პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ჯიხვო, რამ მაგკლა, რქიანო,
ლამაზო, კლდეთა ჯიშისა, უდროოდ რამ ჩაგიღამა, სველი თვალები, გიშრისა, უდროოდ რამ ჩაგიმუხლა, გრძელი ფეხები ისრისა, უდროოდ რაად დასტოვე პიტალო კლდენი, ფიცრისა, ცისკარზე მქროლმა ნიავმა მუხთლობა ხომ არ იცისა, იქნება შურთხმა დაგათრო, ან ჩანჩქერების კისკისმა. ან იქნებ არწივ გიმუხთლა, ადრე ხომ ხშირად გიძმისა, ბრალია შენი დაკარგვა ძმასავით მძიმედ მიმძიმსა. „არც შურთხმა მამკლა, არც წყალმა, არცარას არწივ მიშლისა, ცრემლით ბოინობს ჩემს თავზე, ნიავი ბალანს მიშლისა. მუხლმაგარმ მამკლა ვაჟკაცმა, ფერი ჰქონიყვა ნისლისა, ხმა შურთხის ზარი მეგონა, მასპინძელია ცისკრისა ფოლადის წრიაპნ გასხმული, ნაპერწკლად ელვას ისვრისა, ვეფხვისა გული ჰქონიყვა, არ მატარები შიშისა არწივის თვალი ჰქონიყვა, ჩოხა ფერ სცმიყვა ქვიშისა, ქუჩისფერტარა „ვინტოვკა“, არ ამცილები ნიშნისა, თოფის ხმა მეხი მეგონა, დავგორდი შვილი სიპ–კლდისა, რქები კლდეთ ჩავაჯახჯუხე, ნაზარდებს სიკვდილ მიგლისა ყველამაც მამკლა, არც რამაც, მამცემ არა ვარ ფიცისა, მე სილამაზემ დამღუპა, დანდობამ ეგრე იცისა“. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 02:09 |