პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
გარეული კამეჩების დევნით დაიღალნენ,
დახოცეს უშტი და უშქერი ნადირი. და მერე, როცა დღე-ღამე გაიყარა, ღამის გასათევი შემოხვდათ ადგილი. თეთროსნებს მოხადეს ავაზას ტყავები და მასზე დააწყვეს ლამაზად თავები: ირმების, ჯიხვების, არჩვების, დათვების- სიკვდილს რომ ებრძოდნენ სისხლიან თათებით. და რა წამს მთვარემ ტყეზე გადიარა, სასმური ასწია ლევან დადიანმა: -კურთხეულ იყოს ეს წმინდა ადგილი, გაისად უმეტესი მოგვეკლას ნადირი!... -კურთხეულ იყოს,- აღმოხდათ თავადებს,- ნადირთა ღვთაების სახელი გვფარავდეს! და უცებ ქუხილმა ტყეზე გადიარა: -ვინ მოჰკლა, ვინ სტყორცნა ჩვენზე ადრიანად, ვინ დალოცვილმა ჩვენზე მადლიანად? -მანუჩარის შვილმა ლევან დადიანმა. ღამეში თვალების გადაბრიალებით ნადავლთან მოგროვდნენ შავნაბდიანები. ულვაშზე სალოკი თითი გადაისვა ერთ-ერთმა (მის მიერ დაკოდილ ირემზე ამბობდა): -ლამის გამალენჩოს ამ თვალთა შეხედვამ, ო, როგორ უნდოდა სიცოცხლე საცოდავს! -გულჩვილი ყოფილხართ, ლეჩხუმის თავადი, ჩვენ კიდევ პირდაპირ საფრთხეში ჩავვარდით. ჯიქურ დაგვეჯახა და ლაჯში დაგვხია, მაგ ირმის გვერდით რომ ქისონი ტახია! სთქვა ეს და ბაღდადით შეიკრა იარა თავადმა მაღალმა, ჟღალ ულვაშიანმა. ნაკვერჩხლებივით ელავდნენ ღამეში თვალები ვეება გარეულ კამეჩის. და თეთრი ეშვებით წყვდიადის დამხევნი წყვდიადში ეყარნენ ველური ტახები. წყვდიადში თვალების გადაბრიალებით რიგ-რიგად ყვებოდნენ შავნაბდიანები: -პირველად შემომხვდა ჩვენს ტყეში კანჯარი, პირველად გამიტყდა ჩემს დღეში ხანჯალი! სვამდნენ და თვრებოდნენ და ასე ყვებოდნენ და ღვინოს ასხამდნენ სისხლიან თავებზე. -ჩვენი სიხარული და ჩვენი ჯავარი ცოცხლობდეს შრომობდეს ომობდეს მთავარი! ტყე არ შრიალებდა. დაწვნენ და დაოსდნენ ხეები, სიბნელის სამსალით მთვრალები, და ეწყო ბთავები, ვით სასაკლაოზე, ლაჟვარდში გაფრენილ გაყინულ თვალებით.... თეთრჩაბალახიანი და თეთრნაბდიანი ნადირობას ზეიმობდა ლევან დადიანი. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 02:06 |