საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საქართველოში მობინადრე თევზები, სად და რა ჯიშის თევზები ბინადრობს |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 766 რეგისტრ.: 19-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
![]() ტაფელა: ღწერა. სხეული მაღალი, მოკლე, გვერდებიდან შეტყლეჟილი. კუდის ღერო შედარებით წვრილი. გვერდებზე უკანა ნაწილში გასდევს მწვანე-მოლურჯო სიგრძივი ზოლი. დინგზე უვითარდება ნახევარმთვარის ან სამკუთხედის ფორმის თეთრი ეპითელური ხორკლები, რის გამოც დას. საქართველოში ეძახიან თავშაქარას. დედლებს გამრავლების პერიოდში უვითარდებათ ქვირითის საყრელი მილი, რომელიც ზოგიერთ ეგზემპლარში აღემატება სხეულის სიგრძეს. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 9-10; ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-10, გვერდის ხაზში 2-9 ქერცლია. ხახის კბილები 5-5 ან 5-4, ლაყუჩის კბილაკები 10-13. მალები უროსტილით 33-35. შეფერილობა იცვლება სქესისა და ასაკის მიხედვით; გვერდები მოვერცხლისფროა, ზურგისა და ანალური ფარფლები წითელი, შავი ზოლით. ტოფობისას მამალს გვერდებზე და მუცელზე უჩნდება ცისარტყელოვანი შეფერილობა – წითლად, მწვანედ, იისფრად მოელვარე. სიგრძე 9,5 სმ-მდეა, წონა 5-10 გ-მდე. გავრცელება. გვხვდება საქართველოს მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური, კოდორი, ბზიფი, მტკვარი, ხრამი და სხვა. ტბებში: პალიასტომი, სკურჩია, ბებესირი, ჯანდარი, თბილისის წყალსაცავში და სხვა. სხვაგან ცნობილია; აზეირბაიჯანის წყლებში, ევროპაში – საფრანგეთიდან აღმოსავლეთით მდ. ნევის აუზამდე. არის მცირე აზიაში. ბიოლოგია. ირჩევს მდინარის მცენარეულობით მდიდარ, მდორე ადგილებს, ტბისა და წყალსცავის თხელ, სანაპირო უბნებს. იკვებება ძირითადად წყლის მცენარეებით და წყალმცენარეებით, ნაწილობრივ ცხოველური ბენთოსით და პლანქტონით. მრავლდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს – თებერვლიდან აგვისტომდე; ტოფობს რამდენიმე ჯერად, ორსაგდულიანი მოლუსკის მანტიის ღრუში. ნაყოფიერება აღწევს 200- 400 ქვირითამდე. ქვირითი მოგრძოა, მისი სიგრძე მერყეობს 1.52 -2.42 მმ-მდე. სიგანე 1.06-1.82 მმ-დე. |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 543 რეგისტრ.: 13-May 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
gocha-tita
გამოცდილი და მცოდნე კაცი ხარ. 1 კითხვა მაქვს. ალგეთზე რო პატარა "ხმასის" მსგავსი თევზუკა მოყვება, მაგრად. ეგ რა ჯიშია? შამაიასაც წააგავს და პლატვასაც, ვერ გავიგე რა თევზია. გამბუზიას არ ვგულისხმობ, იმას კარგად ვცნობ. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 04:57 |