იჟ-26 (ИЖ - 26) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
იჟ-26 (ИЖ - 26) |
Aug 6 2009, 06:20
პოსტი
#1
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
იყიდებაო ესე მითხრეს ფოთში და ნიკა იქნებ ჩამოარაკრაკო შენ რომ იცი ისე ამ თოფის შესახებ?
|
|
|
|
![]() |
Aug 6 2009, 14:50
პოსტი
#2
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
![]() იჟ 26E ეს არის ჰორიზონტალურ ლულებიანი სანადირო თოფი, დაპროექტებული ზაკიროვისა და იზმეტინსკის მიერ ერთობლივად. წარმოებაში ჩაშვებულია 1970 წლიდან. იჟ 26 იმთავითვე ითვლებოდა როგორც იჟ 54-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ გაუმჯობესება მხოლოდ წონის შემცირებაზე აისახა. პირველ რიგში დაეცა ბალისტიკური მაჩვენებლები კერძოდ კი ლულის შიდა პროფილი 18,5 -ის ნაცვლად შემცირდა 18,2 მდე. ასეთი პროფილის ლულების დაბალ ბალისტიკურ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდებით. თუმცა ზოგიერთ, იშვიათ ეგზეპლარებს შესაშური მოხვედრის ძალა გააჩნიათ. ასეთი გაბურღვა ბოლო წლების იჟ54 საც ქონდა. ლულების სიგრძე გაუგებარი, 720 დან 730 მმ-დე მერყეობდა, რა მნიშვნელობა ქონდა 1 სანტიმეტრის სხვაობას გაუგებარია, უფრო მეტიც რაც შემხვედრია ყველა იჟ 26 -ის ლულა იყო 725 მმ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. სასხლეტ დამცემი მექანიზმი იყო იდენტური მისი წინამორბედისა, თუმცა კონსტრუქორებმა არც თუ ურიგო კორექტივი შეიტანეს მექანიზმში კერზოდ კი დაუმატეს ანტი სეფტორი, ეს მოწყობილობა ჩახმახების დამჭერია, სასხლეტი რომც დაისხლიტოს ჩახმახები ბლოკირებული აღმოჩნდება . რათქმაუნდა ასეთი სისტება მეტი უსაფრთხოების გარატიაა. იჟ - 26 -ის ჩახმახები ნემსებისაგან ცალკეა შესრულებული. თოფის მექანიზმს გააჩნდა ჩახმახების რბილად დაშვების ფუნქცია. იჟ26 აღჭურვილი იყო ჩახმახების შეყენების მაჩვენებლებით. და რაც მთავარია, თოფს დაუმატეს ეჟექტორები, ვაზნის ამომგდები სისტემა. სინამდვილეში ეს უკანასკნელი თოფის საექსპორტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოოდ თოფის სრულყოფილებაზე იქონია გავლენა. ეჟექტორებით იჟ 26 გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, იგი უკვე ასრულებდა ევროპული ბაზრისთვის(იაფასიანი იარღის) სტანდარტებს. იჟ 26 E -ზე იმ დროს მოდა იყო გამოცხადებული. რაც შეეხება ჩაკეტვის სისტემას აქედან იწყება ამ თოფის უკან გადაგმული ნაბიჯები. პირველი და თვალში საცემი რაცაა მესამე ჩაკეტვის სისტემა, ანუ გაქრა საყოველთაოდ ცნობილი საიმედო გრინერის ჭანჭიკი, მისი ადგილი დაიკავა უფრო მარტივმა კვანძმა. ეს უკანასკნელი თოფის სიმტკიცეს აშკარად აქვეითებდა. წონის შესუსტება იაფასიან სერიულ იარაღზე არ შეიძლება უარყოფითი ცვლილებები არ განიცადოს, კერზოდ კი შეიცვალა მასიური იჟ 54 -ს კალაპოტი, ის უფრო შეთხელდა, და დამსუბუქდა. ეჟექტორბს რაც შეეხება ამან რათქმაუნდა კალაპოტის კონსტრუქცია გაართულა. არც ეჟექტორები იყო სრულყოფილი კონსტრუქციის რაც მის ხშირ დაზიანებას იწვევდა. თამამდ შეიძლება ითქვას რომ ეჟექტორები მოუმზადებელლად დამონტაჟდა ამ მშვენიერ თოფზე. საოცარია მაგრამ ერთ წლის წარმოების შემდეგ კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ 26E-ს უეჟექტორო ვარიანტი. მას შემდეგ გამოდიოდა უეჟექტოროდ. კალაპოტის გაფორმების დროს ჭარბიბდა დაშტამპული ნახატებით თოფის გაფორმება, მინიმუმადე იყო დაყვანილი თოფის ხელით გრავირება თუ არ ჩავთვლით ერთეულ ეგზემპარებს. საცალო ტოფებს შეიძლებოდა ქონოდა სრულიად სხვა გეომეტრიის კალაპოტი. ![]() ყველაზე მასიური იყო თოფის კალაპოტის ცემენტაცია, "ფერადი წრთობა" ლულებისა და კალაპოტსი შეერთების შემდეგ, კალაპოტს მოხსნიდნენ, შეასრულებდნენ გრავირებას, და დებდნენ სპეციალურ ღუმელში(ჰერმეტიულ) სადაც 700-900გრადუს ცელსიუსზე აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უშვებდნენ წყალში ისე რომ ჟანგბადი არ შეხებოდა მეტალს. (ასეთი მეთოდი ლითონის ზედაპირს ამაგრებდა) შემდეგ მას წაესმეოდა სპეციალური ლაქი და პოლიმერიზაციის