კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
Mar 28 2012, 08:20
პოსტი
#1
|
|
ადმინი გიყურებს შენ! ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გადაცემა "საფარი" ალბათ ბევრი მონადირისთვის ნაცნობია, რომელიც გადის საზოგადოებრივ სამაუწყებლო ტელევიზიაში (პირველ არხზე)
კლუბი "ოჩოპინტრეს" თანაავტორობით, ორშაბათს გავიდა პირველი გადაცემა რუბრიკით "მონადირე ძაღლები", კარგი იქნება, თუ მოვისმენთ მონადირეების, მეთევზეების, ან უბრალო თანამოქალაქეების აზრს, კომენტარებს, გადაცემის ფორმატთან და სხვა წვრილმანთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი გამოვიდეს შემდგომი გადაცემები. რაც მთავარია იყოს ხალხისთვის სასიამოვნო და შემეცნებითი, რაც გადაცემის რეიტინგზეც აისახება. ვინც ვერ ხედავს, იუთუბზე ატვირთული ნახეთ პირველი ნაწილი მეორე ნაწილი |
|
|
Mar 31 2012, 08:19
პოსტი
#2
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1 რეგისტრ.: 14-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
მომწონს გადაცემა, უფრო სასიამოვნო იყო როცა თქვენი კლუბის სახელიც გაჟღერდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ლოგოს ქვეშ რომ საიტის მისამართი ეწეროს უკეთესია, უფრო გაიგებს ხალხი
ნუ მართალია ხალხი არ გაკლიათ, მაგრამ ბევრმა არ იცის კიდევ, დიდი ხანია თვალს ვადევნებ თქვენს ფორუმს და ახლა არ შემეძლო არ დამეწერა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ გადაცემაზე უარყოფითის თქმა, ცოტა მკრეხელობა იქნება, იმიტომ რომ ჩვენთან ჩვილი ბავშვის სტადიაშია ეგ სფერო, წამყვანს თუ არ ეწყინება, ალბათ თქვენიანია, მაგრამ ცოტა მომზადებული რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, ზედმეტი "უაზრო" რეპლიკები აქვს (მე მაპატიეთ, ძაან კრიტიკული რომ ვარ, უბრალოდ კარგი მინდა იყოს და იმიტომ) ინტონაცია, მსახიობობა აკლია, დანარჩენში ყველაფერს მშვენივრად ართმევს თავს, თემატიკები კარგად აქვს სერჩეული და საინტერესოა, იარაღებზე ძალიან მომეწონა გადაცემა... გისურვებთ უფრო დახვეწას და განვითარებას კეთილი სურვილებით, თქვენი ერთგული მაყურებელი (სამწუხაროდ არამონადირე) |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 03:40 |