მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები
marlin
პოსტი May 4 2012, 12:31
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი















ხატი ჯვართამაღლება








ხატი ყოველთა წმინდათა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
marlin
პოსტი May 4 2012, 14:40
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 686
რეგისტრ.: 27-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მთავარანგელოზთა დასი

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.








მთავარანგელოზი მიქაელი-მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.
მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.






მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე.




მთავარანგელოზი გაბრიელი-სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.




მთავარანგელოზი რაფაელი -ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.


მთავარანგელოზი ვარახიელი-კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.








მთავარანგელოზი იეგუდიელი-ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ის ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტი იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.






მთავარანგელოზი იერომიელი-ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36).იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


მთავარანგელოზი სელაფიელი-მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.




მთავარანგელოზი ურიელი-ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.






მფარველი ანგელოზი

ჩემო მფარველო ანგელოზო, არ მიმატოვო,
გთხოვ, დაივიწყო რაც შეგცოდე, რითაც გაჭირვე,
ლამაზი ფრთებით დამიფარე მწუხარებისგან,
არ განმეშორო, ჩემთან იყავ, როცა დამჭირდე.

რა ცოდვილადაც არ უნდა მთვლიდე გთხოვ, მაპატიო,
შენ ხომ ყოველთვის ხარ მნახველი უფლის სახისა,
თუ რამ კეთილი გამაჩნია, არ დაივიწყო,
ღირსი გამხადე ერთხელ მაინც შენი ნახვისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ამური   მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები   May 4 2012, 12:31
- - ამური   ივერია გაბრწყინდე...   May 4 2012, 12:37
- - Maverick   ამური საინტერესოა...   May 4 2012, 12:56
|- - ამური   ციტატა(Maverick @ May 4 2012, 13...   May 4 2012, 13:01
|- - Maverick   CODEრაღაც კითხვის ში...   May 4 2012, 15:48
|- - OQRO444   ციტატა(ამური @ May 4 20...   Aug 20 2012, 21:28
- - hunter777   ეს გარეჯაა ბიჭები ...   May 4 2012, 12:57
|- - Jei   ციტატა(hunter777 @ May 4 2012, 13...   Jun 25 2012, 16:33
- - hunter777   კარგებია   May 4 2012, 13:02
- - ამური   რწმენის სიძლიერემ ...   May 4 2012, 13:07
- - ჩელე   მიხარია, რომ მსგავ...   May 4 2012, 14:19
- - T A M P L I E R   უფრო კარგი იქნებოდ...   May 4 2012, 14:38
- - ამური   მთავარანგელოზთა დ...   May 4 2012, 14:40
- - ამური   კაცხის სვეტი, კირქ...   May 6 2012, 15:25
- - ამური   ანანურის ეკლესია ...   May 6 2012, 16:11
- - ამური   საინტერესო და სასა...   May 6 2012, 16:50
- - ამური   დავით გარეჯი   May 31 2012, 22:19
- - ამური   სქიმმონაზონი ნიკო...   Jun 18 2012, 22:15
- - ამური   წმ. იოანე ნათლისმც...   Jun 21 2012, 14:00
- - ამური   უფლის სამსაჯავრო ...   Jun 24 2012, 23:41
- - ამური   მოციქულთასწორის კ...   Jun 25 2012, 12:10
- - ამური   ეკლესიის გარეთ არს...   Jun 25 2012, 16:01
- - T A M P L I E R   ამური დღეს გააკეთ...   Jun 25 2012, 16:24
- - იკო1981   ჯა ისე შენი პროფეს...   Jun 25 2012, 16:35
- - იაშკა   ის ათონი არაა, მეტე...   Jun 25 2012, 23:27
- - ალთაზარ   იაშკა გეთენხმები , ...   Jun 25 2012, 23:34
- - ლევანი   ციტატა(MARLIN @ 25th June 2012 ...   Jun 26 2012, 00:54
- - ამური   02/07/2012 წმინდა სინოდი...   Jul 2 2012, 21:59
- - ჩელე   ამური ეს ბოლო ფოტო...   Jul 3 2012, 09:05
- - ამური   ბეთანიის ყოვლადწმ...   Aug 20 2012, 20:23
- - ამური   შეიძლება ავტომატუ...   Aug 21 2012, 20:56
- - ამური   წმ. ბარბარე   Dec 17 2012, 18:47
- - ამური   RE: მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები   Dec 17 2012, 22:25
- - OQRO444   ეს მეგობრებო ჩემი ...   Dec 17 2012, 23:57
- - ამური   გილოცავთ მუცლადღე...   Dec 22 2012, 09:41
- - ჯეკო   ამური გაიხარე მაეგ...   Dec 22 2012, 09:51
- - ამური   საქართველოს მართლ...   Dec 22 2012, 12:57
- - ამური   ფუტკრების მიერ გაკ...   Apr 11 2013, 22:07
- - OQRO444   მეც შემოგთავაზებთ ...   Apr 12 2013, 01:28
- - ამური   უბედნიერესი ადამი...   Apr 12 2013, 08:09
- - გურიკა   ათონის მთა   Apr 12 2013, 08:54
- - ამური   RE: მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები   Apr 28 2013, 13:14


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2025 - 02:42