მიზნიტ ისევ ფეჩში... ასეთი მეთოდის შედეგად კალაპოტის ზედაპირზე ფიქსირდებოდა ულამაზესი ნახატი, ეს პროცესი არც თუ ისე რთული და ძალიან გავრცელებული იყო, თუმც არც ის იყო მოკლებული მინუსებს, კერძოდ კი დროთა განმავლობაში ძვრებოდა და "იქერცლებოდა" მისი ზედაპირი ![]() საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ იჟ 26E, იჟ 26, ამ მოდლებმა ვერ შეცვალეს იჯ 54 სრულყოფილად თუმცა საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავეს სერიული წარმოების სანადირო საბჭოურ თოფებში. მისი მთავარი დადებითი მხარე ეს მისი დაბალი წონაა. შედარებით დაბალი. იჟ 26. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი ლულების სიგრძე- 720-730მმ ლულების არხის ნომინალური დიამეტრი - 18,2 სავაზნე-20,6 * 70 მმ კალიბრი-12 ლულების შევიწროება - ჩოკი და ნახავრჩიკი(0,5მმ ; 1,00მმ) სალულე ფოლადის მარკა - 50 AP დასაშვები წნევა - 750კგ/სმ-კვადრატზე ვაზნების ამომგდები - ეჟექტორი ან ექსტრაქტორი კონდახი - პისტოლეტური ან ნახვრად პისტოლეტური, იშვიათად ინგლისური საკონდახე მერქანი- უმთავრესად წიფელი, იშვიათად არყის ხე, კაკალი თოფის წონა- 3200-3400გრ იჟ 26E და იჟ26 ერთად გამოვიდა 214754 ერთეული თოფი. 1970-1975 წლამდე. |
|
|
|
ბესო იჟ-26 (ИЖ - 26) Aug 6 2009, 06:20
Bonehill ფორუმზე არავის გვა... Jun 11 2010, 14:37
hunter87 მე მაქვს იჟ26-ეჟექტო... Jun 13 2010, 20:01
ლევანი ციტატა(hunter87 @ 13th June 2010 ... Jun 13 2010, 23:57
hunter87 ლულისკენ წინა მხარ... Jun 16 2010, 18:44
hunter777 ციტატა(hunter87 @ Jun 16 2010, 19... Jun 16 2010, 20:34
demi მეც მაქვს პატივცემ... Jun 16 2010, 19:31
hunter87 მადლობა ჰანთერ Jun 16 2010, 22:55
sachxere მაგ თოფით ავიდგი ფ... Jun 24 2010, 10:39
darcho იჟ-26-ე მაინტერესებ... Sep 26 2011, 17:18
ლევანი ციტატა(darcho @ 26th September 20... Sep 26 2011, 23:51
badu11 გამარჯობათ. ჩემს მ... Jan 26 2013, 19:12
Bonehill აქ დასვი კითხვა
http:/... Jan 26 2013, 19:37
გურია გამარჯობათ,მეც იჟ26-... Nov 1 2014, 22:16
ლეონ-ბლექი ციტატა(რობერტ @ 2nd N... Nov 1 2014, 23:54
გურია ციტატა(ლეონ-ბლექ... Nov 2 2014, 00:06
assassin29 1500 ლარი ისეთ დაზიან... Nov 2 2014, 11:19
გურია ციტატა(assassin29 @ Nov 2 2014, 1... Nov 2 2014, 13:15
kardinal84 მე მივცემ 1500 ლარად ჩ... Nov 2 2014, 15:53
გურია ციტატა(kardinal84 @ Nov 2 2014, 1... Nov 2 2014, 16:06
kardinal84 გურია
არა იყოს მად... Nov 2 2014, 16:13
გურია კარგად არ ჩანს მაგ... Nov 2 2014, 20:51
gel2001 1500 მაგ თოფში ძალიან ... Nov 11 2014, 19:17
გურია ციტატა(gel2001 @ Nov 11 2014, 20... Nov 11 2014, 19:30
gel2001 რესურსიც არა მგონი... Nov 11 2014, 19:34
marco-polo .
რა ლამაზი ნამუშე... Sep 26 2015, 12:29
pointeri magari dzaglia გამარჯობათ ყველას ... Jun 1 2016, 22:46
ახალციხელი pointeri magari dzaglia
ასე უნახ... Jun 2 2016, 08:47
pointeri magari dzaglia აი სურათის დადება ... Jun 2 2016, 10:05
ბლექ-ხასან pointeri magari dzaglia
ციტატა(ij 26e... Jun 2 2016, 12:36
ჭალიმგელა pointeri magari dzaglia
და ნიკის ... Jun 2 2016, 14:49
pointeri magari dzaglia ნიკა მქვია. უცებ რა... Jun 2 2016, 15:21
ბლექ-ხასან pointeri magari dzaglia
და თოფზე ... Jun 3 2016, 10:29
pointeri magari dzaglia არა ორაგორ აგარ მა... Jun 3 2016, 11:03
pointeri magari dzaglia თქვენ სახელს ხომ ვ... Jun 3 2016, 11:11
ოთო. pointeri magari dzaglia
ლევანი ქვ... Jun 3 2016, 19:58
pointeri magari dzaglia გასაგებია. დიდი მა... Jun 3 2016, 21:38
bubusicha ციტატა(ij 26e @ 3rd June 2016 ... Jun 4 2016, 07:50
Davitus Nika_99
ნიკოლოზ, ჩავას... Jun 8 2016, 23:23
Nika_99 დიდი მადლობელი გახ... Jun 10 2016, 13:25
4x4 სალამი ყველას
ამ თ... Nov 13 2016, 08:08
marco-polo ციტატა(4x4 @ Nov 13 2016, 09... Nov 13 2016, 12:22![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th December 2025 - 16:36 |