Jagdgebrauchshundverein - მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Jagdgebrauchshundverein - მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია, გერმანული საველე გამოცდები, მათი მიზანი, წესები და იერარქია
dato 85
პოსტი Mar 25 2012, 02:03
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ამ თემაში ვისაუბროთ გერმანული ძაღლების (რომელთაც ხშირად კონტინენტალურსაც უწოდებენ ზოგადად, მაგრამ ეს სახელი ძაან ზოგადია და კონტინენტალური მეძებრების 30 ჯიშს აერთიანებს) საველე გამოცდებზე და მათ მოშენების და სელექციის სისტემაზე.

ეს სისტემა გამოირჩევა საოცარი კომპლექსურობით, რომლის მიზანია მრავალ პროფილიანი სანადირო ძაღლების სელექცია და მათი პოპულარიზაცია. თავისთავდ ეს სისტემა, რომელიც გამოირჩევა საოცარი ორგანიზებულობით, ურთულესი იერარქიით და გადარჩევის უმკაცრესი წესებით წარმოადგენს გერმანული კონოლოგის სახეს, და ზოგადად მსოფლიო კინოლოგიიში გამორჩეულ მოვლენას.

ამ თემის გახსნა გადავწყვიტე ორი მიზეზის გამო. პირველი; მეზობელ თემაში სადაც ბრიტანული ძაღლების საველე წესები და ზოგადად დასავლურ ევროპული ძაღლების სანადირო თვისებები და მათი საველე გამოცდები განიხილება, პატივცემულმა საზოგადოებამ გამოხტა სკეპტიციზმი, და ერთგვარი ირონიაც ძაღლების ნადირობის მანერის გამო. მრავალმა ბრძანა რომ ისენი არ ნადირობენ, უბრალოდ დარბიან და მხოლოდ შოუს ძაღლები არიან. ამ აზრს რა თქმაუნდა არ ვეთანხმები არნაირად, მივიჩნივ რომ ის ძაღლები სუფთა სანადირო ძაღლებია რომელთათვისაც ასევე ესთეტიკური ნიშნათვისებებიც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც მაგარლითად ძაღლის გამძლეობა.

მეორე მიზეზია, ჩემი დიდი სიყვარული და პატავისცემა გერმანული ძაღლების მიმართ, და ზოგადად გერმანული სელექციისა. თუმცა მივიჩნევ რომ თავგადაკლული პოინტერისტი ვარ, (ევროპული მოშენების რაღა თქმაუნდა) ასევე დიდი პატივს ვცემ კურცჰაარს, რომელიც მყოლია და იმედია კიდევ ვიყოლიებ. (მით უმეტეს თუ აქ მომიწია ცხოვრებამ და მოღვაწეობამ, სადაც ეხლა ვიმყოფები)


ასევე დარწმუნებული ვარ, ამ ფორუმზე პოსტავს ხალხის რომელთაც ყავთ და უყვართ გერმანული მეძებრები. და საერთოდაც, ვფიქრობ რომ ყველა მონადირეს რომლესაც ოდნაავ მაინც აინტერებს ძაღლი მისთვის სანიტერესო იქნება.

ასევე მაინტერესბს იმ ხალხის აზრი ვინც სკეპტკურად უყურებს FCI-ის საველე გამოცდებს. (თუმცა ეს გერმანული გამოცდებით ამავე ორგანიზაციის ეგიდით ტარდება, მაგრამ ამაზე ქვემოთ)


არის კიდე ერთი ფაქტორიც, რომელიც ძალიან უსამრთლოდ მიმაჩნია მე, საქართველოში და რუსეთში გერმანულ ძაღლებს განხილავდენ ერთგავრ B კლასის ძაღლებად. რაც საერთდ არ შეფერება სიმართლეს, უფრო მეტიც აბსოლიტურად საპირისპიროა გაბატონებული აზრის. ეს ძაღლები და განსაკუთრებით კურცჰაარი და დრათჰაარი წარმოადგენენ ერთ ერთ უსერიოზულს თანაშემწეს და ალბათ ყველაზე გავცელებულ სანადირო ძაღლებასც.

