პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
დამღალა შენმა ლოდინმა,
ქარაფთა ქართა სმენამა, როცა ძალიან მწყუროდი მაშინ არგამოჩენამა. გულის ეჭვებით ბორგვნამა, მეტ-ნაკლებობით ტკენამა, რაც რომ საწუთრომ დამაკლო, ის დამიმატა ზენამა. ჩემს მხრებზე შავი ღრუბლების ხშირ-ხშირად ჩამოფენამა, დილით ხარივით ბუბუნმა, ღამით ცრემლების დენამა, წუთისოფელთან ბრძოლამა, სულ აქეთ-იქით ფრენამა. ჩაჰლია გულის კედლები ჩაგუბებულმა წყენამა, ახლა გინდ მოდი, გინდ არა _ ფრთები დაჰკეცა ძერამა, მე თავად გარდავიცვლები, რომც არ იჩქაროს წერამა. ტარიელ ხარხელაური არაგველებო! სამშობლო გეძებთ! _ გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა, რად სდუმან მთები მამულის მკერდზე უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი. არაგველებო! მამული მტკივა _ წამლად დამადეთ მამულის წყლულებს, მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს და ვერ ისვენებს მსოფლიო სული. არაგველებო! რად გვინდა სისხლი _ თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა, თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან. არაგველებო! მოვკივი ქარებს და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს, არაგველებო! გაშალეთ მთვარე და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ. არაგველებო! სამშობლო მტკივა _ სამშობლო _ უფლის მუხლთა სასვენი, არაგველებო! ამინთეთ დილა და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით. არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს, გონებავ ერის _ სიფრთხილე გმართებს, არაგველებო! სამშობლოს სტკივა, სამშობლოს სტკივა _ ღვთისმშობლის სანთელს. ტარიელ ხარხელაური ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ, შენს ხმას მაგონებს, სიცოცხლევ ჩემო, მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს და იწევიან ზემოთ და ზემოთ. წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს, მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ, მუხლს მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ. ვერ შევიშლები ამაზე მეტად, თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ, მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა, რომ უშენობა გამომასწორებს. თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის, ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ, რა უნდა გითხრა ამაზე მეტი, რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი. თავით ვარსკვლავი ცისკრის მინთია, რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის, მწყურიხარ, ესეც დროებითია - დროებითია, გული რომ კვნესის. ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ, სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო, მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს და იწევიან ზემოთ და ზემოთ. ტარიელ ხარხელაური ბღავილი ამყვა ამ დილით გამოღადრული ყელის, ქართველობაა ადვილი არაგველობა ძნელი. შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც ნარწყევი გველის, წაწამურია ადვილი ილიაობა ძნელი. ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს. ვერ მიერთგულე ვერასდროს დადედლებულო გულო, სხვათა ომებში ბელადო შენი მამულის წყლულო. ფიქრო, ეჭვებით დაღლილო ცავ, დაბზარულო ცრემლით, ბაზალეთია ადვილი დიდგორი არის ძნელი. ბუბუნით წამცდა იორი ოდნავ ამართა წელი, ტახტზე ფიქრია იოლი დავითობაა ძნელი. ტარიელ ხარხელაური კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდეს? ვინა, ვინ არი კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს? მიდით, იქ მიდით, სადაცა ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს, მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა, ხმლები, ხანჯრები ელავდეს. სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს, ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს; ფარების დადგეს ჯღრდეები, თვალები თვალებს სწველავდეს; მოციქულობდნენ ტყვიანი, შუბები შუბებს სწვერავდეს. ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმაი ჰფერავდეს; დაგელაობდეს სიკვდილი, სუდარაებსა ჰკერავდეს. ვინც მიეგებოს მტერს წინა, წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს, სახე სისხლგადამდინარი ტკივილს არ გამოიტყოდეს, თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს, სიცხეში სიოდ დაჰბეროს, დაათბოს, როცა ჰყინავდეს. პირველად ომის დამწყები ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს; სხვანი იყოფდენ ნადავლსა, ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს; მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს. დარაჯად ედგას ლაშქარსა, როს ის ღრმა ძილით ხ**ინავდეს. სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს. მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს. იქ იდგას ხმალამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, დაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს. სხვისა იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰმალავდეს. მზედ იდგეს ხევსურეთისა, უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს. სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს; თავის სამარხად, სუდრადა, მარტო სახელსა სწირავდეს. ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა, მკვდრისა ვსვათ შესანდობარი. წყლული სცნას დედის კოცნადა, თავის ლოგინად _ სამარი, საკაცე _ თავის ლურჯადა, ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი, ქალისა, რძლისა ქვითინი ეგონოს სიცილ-ხარხარი, დენა ცრემლისა _ ხორხოშა, ღრუბელთა გადმონაყარი. სულეთს შავიდეს ხმლიანი ლაღი ლაღისა ცხენითა, წინ მიუძღოდეს არწივი ხმით მოყაშყაშე, ფრენითა. ქება უყივლონ გმირებმა, გადასრულებმა ჩვენითა. ერეკლემ ხელი მაჰხვიოს, დაისვას თავის გვერდითა, გამაეგებოს თამარი მცინარი, თავის ფეხითა. გახარებული უფალი კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა. ანგელოზები ხარობდენ, ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა. აი, ვინაა კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა! არა თქვენ, სადიაცენო, რო ძროხებივით სძღებითა; ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამასდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ, ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა; გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა; უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა. დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა. არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა! ვაჟა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:37 |