ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ფასიანი ტბები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.. რა განსხავებაა!?, ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასი |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 34 რეგისტრ.: 28-May 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩდა იმიტომ რომ:
1)ამ ფორუმზე თითქმის ყველა თემა გადავიკითხე რაც ფასიან ტბებს ეხება და დასკვა ასეთი გამოვიტანე რომ თუკი სადმე იყო წესიერი ფასიანი ტბა ის 1 ან 2 წელიწადში ფუჭდება და ყველა იმედგაცრუებას გამოთქვავს... 2)თვითონ ვიყავი რამდენიმე კერძო ტბებზე და ჩემი თვალით ვნახე რომ პირობები არანაირი არ არი შექმნილი მეთევზეებისათვის! 3)საქართველოში რეალურად იხდი 2ჯერ ან 3 ჯერ მეტს ვიდრე იღებ ამის საფასურად.. ხან 100ჯერ მეტსაც იმიტომ რომ სულ ვერაფერს იღებ ვერც თევზს და ვერც სიამოვნებას... 4)იმიტომ რომ ვიცი რას ნიშნავს ფასიანი სათევზაო! ამ თემაში მინდა მოგიყვეთ რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინის ფასიან ტბებს შორის! არც კი ვიცი რითი დავიწყო ![]() მინდა ვთქვა რომ საქართველოში თევზაობა ძვირი სიამოვნებაა, განსაკუთრებით ხარისიხანი თევზაობა (შეიძლება სიტყვა "ხარისხიანი" არ შეესაბამება მაგრამ მაინც) ანუ იხდი ბევრს და იჭერ ან ვერაფერს ან უკეთეს შემთხვევაში 2-3კილო თევზს.. ან იხდი ძალიან ბევრს და იჭერ კარგათ და რასაც იჭერ იმაშიც იხდი ძალიან ბევრს, სიამოვნებას კი იღებ მაგრამ მაინც გულში ნაღველი გრჩება რომ ეს სიამოვნება ასეთი ძვირი დაგიჯდა.. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ არის კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის მეთევზეთათვის შექმნილი პირობები! უფროსწორად საქართველოს შემთხვევაში ამ პირობების არ ქონა საერთოდ.. მინდა მოგიყვეთ რას ნიშნავს ფასიანი თევზაობა უკრაინაში! 1) ეს არის გარანტირებული თევზი რომლის სახში მიტანა არა მარტო არ შეგრცხვება არამედ სიამაყითაც კი აღივსები)))) 2)ფასი მინიმალური გადავიხადე ყველაზე იაფი 12ლარის ეკვივალენტი გრივნებში და ყველაზე ძვირი 30 ლარის ეკვივალენტი. 3)მეთევზეებისათვის ექმნილი პირობები ანუ ვგულისხმობ იმას რომ არ ეძებ ადგილს სადაც ნაკლები კამიშია რო ჩააგდო და ზაცეპკა არ გააკეთო, არ ეძებ ადგილს სადაც მზეზე არ დაიხრუკები მთელი დღე, არ ეზებ ადგილს სადაც სხვა მეთევზეები არ შეგიშლიან ხელს, და არ ფიქრობ იმაზე რომ შედიხარ სატევზაოტ საერთოდ ნახავ ადგილს დასადგომს თუ ყველა კრგი ადგილი დაკავებულია სხვა მეთევზეებით! 1 ტბა სადაც პირველად ვიყავი საერთოდ ფასიან მეურნეობაზე იყო 80კმ კიევიდან, ფასი70გრივნი, ლარზე თუ გადმოვიყვანთ გამოდის 12 ლარი.. ანკესების რაოდენობა შეზღუდული არ არის! დაჭერილი თევზის გატანის პრობლემაც არ არი, რასაც დაიჭერ შენია! 