უსაფრთხოება, იარაღთან მოპყრობის წესები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
უსაფრთხოება, იარაღთან მოპყრობის წესები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
მეტად აქტუალური და საჭირბოროტო თემაა მით უმეტეს იმისა რომ საქართველოში იარაღთან მოპყრობის ( უსაფრთხოების ამბავში) წესები ვერ დგას სათანადო დონეზე საუბარი მაქვს სამოქალაქო სანადირო იარაღზე ეს ვიდეოები და წესები კიდევ ერთი მინიშნება მინდა გახდეს იმისა რომ იარაღი სათამაშო არაა მასთან სიფრთხილით და გააზრებით მოპყრბაა საჭირო იმისთვის რომ საკუთარი თავი ან მეგობარი არ დააზიანო და უბედუირება აიცილო თავიდან
http://www.youtube.com/watch?v=Et33bbA0GeM...feature=related |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
წესები კარგად გადავიკითხე (ამ ფორუმში მოყვანილი) კრიტიკას არ დავიწყებ უბრალოდ ავღნიშნავ, რომ გლუვლულიანი თოფის უსაფრთხო მოპყრობა ერთია და ზოგადი უსაფრთხოების წესები სხვა, ისევე როგორც მონადირის ეთიკეტიც განსხვავებული რამეა.
გარდა ამისა თუ ვინმე თავის თავზე იღებს წესების ინტერპრეტაციას, რომელზეც სხვისი სიცოცხლე და ჯანმრთველობა შეიძლება იყოს დამოკიდებულია, ჯობია ეს ყურადღებით და დაკვირვებით გააკეთოს. ამას იმიტომ ვიძახი, რომ მაგალითად ლულაში ვაზნები არ იდება. სასხლეტის დახმარებით არასდროს არ მოწმდება იარაღი დატენილია თუ არა, რუსულ რულეტს თუ არ თამაშობთ ![]() ციტატა არ მიაყრდნოთ იარაღი მანქანას, ხეს ან სხვა საგანს. რატომ არა? ხე გაცოხლდება და გაიქცევა თქვენი იარაღით? ან მაგალითად ეს: ციტატა არ ენდოთ დამცველ ღილაკს. ისევე როგორც ნებისმიერი მექანიზმი, დამცველიც შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს და უკონტროლო გასროლა მოხდეს. მცველი მარტო ღილაკის ფორმით არ არსებობს ან ეს: ციტატა ბარიერზე გადასვლისას ჯერ გადახსნილი იარაღი გადადეთ(მიწაზე) და მერე თქვენ გადადით. ყველა ვხვდებით რომ ეს წესი უმეტეს შემთხვევაში ვერ შესრულდება ან ეს: ციტატა 11)იარაღის საუკეთესო მცველი ( პრედახრანიტელი) მისი მეპატრონეა რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის იარაღთან მოპყრობის წესები. შავი ქორის დესანტი კარგი ფილმია მაგრამ ბოევიკიდან რეალურ ცხოვვრებაში გამოცდილების გადმოტანა უკვე მეტის მეტია. ![]() მგონი აქცენტუ უნდა გაკეთდეს ზოგადაგ ყველასთვის საერთო წესებზე (ადვილად ინახება ინტერნეტში) ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაიწეროს სხვა შენიშვნები სპეციფიკიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ყველგან და ყოველთვის 5 -10 წამი დაცდა და დეფექტური ვაზნის მერე ამოგდება არ არის შესაძლებელი და არც ასურველი არის. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 17:59 |