სსრ-ში მათ ადარებდენ ინგლისური ძაღლებს სისწრაფეში და არასდროს მხედველობაში არ იღებდენ მათ გომრჩეულ თვისებებს; ინტელექტს, (ცნობისთვის კურცჰაარი 17 ადგილზეა ჭკვიან ძაღლების სიაში, ხოლო ინგლისური სეტერი მგონი 34 ) ამტანობას, ადვილად წვრთნადობას და მრავალ პროფილიანობას.
--------

ჩემს ხელთ არსებული მასალები არის 99% ინგლისურ ენოვანი, რადგან სამწუხაროდ გერმანულს ვერ ვფლობ და ვიყენებ ინგლისურ ლიტერატურას. ინგლისური ლეიტარატურა კი ამ თემაზე ცოტა არ იყოს მწირია, რის გამოც მიწევს სხვადსხვა მასალების შეგროვება და გადათარგმნა. გერმანული რო მცოდნოდა უფრო მალე მოვახერხებდი ამას, მაგრამ სამწიხაროდ არ ვიცი.

ასევე ჩემი მასალები ამ თემაზე და წესებზე, ძირითად კუცრჰაარის (და ნაწილბრივ დრათჰაარის) თემებიდან და საიტებიდან არის, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ რომ, ეს წესები და მიდგომები 98% აბსოლიტურად ერთნაირია ყველა გერმანული ჯიშითვის და მხოლოდ სიმბოლური სახელებით ნიშნებით თუ განსხავდება.

ასევე, ძაან დამავალებტ თუ ვინემს მოგეპოვებათ რუსული მსალები ამ თემაზე, რამდენდაც ვიცი რუსეთშიც და უკრაინაშიც აკტიურად ინერგება ეს წესები და რამოდენი კლუბი წევრიცკი არის ამ ორგანიზაციის.

რადგან მასალა არის დიდი და მე სამწუხაროდ დროში ძაან შეზღუდული ვარ, მომიწევს ნაწილ ნაწილ დადება, იმ ყველა პუნქტისა თუ ასპექტისა რაც ახასიათებს და ეხება ამ წესებს.
იმედია არ მიწყენთ.

----------------

დავიწყოთ მცირეოდენი ისტორიული ექსკურსიით, სულ ერთი აბზაცი.

ეს ორნაზაცია სახელად, Jagdgebrauchshundverein, შემოკლებით JGHV (მრავალ პროფილიან სანადირო ძაღების ასოციცია) დაარსდა 1899 წელს, გერმანიაში (ზოგადად გერმანულ ენოვავანი ერებისთვის). მისი მიზანი იყო და არის, შეექმნა ისეთი მეთოდები რომელიც მკაცრად გაუწევდა ორგანიზებას გერმანულ სანადირო (ამ შემთხვევაში მეძებრის) ძაღლების სეველე გამოცდებს, გამოფენას, სელექციას და რაც მტავარია მეძებრით ნადირობას.
ამოსვალი წერტილი იყო და არის ნადირობის და სელექცის ერთამენთის დაკავშირება და როგორც ერთი, მტლიანი ორგანიზმის განხილვა.


იერარქია

ორგანიზაცია მდებარეობს ქალაქ ბონში, გერმანიაში

"მარვალ პოფილინია სანადირო ძაღლების ასოციცია" არის FCI-ის სრულფასოვანი წევრი, შესბამისად მის რეგისტრაციაში არსებულ ძაღლებს, ყველას FCI-ის საგვარეულო აქვს, თუმცა სხვა მოშენების გერმანულ ჯიშებს რომელთაც არ გაუვლიათ გერმანული მოშენების სისტემა, JGHV არცნობს და მათი შთამოვალობა არ შეყავს საჯიშე წიგნში, რომელსაც ის მეცხრამეტე საუკუნიდან აწარმოებს.

