვა შემთხვევაში მას არ მისცმენე გამრავლების უფლებას. ამ გამცდების ჩაბარება კი ყველას არ შუძლია ამიტომ მხოლოდ საუკეთესო ძაღლებს ენიჭება ეს პრიორიტეტი.

აუციელებელია ძაღლის მარავლ პროფილიანი გამოცდა და მისი თვისებების დემონსტრაცია. მაგრამ მიუხდევად ყველაფრისა ეს ძაღლები არის ფრინველის, ნაბულის მოქონე ძაღლები, შასაბმისად ძირითად აქცენტი კეთდება ამ კუთხით.

ეს წესები საერთოა თითქმის ყველა გერმანული მეძებრისთვის და თითქმის არ განირჩევა ერთმნეთისგან.

არა სანქცირებულ დართვებზე სგვარაულო არ გაიცემა, ასევე იმ ლეკვებზე რომელის თუნდაც ერთ მშობელს არ აქვს ჩაბარებული გმარველების ტესტი.

მიუხედავად ასეთი ორგანიზებისა, სისტემა აგებულია თვით კონკურენციაზე, ამიტომ გინდა თუ არ გინდა საუკეთესო თუ არა კარგი ძაღლი უნდა გყავდეს რათა სხვა ძაღლებს გაუწიო კონკურენცია. სხვა შემთხვევაში ლკვებს ვერ გაყიდის პტრონი. შესბამისად ამ სისტემის ერთი უდესი პლიუსი არის ის რომ მსურველს ვისაც ლეკვის შეძენა უნდა, მას გარანტირებულია აქვს რომ, მისი ლეკვის წინაპრები მინმუმ 7-8 თაობაში გამორჩეული ძაღლები თუ არა ბრწყინვალე სანადირო ძაღლები იყვნენ და ჩაბარებული ქონდათ ურთულესი საველე გამოცდები და თანაც დიდი ქულებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
dato 85
პოსტი Mar 25 2012, 02:37
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




გერმანული საველე გამოცდები იყოფა რო ნაწილად.

აცულებელი და დამატებითი.

აუცილებელი სავლე გამოცდები ნიშნავს, რომ ძაღლმა ნადირობისთვის და შემდგომ გამრავლებისთვის მოპოვოს უფლება.

ეს გამოცდებია:

1) VJP ახალგაზრდა ძაღლების ბუნებრივი და სანადრი თვისებების შემოწმება. ძაღლის სასურველია იყო 1 წალის +/- სამი თვე. ტარდება გაზაფხულზე (ამ ტეტსტს კურცჰაარბში დერბი ქვია)
2) AZP ან HZP ახლად ჩამოყალიბებული ძაღლის სანადირო თვისებების შემოწმება. ძაღლის ასაკია საურველია იყოს არ ნაკლე 15 თვე და არა უმტეს 20. ტარდება შემდგომაზე (ამ ტეტს კურცჰაარებშს სოლმსი ქვია)
3) VGP უტილიტარული და მრავალ პროფილიანი ტესტი. 100%-ით ჩამოყალიბებულ და დაგეშილ ძაღლებისთვის.

გაიცემა I,II, III ადგილები. ადგილის მანიშნებელი ნიშანი იწერება ჩაბარებული ტესტის გერდზე. ამაზე დეტალურად ქვემოთ მოგახსენებთ.

ამ ტესტების შემდეგ ძაღლს მიეცემა მოწმობა რომ ის ნადირობს და ააქვს გამრაველბის უფლება.

დამატებითი ტესტები:

1) Vbr დაჭრილი ცხოველის მოძებნა, მოძებნა სისლიან კვალზე. მელია ან კვერნა.
2) Btr ამტანობის ტესტი. (ისინჯება მოტანის დორს) მელიის ან კვერნის.
3) Sw ძველი სისხლიანი კალი, (სხვდასხვა სიგრძის და სიძველის)

არის ტესტები გარეულ ღორზე Wb (ზოგჯერ სხვა აბრევატურაც აქვს თუ სხვა ჩლიქოსანზე ჩატარდა გამოცდა)


Zuchtschaus - გამოფენა (ექსტერიაერის შეფასება)

ექსტერიერი ფასდება მუშა და სანადირო ასპექტებით (და არა შოუსთვის). დიდ მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის სამოძრაო აპარატს. ხვადებში დამატებით თავის ჯიშიანობას.


