კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გადაცემა "საფარი" ალბათ ბევრი მონადირისთვის ნაცნობია, რომელიც გადის საზოგადოებრივ სამაუწყებლო ტელევიზიაში (პირველ არხზე)
კლუბი "ოჩოპინტრეს" თანაავტორობით, ორშაბათს გავიდა პირველი გადაცემა რუბრიკით "მონადირე ძაღლები", კარგი იქნება, თუ მოვისმენთ მონადირეების, მეთევზეების, ან უბრალო თანამოქალაქეების აზრს, კომენტარებს, გადაცემის ფორმატთან და სხვა წვრილმანთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი გამოვიდეს შემდგომი გადაცემები. რაც მთავარია იყოს ხალხისთვის სასიამოვნო და შემეცნებითი, რაც გადაცემის რეიტინგზეც აისახება. ვინც ვერ ხედავს, იუთუბზე ატვირთული ნახეთ პირველი ნაწილი მეორე ნაწილი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ძალიან კარგი გადაცემაა, თემატიკაც ძალიან მომეწონა, მაგრამ კარგი იქნებოდა წამყვანი ცოტა მომზადებული იყოს. არ ვიცი თემატიკასთან ჯდება თუ რა ხდება, მაგრამ მსგავსი მეტყველება წამყვანს არ ეკადრება, პიროვნეულ შეურაწყოფად ნუ ჩამითვლის ნურავინ, მაგრამ გადაცემას უბრალო გლეხი მონადირის გარდა, ინტელიგენციაც უყურებს და პახმელიაზე მყოფი, გატანჯული ადამიანის ტონით წაყვანილი გადაცემის მოსმენა, ცოტა არასასიამოვნოა და გადაცემასაც პრესტიჟს უკარგავს... ბოდიში ადმინისტრაციასთან, მაგრამ ჩემი აღშფოთება ვეღარ დავმალე
თქვენდამი დიდი პატივისცემით გიორგი დარასელი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st August 2025 - 10:19 |