პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() პოინტერით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,246 რეგისტრ.: 3-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი ![]() |
მთაში ინათა და ბნელ წყვდიადს დღე მიეგება,
დილის ნიავმა შორიახლოს გაფანტა ნისლი, დაბურულ ხევებს უკუნეთი ღამე მოშორდა, და გარიჟრაჟზე ვიღაც უცხო გამოჩნდა თოფით. შორს მომავალი ნელა,ფრთხილად მოყვება აღმართს, ტყიდან გასული, საცალფეხოს გაუყვა ბილიკს, ძნელად სავალი ვიწრო გზაა,ირგვლივ ხევები, მონადირე კი შეუპოვრად მიიწევს,მიდის. მეორე მხრიდან გზას მოყვება ტყის ბინადარი, კაცი და დათვი ერთმანეთის პირისპირ დგანან, ნადირმა ხრამი აირჩია და გზა დაუთმო, ადამიანი აღელვებით მოზიდავს ჩახმახს. სროლის ხმა იყო,ძალით გასცდა ლულის პირს ტყვია, ფერდობებს, ნისლი მისდგომია დარდის ამშლელად, დათვის მკერდიდან გადმოხეთქა სისხლმა დუღილით, მისმა ღრიალმა გაიარა გულში შანთებად. დათვის ღრიალი ეს არ იყო მარტო ბღავილი, ეს იყო მისი ბოლო სიტყვა და გულისცემა, ისევ მობრუნდა სიცოცხლეზე გულგატეხილი და მონადირეს სინანულით მიაბყრო მზერა. კაცი გაშეშდა,ვეღარ იძვრის,ეკვრის ხელ-ფეხი, სიცოცხლე შეწყდა ,მდუმარებამ დაისადგურა, დადუმდა ირგვლივ ყოველივე,რაც იყო ქვეყნად, მხოლოდ ხეობის თავზე თოფით,კაცი გამოჩნდა. იქვე მახლობლად მუხის ხეზე შემოჰკრა თოფი, თითქოს ზარები ყველა ერთად,ერთხმად აჟღერდა, მხოლოდ მოსჩანდა მთის ნისლებში სული ცხოველი, ადამიანი ცოდვით სავსე,ხევთან ჩამოდგა. დაჰყურებს დაჭრილ,სისხლში მოსვრილ,წაქცეულ ნადირს, პირი იბრუნა, ვიწრო ბილიკს გაუყვა ფრთხილად, ტყეში დატოვა დამტვრეული თოფი და დათვი, და მონადირის სულში სევდამ დაისადგურა. დღეები ნელა და მაცდურად ქსოვენ ცხოვრებას, სიცოცხლე ფრთხილად მიუყვება გასვლელ ბილიკს, არ გამხდარიყოს კაცის საქმე ისე უკუღმა, რომ ვაჟკაცობით ველურ ნადირს ეჯობნოს ტყეში ! |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:45 |