პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
წელთა ქავ-ციხის დამეცა ჩრდილი,
მთაში შურთხები აღარ მელიან, ვეღარ ავყვები საჯიხვე ბილიკს, ვეღარ გავარღვევ ნისლებს ელვიანს. ვეღარ გაბერტყავს დაღლილი მუხლი ცვარ-ნამს, ბალახზე ასხმულს მძივებად, ბლოს სალოცავებს თავს დაბლა ვუხრი და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას. ვთხოვ პატიებას ნასახლარს ჩემსას, მხედრებს, ნახშირით ქვებზე ნახატებს. და გმირ წინაპარს, შეფიცულს თემთან, საგვარო სათობს, ტევრებს სახატეს. იქ ბორიალობს ბავშვობა ტკბილი, წელზე ნაჯლით და ცერზე ხვეულით და მე თუ არა, ის მუდამ ივლის კლდეებზე წყაროდ ჩამორხეული. ქარაფს ვეწვიო, მე მაინც ვნატრობ და თქმულებების ვარწიო ტახტი, სადაც კოპალას, წყალ-ჭალის პატრონს, დაულეწია დევები ლახტოთ. მამუკაურის ფრანგულის ელვა სად ქარიშხლიან ღამეებს ხევდა, სად ჯარჯი მშვიდად დააკვდა მწვერვალს და მთებისხელა დატოვა სევდა. მინდა ჭაღარა ჭიუხის პირას, მეწყერებმა რომ გაიმყეფარეს, ნადირთ მწყემსივით დავიდო ბინა, დავუძმობილდე არაგვს მჩქეფარეს, მაგრამ ამაოდ... არ მუხლობს მუხლი, მგონი დამთავრდა გზების ძიება, ბებერ საფლავებს თავს დაბლა ვუხრი და მოკრძალებით ვთხოვ პატიებას. /გიორგი გიგაური/ |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 02:11 |