ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი
ზახარა
პოსტი Jul 12 2009, 02:17
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ინფორმაცია მოპოვებულია სხვადასხვა წიგნებიდან რომლებიც საკმაოდ ძველია
განადგურებულია ყდები საიდანაც შეიძლებოდა ავტორების ამოკითხვა,
ამიტომ ზუსტ წყაროებს ვერ უთითებ.


ამ თემაში განხილულია საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა უმთავრესი პარაზიტული ჭიები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები, ანუ ჰელმინთოზები, რომლების დიდ ზიანს აყენებენ ცხოველებს , სახელდობრ, იწვევენ პროდუქტიულობის შემცირებას, ზრდაში ჩამორჩენას და სხვ. ამავე დროს, ზოგჯერ ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობის შემთხვევა. საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველების ჰელმინთოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიათ : აკად. კ. სკრიაბინს, ა. პეტროვს, პ. ბურჯანაძეს, ა. ბლაჟინს, ტ. ბარათაშვილს, ვ. ჯიქიას, ი. კირშებლანტს, ს. გამცემლიძეს, თ.როდონაიას, ნ.კამალოვს, ბ. ყურაშვილს, ლ.ქოიავას, გ.მაცაბერიძეს, ი.ჭუბაბრიას და სხვ.
ზემოთაღნიშნულ ავტორების მიერ საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველებში რეგისტრირებულია 249-ზე მეტი სახეობის ჰელმინთი. გარდა ჰელმინთებისა გარეულ ძუძუმწოვრებში რეგისტრირებულია ექტოპარაზიტები ფეხსახსრიანთა ტიპიდან (20 სახეობის იქსოდისებური ტკიპი, 8 სახეობის გამაზიდები). გარდა ამისა ტკიპები წარმოადგენენ მრავალი ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გამომწვევებების გადამტანებს.
ფეხსახსრიანებიდან, ძუძუმწოვრებში პარაზიტობებს ობობასნაირთა კლასის წარმომადგენელი-ლიგვატულა. სხვა ინვაზური დაავადებების გამომწვევებიდან გარეული ძუძუმწოვრებში (მღრნელებში)აღწერილია 28 სახეობის კოქციდია, კურდღელსა და მელიაში 2 სახეობა. ვირთაგვებსა და ძაღლებში რეგისტრირებულია ტოქსოპლაზმოზისა და ლეიშმანიოზის აღმძვრელები. ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ძუძუმწოვრებში გამოვლინებულია 313 სახეობის გარეგანი და შინაგანი პარაზიტი. აქ კი განხილულია მხოლოდ უმთავრესი ჰელმინთები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი.





ფასციოლოზი-fasciolosis

ფასციოლოზი სასოფლო-სამეურნეო და სანადირო-სარეწაო ცხოველთა მძიმე ჰელმინთური დაავადებაა, რომლის აღმძვრელებს წარმოადგენენ დიგენეზური ტრემატოდები ფასციოლას გვარიდან. ფასციოლას ორი სახეობაა ცნობილი: ღვიძლის (პეპელა) ორპირა და გიგანტური ორპირა. ამ ჰელმინთებს დეფინიტურ მასპინძლებს წარმოადგენენ შინაური და გარეული მცოხნელი ცხოველები და აგრეთვე ადამიანის სქესმწიფე ფორმა პარაზიტობს ღვიძლის სანაღვლე სადინარებში. შუამავალი მასპინძლებია წყლის მოლუსკების მრავალი სახეობა, სსრ კავშირში- მცირე ტბორულა-galba truncatula.
ღვიძლის ორპირას და გიგანტური ორპირას განვითარების ციკლი მსგავსია. არის განსხვავება მხოლოდ ცალკეული სტადიების ხანგრძლივობასა და შუამავალი მასპინძლების შედგენილობაში. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი უმთავრესად გავრცელებულია საქართველოს დასავლეთ, ტენიანი სუბტროპიკული ზონის რაიონებში (ხობი, ცხაკაია, ფოთი, ზუგდიდი და სხვა.) და აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც სუბტროპიკულის მსგავსი კლიმატური პირობებია(ლაგოდეხი, ახმეტა.). სანადირო-სარეწაო ცხოველებიდან საქართველოში ფასციოლოზი აღწერილია ირმებში, შვლებში, გარეულ ღორში, კურდღელსა და ნუტრიაში. თუმცა გარეულ ცხოველებს შორის ფასციოლოზი ნაკლებადაა გავრცელებული, ვიდრე შინაურში. მაგრამ ფასციოლოზმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ჩვენი ფაუნის ძვირფას წარმომადგენლებს. გარეულ და შინაურ ცხოველთა ფასციოლოზის გავრცელების კერები ერთმანეთს ემთხვევა. ადამიანის ფასციოლოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აღწერილია სსრ კავშირის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკებში. საქართველოში, დღეისათვის ადამიანის ფასციოლოზის 100-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ცხოველები ფასციოლოზის ძირითადი დეფინიტური მასპინძლებია, ამიტომ ამ ცხოველების სქესმწიფე პარაზიტისაგან განთავისუფლება წარმოადგენს ერთ-ერთ რადიკალურ საშუალებას პროფილაქტიკისათვის, უნდა ჩატარდეს ფასციოლას კვერცხების მოსპობა, ფეკალის ბიოთერმული დამუშავებით: მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლა ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური მეთოდებით; მოლუსკების ბიოტოპების მოსპობა-დაჭაობებული ტერიტორიის ამოშრობით და სხვ.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
ზახარა
პოსტი Apr 27 2012, 07:39
პოსტი #2