დამტებთი ტესტების ჩაბარება არ არის აუცილებელი მაგრამ მკაცრად რეკომენდირებულია. კონკურენცის გამო ბევრი ცდილობს ჩააბაროს (განსაკუთრებით ხვადების პატრონები) რადგან შჯვარების დროს ძუს პატრონს შეუძლია ის ხვდაი აირჩიოს რომელსაც მეტი ტიტული აქვს.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საველე გამოცდები თუ ტესტები, განსაკუთრებით VGP მაქსიმალურად ახლოს დგას პრაქტიკულ ნადირობასთან (რაც ძირითადი შინაარსია მთელი ამ სისტემის) ეს ყველაფერი დაწყებული ადგილის შერჩევით და ორგანიზაციით, უნდა უზრუნველყოს კლუბმა, რომელზეც სანქცია გაცემული ექნება JGHV-ს. სხვა შემთხვევაში არა სანქქცირებული საველე არ მიიღება მხედველობაში. მსაჯები უნდა იყვენე FCI-ის და ამასთან JGHV-ს მიერ სართიფიცირებულნი.


ყველა ტესტის განხილვალს ცალ ცალკე შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში.

არის სხვა დამატებითი შეჯიბრები ჯიშებს შორის სხვდასხვა ობიექტზე რომელტაც სხვა აბერევტურები აქვს და მათში მონაწილეობაც დიდად პრესტიჟულია.
არის კონკრეტული ჯიშის შეჯიბრები, მაგალითად კურცააჰრებშია დოქტორ კლემანის სახელობის შეჯიბრი.

ყველა ძაღლს აქვს უფლება მიიღოს JGHV-ის გარეთ ჩატრებულ ნებიმიერ საველეში თუ გამოფენაში მონაწილეობა, მაგრამ მათი ქულები და ტიტულები ანაგრიშიში არ მიიღება (სელექციის დროს) თუმცა ფასდება.
მაგალიტად FCI-ის მოწყობილ (არა JGHV-s მიერ ჩატარებული საველე) ნებისმიერ საველე შეჯიბრი. (მინდვრის, ტყის ან წყალში მცურავი ფრინველი) მათში მონაწილეობა აღინიშნება თავისი აბრევიატუებით ძაღლის საბუთში და საჯიშე წიგნში, თუმცა როგორც ავღნიშნე მათ გამდაწყვეტი მნიშვნელობა არ ააქვს სელექციისთვის.


სელექციაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ძაღლის ფსქიკას. საუსრველად ითვლება მაქსიმალურად გაწონასწორებული ძაღლი, გამორჩეული აზარტით და სითამამით. ფლეგმატური და ნერვიული ძაღლები იქვე იცხრილება.
გერმანული წესით ძაღლი რა სისწრაფითაც უნდა გადადიოდეს აღგზნებულ მდგომარეობაში, იგივე სისწრაფით უნდა გადავიდეს მშვიდ მდგომარეობაში. ფსქიკის ტესტი ტარდება გაველურებულ კატაზე. სადაც ძაღლს კრიტიკულ მომენტებშიც კი მოეთხოვება უსიტყვო მორჩილება და ამავე დროს, აზარტი აგრესია და სითამამე.

"ძაღლი არა სენტიმენტალური ხასიათით", ძაღლი რომელიც უძლებს ყველა ფიზიკურ და ფისქოლოგიურ დატვირთვას.

