პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ვერ მოესწრებით არა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე........... ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი? |
|
|
![]()
პოსტი
#3
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
ვერ მოესწრებით არა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ, არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ რომ არა ეს რას ნიშნავს ერეკლეზე ვერ გავიგე........... ან ვისი დაწერილია არაგველო ეგ ლექსი? მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა. თ ო ვ ლ ი მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა . მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ უდაბნო თეთრად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება. იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ...ვხედავ შენს ხელებს უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა როგორმა ზამთარს თუ გადავურჩი როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება მომწყურდი ეხლა,–ისე მომწყურდი, ვით უბინაოს–ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მომყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე შენს წინაშე თოვს, ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა, როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა. აბა ვის უნახავს იისფერი თოვლი, ან უდაბნო თეთრად ნახავერდები, მარა პოეტის ფანტაზია და ხიბლი სწორეთ ეს არის. |
|
|
![]()
პოსტი
#4
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 794 რეგისტრ.: 15-February 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
მიხეილ ქვლივიძისაა, პოეტისას რას გაიგებ , რა მნიშვნელობით დაწერა. ეგ არა არის კარგი მნიშვნელობით დაწერილი ედებიან ყველაფერს ვის უნდა ეგონოს ეგ დეგენერატი ერეკლე მეფე, ან რა ჭირს ერეკლეს მაგის გასაკრიტიკებელი, მაგარი შტერი პოეტია. საქართველოს ნებისმიერ მეფეს რომელი ადამიანიც ასე დასცინებს ის მოღალატე და ნაძირალაა |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:40 |