ეს ასოციცია (JGHV) შედეგბა სხვდასხვა ჯიშების სათავო კლუბებისგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ წესებით და მიდგომებით. JGHV უწევს ორგანიზებას ყველას საველეს, გამოფენას, შეჯიბრს, თუ სხდომას. გასცემს სერთფიკატებს, დიპლომებს, წარმოებს საგავრეულო ნუსხებს, ამზადებს ექსპერტებს, უწევს რეკომნადციას ყველა მის კლუბს, ადგენს ან აუქმებს წესებს.
მოკლედ პატარა სახლემწიფოა.

ეს მათი მთვარი საიტია

http://www.jghv.de/

ეს ორგნიზაცია ცნობს შემდეგ ჯიშებს, რომლების მტავარი კლუბები როგოც ზემოთ ავღნიშნე მისი ეგიდით და ზედა მხდეველობით ხელმძღვანელობენ.

მრავალ პროფილიან ძაღლების ჯგუფში შედიან:

გერმანული ჯიშები:

კურცჰაარი
დრათჰაარი
პუდელპოინტერი
ლანგჰაარი
შტილჰაარი
ვეიმარული
მიუსტერლენდერი (დიდი და პატარა)

უნაბულო ძაღლები

ვაჰტერჰუნდი (გერმანული სპნიელი)- ეს ჯიში მგონი ნაბულს აკეთებს, თუმცა თავს ვერ დავდებ. არ ვიცნონ უბრალოდ.
იაგდტერიერი

არა გერმანული:

ვიჟლა
ეპონიოლი

თუმცა ამათი სეველე წესები რამდენდმა განსახვავდება გერმანული ჯიშებისგან. მათ ისტორიულად ცოტა სხვა მოთხოვნებს უყენებდენ ვიდრე გერმანულ ძაღლებს.


ორგანიზაციის მიზანი

სხვდასხვა ჯიშების კლუბების გაერთიანება რომელებიც უზრუნველყოფენ მრავალ პროფილიანი მეძბრის სელექციას გერმანული წესებით, რაც სპორტული და შედეგიანი ნადირობისთვის ამოსავალი წერტილია.
ორაგინიზაციის ამოსვალი კოცეფციაა: ყველაფერი ნადირობისთვი. შესაბამისად ყველა საველე გამოცდა, შეჯიბრი თუ გამოფენა ემსახურება ნადირობას და შესბამისად სელექციას.

პოპულარიაზაცია გერმანულ მარავლ პროფილიანი ძაღლების

სგვარეულო წიგნების და არიქვების წარმოება

მსაჯების მომზადება

საჯარო იმიჯის შექმნა მრავალ პროფილიან ძაღლებზე

ბუნების დაცვა და პატივისცემა

სანადირო კინოლოგიის განვითარება (გერმანული წესებით)

ყველანაირი თავშეყრის/სხდომის/საველეის/შეჯიბრის/გამოფენის ორგანიზება მსოლიოს სხვდასხვა ქვეყნებში. (მხოლოდ მის ფილიალებში)




ასევე ამ ორგანიზაციას გაწერილი აქვს, ყველა დეტალი ყველაფერზე. დაწყებული სავალე წესებიდან დამტავრებული ბუნების დაცვით.


ეს მიზანი მიღწევა სელექციის უმკაცრესი მეთოდებით, რაც აუცილებელია მარავლ პროფილიანი მეძებრების გამოსყვანდ.
სისტემა მოითხოვს ძაღლებისგან მყარ ფსიქიკას, ამტანობას და მაღალ სანადირო თვისებებს რომელიც განიხელბა კომპლექსურად და არა ცალცალკე

ნებსმიერი ძაღლი ვალდებულია ქონდეს ჩაბარებული ყველა ის გამოცდა რაც აუცილებელია პრაქტიკულ ნადირობაში. სხვა შემთხვევაში მას არ მისცმენე გამრავლების უფლებას. ამ გამცდების ჩაბარება კი ყველას არ შუძლია ამიტომ მხოლოდ საუკეთესო ძაღლებს ენიჭება ეს პრიორიტეტი.

