პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ისეთი ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე დავითი! წუხელის ბიჭი დაბადებულა, დაურქმევიათ იმისთვის – ცოტნე, შენ – ორგულობავ, აბა გაბედე და გული ჩვენი ისევე კორტნე. წუხელის შოთაც დაბადებულა, დაბადებულა თურმე დემეტრე, განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის რა სიხარული გამოიმეტე! წუხელ ცის კარი ცხრავე გააღო ყველა გმირმა და თავდადებულმა, დაბადებულა თურმე ვახტანგი, წუხელ დემეტრე დაბადებულა. საქართველოს ცა, ისეც მაღალი, უფრორე მეტად ამაღლებულა, დაბადებულა მთვარე-გიორგი, თურმე ილია დაბადებულა! წუხელის მტერი – ერთპირად ჩვენი მოსპობის მდომი – დადარდებულა; დაბადებულა თურმე სულხანი, გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა. დაბადებულა ბიჭი პაატა. გათენებულა წუხელის თეთრად: დაბადებულა სამასი გმირი, ვით დაიხოცნენ, ისევე ერთად! წუხელის გოგოც დაბადებულა, ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი, ისეთი გოგო დაბადებულა, დაურქმევიათ თურმე თამარი. დაბადებულა წუხელის ნინო და ქეთევანი დაბადებულა. ის ბნელი ღამე თურმე უეცრად ღვთიურის ნათლით განათლებულა. ყველა ზღაპარი – ნაოცნებარი ახდენილა და გამართლებულა: დაბადებულა თურმე ნესტანი და თინათინი დაბადებულა. და გიხაროდენ! ქართველთა შორის ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა და ერთიანი, ნანატრი დროის, ქართლი ხელახლა დაბადებულა! მ.ლებანიძე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:30 |