აპორტირება |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
აპორტირება |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა იმის გამო, რამ ამ საკითხს ჩვენ ძირეულად არ შევხებივართ და ასევე აღნიშნული თემა თუ არ ვცდები არ არსებობს, რაც მემგონი გამოსაწორებელია. დარწმუნებული ვარ, რამ ბევრს განუცდია ის სასიამოვნო გრძნობა , როდესაც კაკაბზე ნადირობის დროს თქვენ ძაღლს ღრმა ხევიდან ამოუტანია ნანადირევი სანამ თქვენ ვაზნებს ცვლიდით ან თუნდაც ჩამომჯდარხართ დასასვენებლად და ასევე მინახია ბევრი მონადირე, რომელსაც თავად უწევდა იმ ხევში ჩასვლა და ნანადირევის ამოტანა. აღარ ვეხები ნადირობას იხვზე, სადაც აპორტირებას მთავარი როლი უკავია. მემგონი დამეთანხმებით რომ აპორტირებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ძაღლით ნადირობაში. შარშან ჩატარდა შეჯიბრი მოტანაში რაც ძალიან მისასალმებელია, სადაც გიორგი ესიავას ძუ კურცჰაარმა დებრამ გაიმარჯვა. მე პირადად მყავდა კურცჰაარი რომელიც კარგად აკეთებდა აპორტს, მაგრამ როდესაც ავიყვანე ინგლისური სეტერი ძალაუნებურად შევეხე ამ პრობლემას. პირველივე წელს ჩემს სეტერს მოქონდა ფრინველი მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს წელს 10 მწყერიდან მომიტანა 2 ან 3 ფრინველი რაც დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო. ამის შემდეგ გადავწყვიტე გამეწვრთნა ძაღლი ობერლენდერის მეთოდით, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა.
აღნიშნული მეთოდი არის იძულებითი მეთოდი, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ძაღლს არ უჩნდება არდამორჩილების სურვილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროპაში ძაღლებს აპორტირებას ძირითადად ამ მეთოდით ასწავლიან და ასევე ევროპაში ტარდება შეჯიბრებები სადაც აპორტირების გარეშე ძაღლს მაღალ შეფასებას არ მიანიჭებენ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ობერლენდერის მეთოდით უნდა ასწავლო მოტანა მაშინ არასდროს არ გააფუჭებს ფრინველს და ყოველთვის მოიტანს, უბრალოდ ცოტა რთული და შრომატევადი პროცესია სამაგიეროდ უტყუარი. ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
წვრთნის ბოლოს ყვავის მოტანაც კი შეუძლიათ რაც ნებისმიერი ძაღლისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს? ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ") |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 236 რეგისტრ.: 28-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
სირთულეში რას გულისხმობთ, ფრინველის სიდიდეს? ისე რაც ვიდეოში დავაკვირდი, ძაღლი, ბრძანებას: "აპორტ" არ ელოდება ისე გარბის მოსატანად (როგორც კი დაინახავს შემოსულ პატრონს, უკვე წამომდგარია და სირბილის დროს ასწრებს პატორნი მიაძახოს "აპორტ") სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ყვავს აქვს საშინელი სუნი რომელსაც ძაღლი ვერ იტანს და უმრავლესობა ძაღლების ყვავის აპორტს არ აკეთებს. ყვავს კი არა უმრავლესობა ინგლისური მეძებრების იხვს არ კიდებს პირს და სხვა ფრინველსაც. რაც შეეხება არ დალოდებას ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, მაგ ძაღლმა კონკრეტულად იმ მომენტში დაიწყო ყვავის მოტანა და პატრონი მას ამ პატარა შეცდომას ჯერჯერობით პატიობს. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2025 - 21:37 |