აუციელებელია ძაღლის მარავლ პროფილიანი გამოცდა და მისი თვისებების დემონსტრაცია. მაგრამ მიუხდევად ყველაფრისა ეს ძაღლები არის ფრინველის, ნაბულის მოქონე ძაღლები, შასაბმისად ძირითად აქცენტი კეთდება ამ კუთხით.

ეს წესები საერთოა თითქმის ყველა გერმანული მეძებრისთვის და თითქმის არ განირჩევა ერთმნეთისგან.

არა სანქცირებულ დართვებზე სგვარაულო არ გაიცემა, ასევე იმ ლეკვებზე რომელის თუნდაც ერთ მშობელს არ აქვს ჩაბარებული გმარველების ტესტი.

მიუხედავად ასეთი ორგანიზებისა, სისტემა აგებულია თვით კონკურენციაზე, ამიტომ გინდა თუ არ გინდა საუკეთესო თუ არა კარგი ძაღლი უნდა გყავდეს რათა სხვა ძაღლებს გაუწიო კონკურენცია. სხვა შემთხვევაში ლკვებს ვერ გაყიდის პტრონი. შესბამისად ამ სისტემის ერთი უდესი პლიუსი არის ის რომ მსურველს ვისაც ლეკვის შეძენა უნდა, მას გარანტირებულია აქვს რომ, მისი ლეკვის წინაპრები მინმუმ 7-8 თაობაში გამორჩეული ძაღლები თუ არა ბრწყინვალე სანადირო ძაღლები იყვნენ და ჩაბარებული ქონდათ ურთულესი საველე გამოცდები და თანაც დიდი ქულებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
dato 85
პოსტი Mar 25 2012, 22:04
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




გაგრძელება (VJP)

ყნოსვა (Nase)

ყნოსვის შეფსაება და განსჯა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს და ამავე დროს ყველაზე რთულ ელემტნს საველეზე. მთლიანობაში, ყნოსვის ხარისხი განისაზღვრება არაპირდაპირ, ახლო და გულისყურით გაანალიზებით ყველა იმ მარავლდ გამოვლენილი ნიშნებისა. შესბამისად მსაჯს მოეთხოვება დიდი გამცდილების ქონა და ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება როგორც არის, ნიავის სიძლიერე ან მცენარეული საფარი ან სულაც გრუნტი. კარგი ყნოსვის ძაღლემა უნდა გამოხატოს ყნოსვაზე აგებული მუშაობა, "მიენდოს" და გამოიყენოს ნიავი, უსწრაფესად აღნიშნოს ნაჯდომი და ასევე უსწრაფესად გადავიდეს ძებნაზე, მოიპოვოს და მოძებნოს რაც შეიძლება სწრაფად, იყნოსოს შორიდან და ამავე დროს დარჩეს კონტაქტში მორბენლა მფინველთან და შეძლოს მისი წამოფრენა. კარგი ყნოსვის ნიშანია თავის უფრო მეტად ჰორიზონტალურად ჭერა ვიდრე ვერტიკალურად, მაგრამ არ ზუგის ხაზზე გათანაბრებული.

შენიშვნა: ძაღლი რომელიც მხოლოდ ძირს ეძებს ის იხსნება გამცდიდან. ძაღლი რომელიც ხშირად ჩერდება ნაკვალევზე და ცდილობს ფრინველის კვალზე დამუშავებას აკლდება ქულები.


