პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 686 რეგისტრ.: 27-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ვაჟა ხორნაული ჭალაზე შამოდიოდენ ქალი და ქალის ქმარია, უკვენ მოსდევდა ლაშქარი ძაღლი ურჯულოს ჯარია. ქალი ქმარს ეუბნებოდა: დაბრუნდი როგორც ტარია.- ჭიჩოს გავარდა ხირიმი, კიტოხს დააგდო ჩქამია. კიტოხით ჩამეედინნეს შიგ დარჩეულნი ყმანია. ხოცეს და ხოცეს ლაშქარი, არაგვ გაწითლდა წყალია. ==================== მე ვაჟი მომწონს ისეთი: წილ ედვას ყველასთანაო. მთიბლებში ცელი იქნივა, წადგა და წაახანაო. თუნდ იყვას მღერა-თამაში, იქაც თავ გაიტანაო ცხენის მხედრობაც კაია, სწორობა სწორებსთანაო. კაია პურადობაი, ედგას ჭურჭლების ჯარაო. დროზე შუღლობაც კაია, მტერს ჩაუნათო დანაო ================== ხან ვიტყვი გაჯავრებული, მოვკვდე,რადა ვარ მთელია! ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი, მუდამ ვაჯავრო მტერია! ================== მთიელო,მთაში გაზრდილო, ხმალს როდი მოგიშივდება, ომში შეხვალ და გამოხვალ, გული არ შაგიშინდება, სისხლისა ნაგუბარზედა ფეხი არ მოგიცურდება, უკან დახევა არ იცი, სისხლი რო შაგიხურდება. "მოსიარულე წმინდანები" მართლაც დიდება მაღალთა შინა!უფალს დიდება! მართლაც მადლობა მაღალთა შინა,დიდი მადლობა! თვის სახე მოგვცა,თვის მცნებები,გზა დაგვილოცა, ჩვენ კი ჯვარს ვაცვითდა იმ ჯვარზეც ჩვენთვის ილოცა. და გამოიხსნა მართალთ სულები,მისცა ადგილი, კაცად ცხოვრება და ცხონება გახდა ადვილი, ჩვენ კი არ ვცდილობთ მასთან მისვლას ბევრ ცოდვას ვბედავთ, სმენის შემძლენი,თვალხილულნი უფალს ვერ ვხედავთ. გმადლობთ უფალო,კვლავ რომ ზრუნავ,კვლავ რომ გვილხინე, წმინდა მამები,ძმები,დები რომ მოგვივლინე, ვინც გვანუგეშებს,ვინც გვპატრონობს,ვისიც ვიწამეთ- მოსიარულე წმინდანები-დედამიწაზე! ეძღვნება კათალიკოს პატრიარქს_ილია II-ს |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:49 |