2 ჯერ ვიყავი ამ ტბაზე და ორივეჯერ 2 კაცმა სამ სამი ანკესით დავიჭირეთ ერთხელ 13კგ მეორეთ 11კგ კარპი მინიმუმ 300გრ და მაქსიმუმ 1,5კგ ( ჩვენ მოყვარულებათ ვითვლებით ასე რომ იქვე სერიოზულმა ბიძა კაცებმა სერიოზული თევზებიც დაიჭირეს 5-10 კილოიანი ეგზემპლიარები) პირობებიდან მინიმალური კომფორტი იყო ანუ მანქანით ნებისმიერ ადგილზე ტბის ნაპირას შეიძლებოდა მისვლა და ნებისმიერ ადგილზე ჩრდილში იდექი რადგან მთელ პერიმეტრზე ტყეა და ბუნება))) ეს რაც შეეხება ყველაზე იაფ ვარიანტს. იქვე დაახლოებით 20 კილომეტრით შორს იყო მეორე ტბა სადაც ფას 120 გრივნი იყო ანუ 24 ლარი. ამ საფასურში შედიოდა შემდეგი: მანქანის სადგომი ყარაულთან ერთად, საჩოკი იმ შემთხვევაში თუ არ გაქ. სათევზაო ადგილი, ნაპირიდან ტბაში შემავალი 20-30 მეტრის სიღრმეში ხიდი და ბოლოში ხის პლათრორმა დაახლოებით 15-20კვადრატული გადაფარებული პალატკა მაგიდა სკამები, ანკესის სამაგრები და მანგალით იქვე ნაპირში)))) მოკლედ იდეალური პირობები სათევზაოთ და უბრალოდ დასასვენებლად)) ამ ტბაზე ალბათ 5-6ჯერ ვიყავით რადგან არც შორს იყო არც ძვირი და თვზიც ისე მოდიოდა რომ ხან ანკესებს გადავდებდით და 1 ანკესით ვიწერდით იმიტომ რომ ვერ ვასწრებდით ფიზიკურად! თევზს რაც შეეხება ისევ და ისევ ჩვენი სამოყვარულო დონისთვის კარგი იყო 500 გრამიდან 2-3 კილოიანებამდე.. ისევ და ისევ გვერდით არაერთხელ მყავს ნანახი 10კგ კარპის ამოყვანის პროცესი))) მოკლედ დღეში მინიმუმ 10 კგ თევზს ვიჭერდით მაქსიმუმ 18კგ.. იყო კიდევ ერთი ტბა სადაც მოვასწარი წამოსვლამდე მოხვედრა, მხოლოდ იქ მიზანმიმართულად შუკაზე ვიყავით ქარიყლაპია ქვია მგონი ქართულად.. 30 ლარი ღირდა ნავით შეცურვის უფლებით)) მაგრამ ჩვენ დავიგვიანეთ ნოემბრის ბოლო იყო და ყინავდა ძალიან რამაც ხელი შეგვიშალა, მიუხედავად ამისა მაინც დავიჭირეთ რამოდენიმე ეგზემპლიარი)) ასე რომ თუ კი ვინმეს გაქვთ საშუალება ან აპირებთ უკრაინისკენ გეზის აღებას აუცილებლად წადით სათევზაოთ! კმაყოფილები დარჩებით ძალიან! თუ კი ვინმეს აინტერესებს შემიძლია დაგაკვალიანოთ კიდეც!! მოყევით ვის სად გითევზავიათ ფასიან მეურნეობებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ! P.S ბოდიში თუ კი თემა არ შეესაბამება იმ განყოფილებას რომელშიც დავპოსტე.. უბრალოდ ვერ ვნახე ამაზე შესაბამისი ადგილი... ფოტოები: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() აქ უკვე შუკაზე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() ძაღლით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,239 რეგისტრ.: 25-November 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
კლიენტის ნაკლებობის შემთხვევაში ფასებს გადახედავენ მგონი ფასებს კი არ უნდა გადახედონ, თევზი არ უნდა გააძღონ სიკვდილამდე, რომ ადამიანი, რომელიც ჩავა ანკესით სათევზაოდ მიიღოს სიამოვნება და მერე მთელს სამეგობროს მოუყვეს, თუ რა კარგია მანდ თევზაობა და მოდით კიდევ წავიდეთო. დააწესონ ამ თევზზეც ფასი, პროსტა ნუ იქნება დეზერტირების ბაზრის ფასები ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th May 2025 - 15:18 |