ძებნა (Suche)

ძებნა უნდა იყოს, კმვეთრი, ცოცხალი, თავისუფალი, სწრაფი, ფართე და ამასთან მეთოდური, ჰარამონიული და გამძლე (ხანგრძლივი) მაგრამ არასდროს აღგზნებული, მოუწესრიგებელი, არათანაბარი და არა კონცენტრირებული. დაუშვებელია ძბენის დროს თვალების გამოყენება. ძებნის მანერა განისაზღვება ყნოვის გამოყენებით და აზარტულობით (სურვილი). ძებნა რომელიც შესბამამება ლანდშპატს და ქარის მიმართულებას ფასდება მაღლი ქულით. ნიავის სწორად გამოყენება ისეთივე მნიშვნეოლავნია როგორც, სისწრაფე (ლანფაშპტის შებამისად) და ერთ ტემპში ძებნა - ძებნა რომელიც მაქსიმალურად ითვისებს სავარგულს. (ლანდაშპტის და გრუნტის გათვალისიწნებით). ძებნის სტილი და მანერა იძლევა მნიშვნელოვან ინფომრაციას ძაღლის ტემპერამტსა და შინაგან ბალანსზე.

შენიშვნა: არა თანაბარი, ნელი ან მუდმივი ჩორთი ძებნის დროს ძაღლი მაღლ შეფასებას ვერ მიიღებს.


ნაბული (Vorsthen)

ძაღლმა ნაბული უნდა გააკეთოს უმოძრაო ფინველზე. მხოლოდ პოზიტიური ნაბული ჩაითვლება ნაბულად. კარგი ნაბულის ნიშნებია, პირდაპირ და უცბად დადგომა ნაბულზე ან მოძრავი ფრინველის გაყოლა ყნოსვით, რაც აუცლებლად მყარი ნაბულით უნდა დასრულდეს. ნაბული უნდა იყოს მყარი და გამოხატული. იმ შემთხვევაში თუ განმეორებით ნაბული აღმოჩდა ფრინველის გარეშე, ნიშნავს ცრუ ნაბულს. იმ შმეთხვევაში თუ ძაღლმა ნაბული გაუკეთა კურდღელს ან სხვა ნადირს ფასდება შესბამისი ქულებით, როგორც ცალკე ელემენტი.

თანამშრომლობა (Fuhrigkeit)

თანამშროლმობა ფასდება ძაღლის კონტაკტურობით, აზარტულობით და ინციტივით, იყოს "წამყვანის სამხაურში". ძაღლმა უნდა გამოხატოს სურვილი (ჟინიანად) და მზადყოფნა წამყვნათან მუშაობიში და კორდინირებაში.

---------------------

აზარტი

ფასდება ძაღლის აზარტი, ნადირობის სურვილი, ჟინი და ენთუზიაზმი ნადირობის დროს. ძაღლმა უნდა გამოვლინოს ინიციატივა და სურვილი ყველა მასზე დაკისრებულ მოვალეობაში.

მორჩილება

მორჩილება განსახავდება თანამშროლობისგან იმითი რომ , ინციტივა მოდის წამყვანისგან. ძაღლი უნდა ემორჩილებოდეს პატრონს უსიტყვოდ, ნებისმიერ მანძილზე და ამას უნდა აკეთებდეს აზარტულად, გამოხატავდეს სიტყვიერი თუ ჟესტიკულაციის ბრძანებებისადმი მორჩილების სურვილს.

ორივე ელემენტი მოითხოვს დიდ დაკვირვებას, კონკტრეტული სიტუაციის ანალიზს და გათვალისწინებას.

მადისკვალიფიცირებელი ელემნტები და თოფისადმი გამძლეობა.

1) ძებნისადმი თავის არიდება.

2) განმეორებითი ნაბულის დროს, ცრუ ნაბულის ჩვენება.

3) ფრინველსი გამოტოვება, ან წამოფრენა ნაბულის გარეშე, რაც გამოწვეულია ცუდი ყნოსვის გამო.

