პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
პოეზია, ლექსები |
Apr 20 2012, 20:03
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
|
![]() |
Apr 27 2012, 10:54
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა… სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური… გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება… სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა… ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება… ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ… ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული… გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული… მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“ დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა… განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს… ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“… მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა… სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს… განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო… თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო… გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი… რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა… ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება… ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე… სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება… განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო, თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! გალაქტიონი |
|
|
|
Little Fisher პოეზია Apr 20 2012, 20:03
aragveli ჩამაჭრდა კახეთს ჰა... Apr 20 2012, 20:08
Little Fisher თეგებში როგორ ? Apr 20 2012, 20:09
ალთაზარ [code][/code]
ესე მე მგონი Apr 20 2012, 20:14
Little Fisher ციტატა(ალთაზარ @ Ap... Apr 20 2012, 20:17
aragveli რისხვით გავცქერი მ... Apr 20 2012, 20:16
aragveli ბევრჯერ ამივლია ტა... Apr 20 2012, 20:18
ჭალიმგელა Little Fisher
ვიდეოს დადებ... Apr 20 2012, 20:18
Little Fisher ულამაზესად კითხულ... Apr 20 2012, 20:19
Bonehill სად მიდიხარ თეთრო ... Apr 20 2012, 20:23
aragveli ჯიხვო, რამ მაგკლა, რ... Apr 20 2012, 20:23
aragveli RE: პოეზია Apr 20 2012, 20:28
Little Fisher ჭალაში ბალანაშლილ... Apr 20 2012, 20:28
ალთაზარ aragveli
დამასწარი , ეს ყ... Apr 20 2012, 20:31
aragveli სადმე წამიყვანა ნე... Apr 20 2012, 20:31
შოთა.03 Bonehill
ეს უფრო ასწორებ... Apr 20 2012, 20:36
ჭალიმგელა Little Fisher
Bonehill
aragveli Apr 20 2012, 20:44
Little Fisher ეს მაგარია გურული ... Apr 20 2012, 20:50
aragveli წელთა ქავ-ციხის და... Apr 20 2012, 20:53
ჭალიმგელა ჭიუხ ქორები დაგკივ... Apr 20 2012, 20:56
motevzave მთაწმინდის მთვარე
... Apr 20 2012, 21:01
aragveli ... ყორღანებიდან გნ... Apr 20 2012, 21:05
motevzave RE: პოეზია Apr 20 2012, 21:07
ლეკი მთაში ინათა და ბნე... Apr 20 2012, 22:22
ალთაზარ Сын колокольчик трясет заб... Apr 20 2012, 22:44
ლევანი გარეული კამეჩების ... Apr 21 2012, 01:22
nik@a • • •
ქარი აიხვეტავ... Apr 21 2012, 02:02
nik@a (სამწუხაროდ ამის ა... Apr 21 2012, 02:12
nik@a კაცი?... კაცი ოხერია, ... Apr 21 2012, 02:16
aragveli დამღალა შენმა ლოდი... Apr 21 2012, 07:24
Little Fisher ზურა სალუკვაძე Apr 23 2012, 19:14
ამური RE: პოეზია Apr 23 2012, 20:45
ამური RE: პოეზია Apr 23 2012, 20:54
hunter777 გენაცვალე ამური კ... Apr 23 2012, 22:23
ამური hunter777
გაიხარე!!! Apr 23 2012, 23:19
