აპორტირება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
აპორტირება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა იმის გამო, რამ ამ საკითხს ჩვენ ძირეულად არ შევხებივართ და ასევე აღნიშნული თემა თუ არ ვცდები არ არსებობს, რაც მემგონი გამოსაწორებელია. დარწმუნებული ვარ, რამ ბევრს განუცდია ის სასიამოვნო გრძნობა , როდესაც კაკაბზე ნადირობის დროს თქვენ ძაღლს ღრმა ხევიდან ამოუტანია ნანადირევი სანამ თქვენ ვაზნებს ცვლიდით ან თუნდაც ჩამომჯდარხართ დასასვენებლად და ასევე მინახია ბევრი მონადირე, რომელსაც თავად უწევდა იმ ხევში ჩასვლა და ნანადირევის ამოტანა. აღარ ვეხები ნადირობას იხვზე, სადაც აპორტირებას მთავარი როლი უკავია. მემგონი დამეთანხმებით რომ აპორტირებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ძაღლით ნადირობაში. შარშან ჩატარდა შეჯიბრი მოტანაში რაც ძალიან მისასალმებელია, სადაც გიორგი ესიავას ძუ კურცჰაარმა დებრამ გაიმარჯვა. მე პირადად მყავდა კურცჰაარი რომელიც კარგად აკეთებდა აპორტს, მაგრამ როდესაც ავიყვანე ინგლისური სეტერი ძალაუნებურად შევეხე ამ პრობლემას. პირველივე წელს ჩემს სეტერს მოქონდა ფრინველი მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს წელს 10 მწყერიდან მომიტანა 2 ან 3 ფრინველი რაც დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეწვრთნა ძაღლი ობერლენდერის მეთოდით, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა.
აღნიშნული მეთოდი არის იძულებითი მეთოდი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ძაღლს არ უჩნდება არდამორჩილების სურვილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპაში ძაღლებს აპორტირებას ძირითადად ამ მეთოდით ასწავლიან და ასევე ევროპაში ტარდება შეჯიბრებები სადაც აპორტირების გარეშე ძაღლს მაღალ შეფასებას არ მიანიჭებენ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობერლენდერის მეთოდით უნდა ასწავლო მოტანა მაშინ არასდროს არ გააფუჭებს ფრინველს და ყოველთვის მოიტანს, უბრალოდ ცოტა რთული და შრომატევადი პროცესია სამაგიეროდ უტყუარი. ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,073 რეგისტრ.: 3-November 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ხაშური ![]() |
Giorgi_M
ციტატა ობერლენდერის მეთოდით უნდა ასწავლო მოტანა მაშინ არასდროს არ გააფუჭებს ფრინველს და ყოველთვის მოიტანს დამაინტერესა ამ მეთოდმა და იქნებ ჩვენც გვასწავლო? ნუკრიMax მაგარი ტიპია ღმერთმა თითით საჩვენებელი გაგიზარდოს! |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
Giorgi_M დამაინტერესა ამ მეთოდმა და იქნებ ჩვენც გვასწავლო? ნუკრიMax მაგარი ტიპია ღმერთმა თითით საჩვენებელი გაგიზარდოს! სწავლით მე ვერ გასწავლი იმის გამო რომ მეც პირველად ვცდილობ ამ მეთოდით ძაღლის წვრთნას. ზემოთ აღნიშნული ვიდეო არის მხოლოდ მესამე ნაწილი. სამივე ნაწილს რომ უყურო გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება, მაგრამ ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის ობერლენდერი უნდა გადაიკითხო არა ერთხელ და დაუკვირდე ყველა წვრილმანს. http://www.hunter.ru/dogs/oberlender/index.htm შეგიძლია გადაიკითხო. ერთს ვიტყვი მხოლოდ ამ მეთოდით გაწვრთნილ ინგლისურ მეძებრებს წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 11:12 |