კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბი "ოჩოპინტრე" და გადაცემა "საფარი", განხილვები, შეფასებები, სურვილები და ა.შ. |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
გადაცემა "საფარი" ალბათ ბევრი მონადირისთვის ნაცნობია, რომელიც გადის საზოგადოებრივ სამაუწყებლო ტელევიზიაში (პირველ არხზე)
კლუბი "ოჩოპინტრეს" თანაავტორობით, ორშაბათს გავიდა პირველი გადაცემა რუბრიკით "მონადირე ძაღლები", კარგი იქნება, თუ მოვისმენთ მონადირეების, მეთევზეების, ან უბრალო თანამოქალაქეების აზრს, კომენტარებს, გადაცემის ფორმატთან და სხვა წვრილმანთან დაკავშირებით, რათა მაქსიმალურად კარგი და დახვეწილი გამოვიდეს შემდგომი გადაცემები. რაც მთავარია იყოს ხალხისთვის სასიამოვნო და შემეცნებითი, რაც გადაცემის რეიტინგზეც აისახება. ვინც ვერ ხედავს, იუთუბზე ატვირთული ნახეთ პირველი ნაწილი მეორე ნაწილი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 246 რეგისტრ.: 18-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გემოვნებაზე არ კამათობენო, მაგრამ იქნებ ვინც ახლოს ხართ წამყვანთან მიაწვდინოთ ხმა და სქელშუბლას ჭერის ახალი მეთოდის გაპიარების დროს სწორი ტერმინი იხმაროს: ტექნოპლანქტონი და არა ბიოპლანქტონი (თუ რასაკვირველია გზაკვალს არ უბნევს მზაკვარ ბრაკონიერებს).
ის "ვირტუალური ნადირობა შველზე", რატომ ვირტუალური, როცა დაგეშილი მდევრები მშვენივრად იჭერენ შველს სარეკში და არავინ არის ამისგან დაზღვეული (ძაღლს ხომ არ ეტყვი ვირტუალურ ნადირობას ვაწყობო). გაზაფხულზე ამისთანა "ღონისძიების" მოწყობა კანონის პირდაპირი დარღვევაა და რამოდენიმე მუხლით შეიძლება ჯარიმების გამოწერა ყველა მონაწილეზე. კურდღლის მაგივრად ბოცვერების ჩვენებაც არაეთიკურია, არც ცოცხლების და არც შესაწვავად გამზადებულის, მითუმეტეს კომენტარებით, რომ ეს კურდღელია. გამოდის, რომ მონადირეს ერთმანეთისაგან ვერ გაურჩევია კურდღელი და ბოცვერი ანდა მონადირის მოტყუება აქვს ამ გადაცემას მიზნად. კეთილი სურვილებით; გადაცემების მომზადების დროს ვინმე საქმეში ჩახედული ადამიანების კონსულტაცია აუცილებლად მიმაჩნია. აღრფთოვანება იმითი, რომ როგორც იქნა გვეღირსა და გაჩნდა ჩვენი საყურებელი გადაცემა არ არის საკმარისი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 09:46 |