პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI ![]() |
Bonehill
ეს უფრო ასწორებს ![]() მოყმემან პირშიშველამან შიბნ გაიარნა კლდისანი, მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხისანი. შამახვდის კლდისა თავზედა ხორონი ჯიხვებისანი ჯიხვსა თოფ დაჰკრა ბერხენსა ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი. შევარდა ვეფხვის ნაწოლსა დრონ იყვნენ შუაღმისანი, მეორე მხრიდან მოესმა ხმაური რაღაცისანი, ხან ბორგვა ესმის ხან ქშენა, ხანცა ხმაური ტყისანი, ვეფი რომ წამოუფრინდა თვალნი არისხნა ღვთისანი. შეიბნეს ვეფხვი მოყმეი მაშინ დაიძრის მიწანი, კლდეები ჩამაანგრივნეს შტონ დაილეწეს ტყისანი, დრო აღარ დარჩა მოყმესა ხანი არ ჰქონდა ცდისანი, ფაქრსა უფარებს ვერ ჰფარავს, ვეფხი ჩქარია კლდისანი. ბრჭყალით გაართვა კალთანი ჯაჭვისა ჯავშანისანი, მოყმემაც ხელში იყარნა ვადანი თავის ხმლისანი, მაშინ გაუჭრა ფრანგულმა დრონ იყვნენ წაქცევისანი ვეფხი კლდით გადმოეკიდა ჩამოაწითლნა ქვიშანი. თავად კლდის თავზედ შემოწვა მოყმე სულ ამომდინარი ქვიშას მიღებავს წითლადა სისხლი ზედ ჩამომდინარი. იარებოდა დედაი ტირილით თვალცრემლიანი: ჩემ შვილს გზად ვეფხვი შეჰყრია გაჯავრებული ტიალი, ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა დღე დაუღამდათ მზიანი, მათ დაუხოცავთ ურთერთი არ დარჩნენ სირცხვილიანი. ტირილით წყლულებს უხვევდა ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა: შვილო არ მაჰკვდი შენ გძინავს, დაქანცული ხარ ჯაფითა ეს შენი ჯაჭვის კალთები ტიალმა როგორ დაგფლითა შენც იმის საფერ ყოფილხარ ხმალის ქნევაში გაგიცვდა. მაგის მეტს აღარ გიტირებ, შენ არ ხარ სატირალია მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია, მშვიდობით, ჯვარი გეწეროთ, ეგეც სამარის კარია ერთი შვილ მაინც გაგზარდე ვეფხვებთან მეომარია. ხან ვეფხვი, ხან იმის შვილი ელანდებოდა მძინარსა ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს ტანზეით აჭრის რკინასა ხან კიდენ იმისი შვილი ვეფხვს გადაავლებს ყირასა, აი ამ სიზმრებს ჰხედავდის გამაეღვიძის მტირალსა. ხან იფიქრებდა უდედოდ გაზრდა ვინა სთქვა შვილისა იქნება ვეფხვის დედაი ჩემზედ მწარედა სტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა შვილისა ისიც მიამბობს ამბებსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექმნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:57 |