წყვილების შერჩევისას ძუს პატრონს აქვს სრული ავტონომია, მაგრამ ვალდებლია გაითვალისწინოს ის რჩევები რეკომნდაციბი რომელსაც კლუბის გასცემს. სუსრველია წყვილები ემთხვეოდენ ერთამენტს ყველაფერში, უბრალოდ დაბალი ხარიხსი ძუს ცნობილ ხვადზე ვერ დართავ, რომც დარტო ლეკვებს ვერ გაყიდი. ამიტომ მათი ტერმინით ძაღლების ერთამნეთს უნდა "ავსებდენ". საველე თვისებების გარდა ითვალისწინებენ ექსტერიერულ შეფასებას და ფიქიკიას. ფასდება ძაღლის ინტელექტი და ჭკუა. (რომელიც შენიშნვების გრფაში იწერება)

------------------------------------------
სანამ დეტალურ აღწერას შემთავზებდეთ გავერკვეთ აბრევიატურებში, რომლის გარკვევაცა მე ცოტა გამიჭირდა თავის დროზე. (ეს დაჭირდება იმას ვინც ლეკვის შეძენას გადაწყვეტს გერმანია, ავტრია, ამერიკაში. მან ამის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს)

ავიღოთ მაგალითად კურცჰაარის მაგალითზე. (ეს აბრევიატურები ყველა ჯიშზე ერთი და იგივეა, გარდა კონკრეტული ჯიშის შეჯიბრებისა, მაგალითად K1 კურცჰაარბეში ნიშნავს კლემანის სახელობის ტესტში პირველი ხარისხის დიპლომს)

ძაღლი:

Cita vom Holtvogt 0140/07
D1 (nose 4h) VJP 77, AZP 1, VGP 3 279, VGP 1 305, HN, HD-A1, FW: SG

ესე იგი ამ ძაღლის ტიტულებით თუ ვიმსჯელებთ მას ჩაბარებული აქვს;

D1- დერბი, (იგივე VJP) სადაც აუღია 77 ქულა და 1 ადგილი (შენიშნვნა: პირველ ადგილს აქ ცოტა სხვა დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს რომ მან სხვა რომელი ძაღლს აჯობა, რომბსაც ასევე 1 უწერიათ.)
დერბის დროს მან გამოამჟრავნა განსაკუთრებული ყნოსვა, ანუ გამორჩეული და მსაჯმა შეიშნვენის გრაფაში დაუწერა * რაც რომლიმე ელემნტში განსაკუთრებული თვისების გამოვლენას ნიშნავს.

AZP- ჩააბარა ახლად ჩამოყალიბებული ძაღლების ტესტი, 1 ხარისხით. გამორჩეული არაფერი უქნია როგორც ჩანს. (გარდა იმისა რომ პირველი ხარიხის დიპლომი მიიღო)

VGP - ჩააბარა მტლიანი მარავალ პროფილიანი ტესტი სდაცა აიღო 3 ხარისხი 279 წულით.
შემდეგ როგორც ჩანს გადააბარა და აიღო 1 ხარისხი 305 ქულით (ამის უფლება ეძლევა ძაღლს, ოღონდ გარკვეულ ასაკამდე და გარკვეული რაოდენობით)

HN- გამოირჩევა მდგრადი ფსქიკით, და სიმამაცით (ასევე სიუხეშით)

HD- A1 დისპლაზია. დაშვებულია სელექციაში (ანუ არ გააჩნია)

FW: SG - რეიტინგი ჯიშში, ძალიან კარგი


დამატებითი აბრევიატურებია

LN- მდევრის ხმა, იგულისხმება ზოგი ეგზამპლარის თვისება კვალზე ყეფისას. დიდად მისასალემებ თვისებას უტვლიან ამას ძაღლს. ფასდება ძაღლის მუსიკალური ხმა. (იმ შემთხვევაში თუ გამოცდა/შეჯიბრი დევნაში მიმდინარეობს, ძაღლს ხმის მუსიკალურობაში ქულა ეწერება)
J- ნინშავს რომ ძაღლმა ეს თუ ის გამოცდა ჩაბრაა ადრეულ ასკაში, ანუ ადრე გამოამჟღავნა სანადირო თვისებები. მიანიშნებს სელექციის წარმატებაზე.
*- გამორჩეული მუშაობა, ყნოსვაში ან ძებნაში, (ძებნის ობიექტი შეძლება იყოს მწყერი ან სულაც კურდღელი, დამოკიდებულია თვითნ გამოცდის ან შეჯიბრის ტიპზე)


