პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
კაცი?... კაცი ოხერია, – თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა ბევრად არ ენაღვლება. სახლში ცოლი თუ გაწყრება, – შუბლს იწმენდენ ოფლიანს, კარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან. კაცი?... კაცი უტეხია, როგორც ლოდი საყორე. არაყს დალევს, ღვინოს დალევს და გულს გადააყოლებს. წარბი თუ არ გაუხსენი – წავა, არც მოგინატრებს, ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე. ან მანქანას გააგელვებს, ანდა ვაგონს გაჰყვება, ვინმე გვერდში თუ არ უდგას, იქნებ არც ენაღვლება. ქალი?... ქალი მხნედ გაუძლებს, ტარტაროზს და შაითანს, ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს. რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის, იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც. თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან, მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს. მარტოობის წლები მკერდში გაეყრება ხანჯლებად, შემოდგომის ყვავილივით ზეზეურად დასჭკნება. ქალს?... ქალს მარტო ნუ დასტოვებთ, სანამ ქვეყნად არსებობთ. ქალი? ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო. (ზურაბ კუხიანიძე) |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 18:09 |