პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,183 რეგისტრ.: 17-September 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი ![]() |
ნუ მიიქცევი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან, ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ კუდის ქიცინის და ყეფის გარდა. იქნებ ისინი სხეულგაცლილი ადამიანთა სულები გახლავთ, რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი, დაბადებულან ძაღლებად ახლა. და იმ უხსოვარ ღალატისათვის ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი? ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ, თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით. თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული, ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება. ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ და როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ ისინიც ლირწი თვალებით სვამენ ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს, ცირკში ვარ…ძაღლი “ბისზე” გავიდა და ემანჭება სახე ობობად, მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან, ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას. ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს, ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს, უბრალო ძაღლი რად არ სჯობია სისხლით თუ არა, ბუნებით მაინც. ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად, ეს სამეგობროდ შემოგციცინებს, უფრო სადაა და სპარტანული, ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს. ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ: ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს არსებობისთვის დაკბენილ თათებს. ის მგელი იყო და მგლობა დათმო, კაცთან მივიდა სამსახურისთვის, ადამინო, იყავი სათნო და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი. გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა, არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი, არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა და არც გალახო, ღვთის გულისათვის. მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ და ვხედავ, ძაღლი კუდაბურძგნული ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის ბწკარებს რა ბედნიერი მიაძუნძულებს… შოთა ნიშნიანიძე |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 02:02 |