პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
სად მიდიხარ თეთრო თამბი?
მთაში მივდივარ სანადიროდ. მთაში ვეფხვია, თეთრო თამბი, ბევრი წასულა, ვერ მოსულა. არ დაიშალა თეთრმა თამბიმ, შიში გულში არ გაიტარა: მკლავი რად მინდა მოუღლელი, მშვილდი რად მინდა მოუხრელი, ხმალი რად მინდა ჯავარდნისა, სავსემთვარობას გაჭედილი... ცისა და მიწის შესაყართან, დღისა და ღამის შესაყართან, მზისა და მთვარის შესაყართან, თამბი და ვეფხვი შეიყარნენ... ...ტორი ჩამოჰკრა ზოლიანმა, ჯაჭვ-აბჯარი ჩამოახია. ტანი რად მინდა მოხატული, თუკი ნახტომი ამიცდება! მაშინ გახელდა თეთრი თამბი, ხმალი დაჰკრა, მძიმედ დადრიკა. ვეფხვის ზმორება სასიკვდილო მდინარეს ჰგავდა ადიდებულს... ფიცხი ყოფილხარ, ზოლიანო, მოყმე ყოფილხარ უშიშარი. მე ართვალი რისთვის მეგონე, მოხატული ტანი გქონია. ეკლიანი რისთვის მეგონე, ატლასივით ბეწვი გქონია. მოუქნელი რისთვის მეგონე, ელვასავით ტორი გქონია, ნეტავი შენ არ მომეკალი, მამაჩემი შემომკვდომოდა. ნეტავი შენ არ მომეკალი, ალალი ძმა შემომკვდომოდა. ნეტავი შენ არ მომეკალი, ღვიძლი შვილი შემომკვდომოდა. ნეტავი შენ არ მომეკალი, ან შენთან ერთად მოვმკვდარიყავ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2025 - 16:19 |