მდინარე იორი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
მდინარე იორი |
Jun 3 2012, 20:44
პოსტი
#1
|
|
![]() შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 216 რეგისტრ.: 23-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი... |
მდინარე იორი
ბინადრები: შამაია,მურწა,ხრამული,კალმახი. სათევზაო ადგილები: ძირითადათ მდინარე იორზე თევზაობენ თიანეთში სადაც საკმაოდ აქტიურობს შამაია და მურწა თევზჭერის მეთოდები: მდინარე იორზე თევზაობენ როგორც ფსკერულით ასევე ტივტივით ფსკერულზე უფრო მურწა იჭირება ვიდრე შამაია ძირითადი სატყუარები: თეთრი და წითელი ჭია ასევე მანის თქვეფილი აბა ვის რა გამოცდილება გაქვთ დაწერეთ თიანეთში მაქ აგარაკი ამიტომ ხშირად ვთევზაობ მდინარე იორზე უკმაყოფილო არასდროს წამოვსულვარ. |
|
|
|
![]() |
Jun 5 2012, 10:25
პოსტი
#2
|
|
![]() თვით დიდი ოჩო! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იორი მართლაც რომ მდიდარი მდინარეა თევზის მხრივ. თითქმის ყველანაირი თევზი ბინადრობს. დაწყებული სამეფო ოჯახით ( კალმახი) დამთავრებული ჩვეულებრივი გლეხი თევზით ( გველანა) საკმაოდ დიდი მდინარეა, დიდი რესურსი აქვს და ალბათ ამიტომაც არის ასე.
ჩემს ბავშობაში იორი მართლაც რომ გადატენილი იყო თევზით. ყველა სახეობა საკმაოდ ბევრი და დიდი ზომები იყო. ტივტივაზე ყველანაირი თევზი იჭირებოდა ( შამაია, მურწა, ფიჩხული იგივე ხრამული ) სიონის წყალსაცავზე ჩვეულებრივი შნურებით ( ე.წ. ;;დონკა;;) იჭირებოდა საზანი, კობრი ( კარპი) სქელშუბლა ( ტალსალობიკი) თან საკმაო დიდი ზომები. იყო დრო, რომ თიანეთიდან 2 კილომეტრში, სოფელ ლელოვანთან 5 კილოიანი კობრები ჯდებოდა შნურებზე. წყალი საკმაოდ მაღლა იყო ამოსული და ბევრი სიარული აღარ გვჭირდებოდა. როდესაც წყალი დაწეული იყო, 2 ადგილზე საკმაოდ კარგად იჭირებოდა ფიჩხული და მურწა. ეს ადგილები იყო: ნამზღვლევები და შავი მორევი. აქ ყოველთვის ბევრი თევზი იყო, მიუდედავად იმისა, რომ კვირა არ გავიდოდა ორჯერ ან სამჯერ დინამიტი არ ჩაეგდოთ. ასევე ვთევზაობდით ე.წ. ლამფა-ხმლით, რითიც საკმაოდ დიდი ზომების თევზებს ვეხმალავებოდით. მართალია მაშინაც იყო ბრაკონიერობა ( ქლორი, დენი, დინამიტი და ა.შ.) მაგრამ თევზი მაინც ინარჩუნებდა თავის ფორმას, იმიტომ რომ აუარებელი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველაფერმა წლების შემდეგ საკმაოდ ცუდი შედეგი გამოიღო. |
|
|
|
Rniko მდინარე იორი Jun 3 2012, 20:44
davit.p რავიცი მე მინახია ... Jun 3 2012, 21:25
tengo39 davit.p
ეგ არსად დაგვეკ... Jun 3 2012, 22:08
DAVITA იორში ყველანაირი თ... Jun 4 2012, 07:14
Rniko DAVITA
არამგონია ამურ... Jun 4 2012, 21:38
ლეკი ციტატა(Rniko @ Jun 4 2012, 22... Apr 29 2013, 22:48
davit.p tengo39
იმედია მთლად არ... Jun 4 2012, 23:05
vajnuci სიონზეც და იორზეც ... Jun 5 2012, 11:49
bachovar ციტატასიონზე 1988 წე... Jun 5 2012, 14:48
ჩელე ისე რაღაცა მეც მახ... Jun 5 2012, 15:19
diablo გუშინ დავბრუნდი ტა... Jun 6 2012, 13:55
КАА QUOTE (Rniko @ Jun 3 2012, 21:44) მდ... Dec 5 2012, 11:26
LeoTaso КАА
აპარატის ნახელ... Dec 5 2012, 14:04
შოთა.03 LeoTaso
ქიმიის ფული სად... Dec 5 2012, 15:52
ჩელე შოთა.03
მორიდებითა ... Dec 5 2012, 15:56
kajuberi მემეგონი წყლის დონ... Dec 5 2012, 16:00
КАА QUOTE (LeoTaso @ Dec 5 2012, 15:04) КА... Dec 5 2012, 16:32
Fly Fishing Club 2 კვირის წინ ვიყავი ... Dec 12 2012, 21:14
Boshetunmai იორზე დავდივარ მთე... Apr 29 2013, 13:50
ჩელე მაინტერესებს წელს ... Apr 29 2013, 21:11
Boshetunmai ციტატა(ჩელე @ Apr 29 2013... Apr 30 2013, 08:33
მახო. კაი გამარჯობა ბიჭე... Jun 24 2016, 22:42
მახო. хостинг изображений gif
фот... Jun 24 2016, 22:53
gio68 მშვენიერი შედეგია.... Jun 25 2016, 06:18
ჩელე ეს რამდენადაც მივხ... Jun 25 2016, 21:42
უიარაღო უმაგრესი შედეგია. ... Jun 27 2016, 08:17![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th November 2025 - 11:28 |