ალთაზარ RE: პოეზია Apr 24 2012, 19:41
Little Fisher ალთაზარ Apr 24 2012, 19:54
ლეკი RE: პოეზია Apr 24 2012, 20:21
hunter777 კარგად აზროვნებს ე... Apr 24 2012, 20:34
hunter777 დამეხმარეთ ადეთ ვი... Apr 24 2012, 20:44
Little Fisher ციტატა(hunter777 @ Apr 24 2012, 2... Apr 24 2012, 21:04
ალთაზარ hunter777
ა ბატონო
აგერ ... Apr 24 2012, 21:01
nik@a ძალიან შემზარავი ლ... Apr 24 2012, 21:09
LeoTaso ბაბუაჩემი
ის, მისი... Apr 24 2012, 22:42
aragveli ცხრა ძმა ხერხეულიძ... Apr 25 2012, 14:42
aragveli თვალებს გაახელს სა... Apr 26 2012, 17:57
aragveli მაშ თქვენ ფიქრობთ, ... Apr 26 2012, 18:02
ზახარა aragveli
მაგარია Apr 27 2012, 11:01
alika77 ვერ მოესწრებით არა... Apr 27 2012, 11:11
aragveli ციტატა(alika77 @ Apr 27 2012, 12... Apr 27 2012, 11:17
alika77 ციტატა(aragveli @ Apr 27 2012, 12... Apr 27 2012, 11:32
aragveli შტერი ნამდვილად არ... Apr 27 2012, 11:44
hunter777 ჰმ Apr 27 2012, 11:56
nik@a aragveli
ეგ სიტყვები წა... Apr 27 2012, 14:52
georgiana05 aragveli alika77 nik@a
რა წვამ ... Dec 6 2012, 18:18
nik@a alika77
და კიდევ, პოეტე... Apr 27 2012, 14:58
aragveli მაშ თქვენ ფიქრობთ, ... Apr 27 2012, 15:07
nik@a aragveli
შეიძლება ასეც ... Apr 27 2012, 15:19
aragveli ჩემო კალამო, ჩემო კ... Apr 27 2012, 15:22
aragveli მუხრან მაჭავარიან... Apr 27 2012, 15:28
nik@a ციტატაჩვენ ვინ ვარ... Apr 27 2012, 15:30
alika77 მეფე საქართველოს ს... Apr 28 2012, 01:25
aragveli ციტატა(alika77 @ Apr 28 2012, 02... Apr 28 2012, 06:45
nik@a alika77
კომპეტენტური ა... Apr 28 2012, 01:52
alika77 შენ ხარ კომპეტენტუ... Apr 28 2012, 01:59
nik@a alika77
ისტორიაში კარგ... Apr 28 2012, 02:09
aragveli ისტორიაში მრავლად ... Apr 28 2012, 07:00
Little Fisher RE: პოეზია May 6 2012, 13:02
aragveli წუხელის ბიჭი დაბად... May 9 2012, 19:55
aragveli ახალგაზრდა თაობას
... May 24 2012, 09:57
nik@a ნუ მიიქცევი, სულო, ს... May 27 2012, 22:27
aragveli მაინც ვიდიდგორებთ
... Jun 1 2012, 08:29
ამური ვაჟა ხორნაული
ჭალ... Jun 18 2012, 22:11
ამური "გზააბნეული კაცო... Jun 20 2012, 17:10
aragveli ( სთქვი და აასრულე, ... Jun 20 2012, 18:50
aragveli ვერკვლის ციხე ვარ ... Jun 20 2012, 19:12
aragveli ქებათა-ქება ნიკორწ... Jun 26 2012, 18:33
Little Fisher რა კარგი იყო ბარდნ... Aug 2 2012, 18:05
aragveli მე შევცვალე მთვარე... Aug 2 2012, 18:58
ამური სიწმინდეები გვიხმ... Aug 2 2012, 19:05
გიგი ზურაბ რთველიაშვილ... Aug 3 2012, 10:33
aragveli არ მინდა ბრენდი, ვი... Aug 9 2012, 06:18
ლევანი ვინ ართმევს მანანა... Aug 9 2012, 10:33
georgiana05 aragveli
წუხელის ბიჭი დ... Dec 6 2012, 18:30
georgiana05 სოლომონის განძს,
კ... Dec 6 2012, 18:30
rezident RE: პოეზია Dec 6 2012, 20:21
ამური RE: პოეზია Dec 22 2012, 15:05
ლეონ-ბლექი RE: პოეზია Dec 23 2012, 10:12
Datoie გელა დაიაური
ფიქრ... Dec 23 2012, 10:35
hunter777 სახლში ვარ ტილი მჭ... Dec 23 2012, 11:21
ჯეკო ციტატა(irakli fofxadze @ 23rd Dec... Dec 23 2012, 11:35
hunter777 ციტატა(ჯეკო @ Dec 23 2012... Dec 23 2012, 11:50
ლეონ-ბლექი hunter777
ეგ ლექსი იმ მეო... Dec 23 2012, 12:06
hunter777 ციტატა(ლეონ-ბლექ... Jan 31 2013, 16:43
Little Fisher RE: პოეზია Jan 18 2013, 18:02
ლეონ-ბლექი Little Fisher
უმაგრესია. 2 გ... Jan 19 2013, 00:52
ამური RE: პოეზია Jan 26 2013, 16:12
Little Fisher კაი რამეა Jan 31 2013, 15:43
ჯეკო RE: პოეზია Jan 31 2013, 17:47![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th November 2025 - 00:10 |