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სპიროცერკოზი - SPIROCERCOSIS





სპიროცერკოზის აღმძვრელია ორი სახეობის ნემატოდა . პირველი მათგანი გხვდება მელაში , მგელში , ძაღლსა და ყარყუმში .
სპიროცერკოზის დროს შეიმჩნევა სიმსივნეები საყლაპავ მილში , კუჭში , აორტაში და ლიმფურ კვანძებში , რომლებშიც მოთავსებულია ნემატოდები , ზოგჯერ რამოდენიმე ათეული .
სპიროცერკოზის დროს დაღვეულია ყლაპვის აქტი , ადგილი აქვს დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას , ღებინებას , შემჩნეულია აორტის გასკდომა , პლევრიტი , პეროტონიტი . დაავადების მიმდინარეობა ზოგჯერ წააგავს ცოფს .
ცხოველთა გაკვეთისას შეიმჩნევა სპიროცერკოზული სიმსივნეები , რომელთა დიამეტრი მერყეობს 5 -დან 100 მმ -მდე . სიმსივნე წარმოქმნილია მკვრივი შემაერთებელქსოვილიანი ბოჭკოებისაგან . ახასიათებს მკვრივი კონსისტენცია , შეიმჩნევა ხ**ელები და სასვლელები . ფისტულის სასვლელები ამოვსებულია თხიერი მოპრიალო მასით , რომელიც შეიცავს სპიროცერკებსა და მათ კვერცხებს . ზოგჯერ სიმსივნე შეიცავს ჩირქოვან მასას . ხშირია სპიროცერკოზული ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევები .
სპიროცერკოზის აღმძვრელის განვითარება მიმდინარეობს შუალედი მასპინძლის მონაწილეობით . შუალედი მასპინძლის როლს ასრულებენ კოპროფაგი ხოჭოები , რეზერვერული მასპინძლებია ევროპული ზღარბი , ჩვეულებრივი ბიგა , კავკასიური თხუნელა , ყვითელყელა და თეთრყელა კვერნა . მუდმივი მასპინძლების დაავადება ხდება შუალედი და რეზერვარული მასპინძლების შეჭმით .
სპიროცირკოზი ფართოდაა გავრცელებული ევროპაში , აზიაში , ბრაზილიასა და აფრიკაში . ყოფილ საბჭოთა კავშირში სპიროცერკოზი განსაკუთრებით შუა აზიის რესპუბლიკებში იყო გავრცელებული .
საქართველოში სპიროცირკოზის გავრცელების შესახებ ცნობებს ვპოულობთ ბლაჟინის (1928) , ჯიქია (1934 ) , ბურჯანაძის (1957 ) , კამალოვის (1935 ) , როდონაიას (1971 ) და მაცაბერიძის (1976 ) ნაშრომებში .
კუჭისა და ნაწლავების სპიროცერკოზის დროს დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება კოპროლოგიური მეთოდი . მხედველობაშია მისაღები ასევე კლინიკური სიმპტომები . დიაგნოზის დასმა შიეძლება რენტგენის დახმარებითაც .
პროფილაქტიკის მიზნით მელიების ფერმებში სისტემატიურად უნდა ხდებოდეს ფეკალური მასის გაუვნებლობა ბიოთერმული მეთოდით . კარგ შედეგს იძლევა ამ მიზნით ჰექსაქლორანომის გამოყენება .








Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ზახარა   ძუძუმწოვარ ცხოველთა პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებანი   Jul 12 2009, 02:17
- - ზახარა   დიკროცელიოზი-dicrocoeliosi...   Jul 12 2009, 12:10
- - ზახარა   ექინოკოკოზი- echinococcosis ...   Jul 12 2009, 14:48
- - ზახარა   ალვეოკოკოზი -ALVEOCOCCOSIS ...   Jul 12 2009, 23:29
- - ზახარა   ცენუროზი-cenurosis ცენუ...   Jul 14 2009, 00:32
- - ზახარა   დიპილიდიოზი -Dipylidiosis ...   Jul 16 2009, 23:58
- - ზახარა   ძალიან გთხოვთ აქ ნ...   Aug 21 2009, 13:15
- - ზახარა   მეზოცესტოიდოზი - mesoc...   Sep 6 2009, 11:59
- - ზახარა   ასკარიდოზი - Ascaridosis ...   Sep 13 2009, 13:51
- - ზახარა   ტრიქოსტრონგილიდო...   Sep 27 2009, 14:25
- - ზახარა   ტენიოზი - Teniosis ტენი...   Sep 27 2009, 23:08
- - ზახარა   მიულერიოზი - Miuleriosis მ...   Nov 24 2009, 21:16
- - ზახარა   პროტოსტრონგილოზი -...   May 28 2010, 19:25
- - ზახარა   კრენოზომატოზი-crenosomat...   Dec 27 2011, 22:14
- - ზახარა   გონგილონემატოზი - GO...   Mar 7 2012, 12:12
- - ზახარა   სპიროცერკოზი - SPIROCERCOS...   Apr 27 2012, 07:39
- - ზახარა   ტრიქინელოზი - TRICHINELL...   Apr 27 2012, 08:25
- - ბესო   ზახარ იქნებ ლეიშმა...   May 2 2012, 12:29
- - ზახარა   ბესო ამ დაავადებე...   May 3 2012, 08:43


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2025 - 19:45