raging bull (გაცოფებული ხარი) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
raging bull (გაცოფებული ხარი) |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
ძნელი წარმოსადგენია თუ რა საშიშია ხარის გაცოფება, მაგრამ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ბრაზილიელების რევოლვერის ერთმა, მაქსიმუმ ორმა გასროლამ, ეს ხარი შეიძლება სამუდამოდ დააწყნაროს.
ვისაც colt anaconda ან smith and wesson G29 Classic px-ის მოდელი ან სულაც Colt python 357-ის ტიპის რევოლვერი უნახავს და მით უმეტეს უსვრია, ბრაზილიური გაცოფებული ხარის გასროლისას სულ სხვა, უდიდეს შეგრძნებას, ანდა დაზიანებულ ხელს მიიღებს. რევოლვერის ინსტრუქციაში დაუფარავად წერია- გასროლისას წარმოქმნილ უკუდარტყმას შეუძლია სახსრიდან ამოუგდოს ხელი მსროლელს, ხოლო დახურულ ტირში ჯობს გაცოფებული ხარი არ გამოსცადოთ, თორემ თქვენს ყურებს კარგი დღე არ დაადგება, გინდ ყურსაცვამები გეკეთოთ. გაცოფებული ხარის ბარაბანში ხუთი მძლავრი 454 casull-ან 45 long colt-ის ტიპის ვაზნა ექცევა. ამ ტყვიების მოხვედრას შეუძლია წააქციოს დიდი დათვი და კამეჩი, უკეთეს დღეში არც სპილოს ჩააგდებს. ფაქტობრივად ბრაზილიური გაცოფებული ხარი სანადირო რევოლვერის კლასს მიეკუთვნება და მდიდარნი ამა ქვეყნისა ამაზონის ჯუნგლებში ამ იარაღის გარეშე იშვიათად დადიან. ფრთხილად! გასროლისას შეიძლება ხელი მოგტეხოთ! ![]() ![]() ![]() ინფორმაცია აღებულია ჟურნალ არსენალიდან |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
Shooter
ჩემი მოკრძალებული აზრით საკმაოდ ცუდი თავდაცვაა საშიში ნადირისგან. სანადირო რევოლვერები გამოიყენება (საშუალო კალიბრი) მხოლოდ საბჯენიდან სროლისთვის, შორი მანძილი იგულისხმება მაგ. თუ მონადირეს ან ტურისტს ვისაც აქვს ზემძლავრი რევოლვერი, უტევს გააფრთებით დათვი ან რომელიმე მსხვილი ნადირი, მოკლე მანძილზე(10-20 მეტრი) ანუ თავდაცვისთვის 3-5 წამია. მეეჭვება, სახიფათო ადრენალინ მოზღვავებულ გარემოებაში 1 სროლაზე მეტი ვინმემ შეძლოს(მოასწროს) იარაღის არანორმალური უკუცემის გამო. |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,228 რეგისტრ.: 2-October 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: საცხა ![]() |
Shooter ჩემი მოკრძალებული აზრით საკმაოდ ცუდი თავდაცვაა საშიში ნადირისგან. სანადირო რევოლვერები გამოიყენება (საშუალო კალიბრი) მხოლოდ საბჯენიდან სროლისთვის, შორი მანძილი იგულისხმება მაგ. თუ მონადირეს ან ტურისტს ვისაც აქვს ზემძლავრი რევოლვერი, უტევს გააფრთებით დათვი ან რომელიმე მსხვილი ნადირი, მოკლე მანძილზე(10-20 მეტრი) ანუ თავდაცვისთვის 3-5 წამია. მეეჭვება, სახიფათო ადრენალინ მოზღვავებულ გარემოებაში 1 სროლაზე მეტი ვინმემ შეძლოს(მოასწროს) იარაღის არანორმალური უკუცემის გამო. აფრიკაში საშიშ ნადირზე ორ ლულიანი შტუცერებით ზე ძლიერ კალიბრებზე ნადირობენ და არც უკუცემას და არც საცეცხლე ძალის ნაკლებობას უჩივიან. ![]() ძლიერი კალიბრის მოკლელულიანი იარაღის გამოყენებას ოსტატობა და ცოდნა უნდა. ხოლო .44 მაგნუმს არც ისე დიდი უკუცემა აქვს მითუმეტეს სრული ზომის რევოლვერში ნორვეგიული არქტიკული პატრულები 10მმ-ნი გლოკებით არიან შეიარაღებული ზუსტად რომ თეთრი დათვებისგან დაიცვან მაგით თავი ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 00:53 |