4) გრძელი და ხანგრძლივი კურდღლის კვალის დევნის დროს ძაღლის მიერ მუშაობის თავის არიდება. (იმ შემთხვევაში თუ ნახა კურდღელი მინდორში)

5) ფრინველის "გადაწყდომა" დამუშავების გარეშე (ნაბულით აღნიშვნის გარეშე)

თოფზე რეაქცის შემომწება. იმ შემთხვევაში თუ ძაღლმა გამოაჟღავნა თოფის ხმაზე მგრძნობიარობა ან შეაჩერა ძებნა (დამფთხალმა) სუსრველია მეორეჯერ შემოწმდეს ძაღლი. იმ შემთხვევში თუ ძაღლი ავლენს თოფის შიშს მაშინ მსაჯები უნდა მოიქცენ ისე როგორც ეს გაწერილია წესების და რეგულაციის ძირიტად დებულებაში. (ანუ სამუდაომდ ხსნიან ძაღლს)

კურდღელზე მუშაობა

იმ შემთხვევაში თუ სავარგულში ამღმოჩდა მელა ან კურდღელი, და ძააღლმა კარგად დამუშვა კვალი, მაშინ ეს მუშაობა ფიქსირდება დოკუმეტში და იწერბა ვარსკვლავი * თუმცა მას გადამყწვეტი მშნივნელობა არ აქვს ამ გამოცდაში.
იმ შემთხვევაში თუ ძაღლმა რომელიმე ელემნტში გამოვლინა გამორჩეული თვისებები იწერება * და SG

პატრონს არ შეუძლია დამატებითი მუშაობა მოითხოვოს კურდღელზე.

ეთად ერთი კრიტერიუმი რომელიც უნდა აღინიშნოს და შეფასდეს ამ ტესტზე არის ძაღლის თვისება და სურვილი კურდღლის/მელლის კვალზე მუშაობის. თუ ძაღლი ავლენს ყეფის თვისებას ეს აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს დოკუმენტში.


შეფასების სისტემა

შეფსასების სისტემა არის 5 ბალიანი.

გაიცემა I,II და III ხარიხის დიპლომები. იმისთვის რომ ძაღლმა აიღოს პირველი ხარიხს დიპლომი მინუმ 4 ქულა უნდა მიიღოს ყველა კატეგორიაში. (თანამრომლობაში დასაშვებია 3 ქულა, კონკრეტული შემთხვევბის გათვალსიწინებით)

5 ქულა - ნიშნავს "გამორჩეული"
4 ქულა - ნიშნავს "ძლიან კარგს"
3 ქულა - ნიშნავს "კარგს"
2 ქულა - ნიშნავს "ცუდს"

ლეკვებისთვის კატეგორიაში გადაყვანა ამ გამოცდაზე არ ხდება.

ლეკვი რომელიც ადრეულ ასკაში ჩააბარებს ამ ტესტს მიიღებს ინცილას J. ხოლო თუ 1 ხარიხი აიღო მაშინ J*. (რაც მიუთითებს ლეკვის მაღალი სანადირო თვისებების ქონას და მის მშობლობს როგორც კარგი მწამოებელ ძაღლებს)


შენიშნვნა: ნაბულის დროს ძაღლს შეუძლია დაწვეს (?!)


აი ეს არის სულ ეს ტესტი, რაც ითვლება ლეკვების და მათი თვისებების გამოვლენის პირველი ეტაპად.

-----------------------------

თუ დააკვირდებით ყველა ელემენტი ფასდება ზოგადად, ყოველგვარი ქვე ელემნეტბის გარეშე და არც ერთი ელემენტი ერთამეთზე არ დომინირებს. არ არსებობს ყნოსვის სიშორის, ან სიზუსტის ცალკე შეფასების კრიტერიუმი, ან სულაც სტილის და ძებნის. ყველაფერი განიხილება კომპლექსში. ლეკვისგან მოიტხოვენ რაც შეძლება მეტად განვითარებულ და გამოხატულ სანადირო თვისებებს, ამასთან გამძლეობას, ჟინს, სისწრაფეს, მორჩილებას და მყარს ფსიქიკას.

მომდევნო გამოცდები ასაკისდა მიხდევით რთულდება. რთულდება ყველა ელემენტი და მათი შეფასების კრიტერიუმიც.


AZP ტესტის განხილვას შემდეგ შემოგთავზაბეთ მანამდე ამათზე ვიმსჯელოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2025 - 07:05