ასევე არსებობს, დამატებით გრაფები სადაც იწერაბა ესა თუ ის გამორჩეული თვისება. მაგალითად; "პოინტერის ნაბული" მიიჩნევა რომ ძააღლს გააჩნია ლამაზი ნაბული რომლიც აღნიშვნის ღირსია. ან დაცვის ინსტიქტი ან ძალიან სწრაფი სვლა. (თავიპირის მტვრევით ძებნა რომელიც ამასთან არა კორდინებულია და მოუწესრიგებელი, არ მიესალმებიან)

და რაც ასევე საინტერესოა ცალკე ყველა კონკრეტულ ძაღლზე იწერება ზოგადი დახიასიათება რაც შემდეგ შედის საჯიშე წიგნში და არქივში. (შემდგომი სელექციისთვის)


არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიაში კურცჰაარის და სხვა გერმანული ძაღლების სტილი ცალკე ელემენტად არ ფასდება მისი შეფსება ხდება კომპლექსურად, ძებნასთან ერთად.
ფასდება, მსუბუქი, სწრაფი და ორგანიზებული სვლა, თავის არც ძაან ვერტიკალურ და არც ძაან ჰორიზონტალური მდგომარეობით. ძაღლი რომელიც ეძებს ნელა, ის მაღალ შეფასებას და დიპლომს ვერ მიიღებს!!!
ამაზე დეტალურად მერე დავწერ. გერმანულ ჯიშებს რაიმე კონკრეტული სტილი არ გააჩნიათ და მათ არავინ აფასებს ამ კუთხით. თუმცა ეს სულაც არნიშნავს მაგალითად ლანგჰაარს მახინჯი სვლა და მანერა აქვს.

ასევე საინტერესო მოვლენაა გერმანული გაგება ყნოსვის თაობაზე, რომელიც არის კოპლექსური და ფირნველზე ძებნის დროს მოითხოვს მაქსმალურად ზემოთ ძებნეას, ქარის გამოყენებას. ყნოსვა ცალცალკე ელემნტებად არ ფასება. (მანძილის ჩვნებური გაგება არ არსებობს იქ)
მაგრამ კვალზე მუშაობის დროს, განსაკუთრებით კურდღელზე ან სისხლიან კვალზე ძაღლიგან ითხოვენ ძირს ძებნას და რაც შეიძლება ნაკლები გამოყენება ნიავის. ძალიან დიდ ნაკლად ითველბა ამ ორი თვისების (ორნაირი ყნოსვის) ერთამენტში არევა და არასწორად გამოყენება. კერძოდ; ფირინველზე ნადირობის დროს კვალზე გადასვლა იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ კურდღლის კვალს წააწყდა ძაღლი. სხვა ფრივ გამორიცხულია კვალზე მოჩიჩქნავე ძაღლმა მაღალი ქულა მიიღოს.

ასევე გაბატონებული აზრი თითქოს გერმანული ძაღლები ნელა ეძებენ, არა სწორია. საველე წესებში (რომელიც მქსიმალურად ახლოს არის პრაქტიკულ ნადირობასტან) გარკვევიტ წერია რომ ფასდება მსუბუქი, სწრაფი სვლა და არა მძიმე ჩორტი. ამიტო საველეს ჩატარება საურველია მაქსიმალურად ვრცელ ადგილზე რათა მეძებრას საშუალება მიეცეს გამოვლინოს ძებნის და სვლის სრული პოტენციალი. რა თქმაუნდა პოინტერის და სეტრის სვლას მათ არავინ მოთხოვს. მაგრამ არც ნელა ძებნას შეუნდობენ...

ამას ყველაფერს დავწერ თავისი ნიუანსებით და დეტალებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th July 2025 - 01:01