გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
გლუვლულიანი სანადირო თოფის ბალისტიკა |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას,(საფანტი , ტყვია, საარტილერიო ჭურვი და ა.შ) აქედან გამომდინარე ბალისტიკა იყოფა ორ ნაწილად ლულის შიდა ბალისტიკა და ლულის გარე ბალისტიკა! ხახნილლულიანსა და გლუვლულიან იარაღში ბალისტიკას სხვადახვა მახასიათებელი აქვს ლულის კონსტრუქციიდან გამომდინარე, ასევე სხვედესხვაა გლუვლულიან იარაღშიც კალიბრისა და ლულის შიდა გეომეტრიიდან გამომდინარე. გლუვლულიანი თოფის ბალისტიკური მონაცემების ცოდნა დაგვხმარება თავიდან ავიცილოთ არასრულფასოვანი გასროლები , მაქსიმალურად ეფექტურად დავამზადოთ სანადირო ვაზნები შევარჩიოთ ქარხნულად გატენილი კონტეინერიანი თუ უიმისო ვაზნები ჩვენი თოფისათვის, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს მონადირეზეც და იარაღზეც. ბალისტიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ თუ როგორი დამიზნება სჭირდება ანუ რა წინსწრებაა საჭირო მინაფრენ ფრინველზე სროლისას სხვადასხვა ამინდის და კლიმატის პირობებში. იცით რომ ლულა მთელი სიგრძის მანძილზე ერთი დიამეტრის არაა აქედან გამომდინარე საფანტი ლულაში მოძრაობისას რამდენჯერმე გადაეწყობა ლულის შიდა დიამეტრის ზომაზე ამ დროს დეფორმირდება ზეწოლისა და ლულასთან შეხებისას ასევე ერთმანეთთან მიწოლის გამო და იცვლის ფორმას და წონასაც კი! აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის შიდა არხის ფორმას ზომას სიგლუვეს და საფანტების რაოდენობასაც კი ანუ თუ საფანტი ჭარბადაა ვაზნაში მეტი მასა აქვს და აქედან გამომდინარე ლულაში მოძრაობისას მეტი ძალა ადგება როგორც ლულის კედლებს ისევე თვითეულ საფანტის მარცვალს განსაკუ
თრებით კი კონტეინერის ძირში მოთავსებულ მარცვლებს. ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Rifle
თავს იზღვევს ალბათ ქვეკალიბრულს ცილინდრითაც ისვრი, მაგრამ სიზუსტე თუ არ ექნა აზრი არა აქვს, თუმცა გასინჯვად ღირს, და თუ კონკრეტული თოფის ლულა ცილინდრიდან მისაღები სიზუსტით ისვრის, რა ძალაა სრული ჩოკიდან ისროლო სრული ჩოკი სიზუსტეს "გაწურვის" პრინციპით არ ახდენს ქვეკალიბრულ ტყვიაზე, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა რამე მოუვიდეს, თუმცა რესურსზე რომ იმოქმედებს ლოგიკურია, მაგრამ ტყვიას იმდენად იშვიათად ვისვრით რომ პრაკტიკულად რესურსი მაინც შეუნარჩუნდება ლულას, საკმაოდ დიდხანს ...მართლა საშინელი ინგლისურით წერია ![]() გუგლ-თრანსლეითით თარგმნეს ალბათ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 11:43 |