პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 686 რეგისტრ.: 27-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
"გზააბნეული კაცობრიობა"
უკიდეგანო შექმნა სამყარო: ხმელეთს შერია წყ**ბი, განალაგა და მოაწესრიგა, უდაბნო, ზღვა და მთები თავ-თავის წესზე ჩასხა სულდგმულნი, მერე_მაღალი ნებით კაცობრიობას გადააბარა მოფერებით და ქებით აგერ, ამდენი საუკუნეა გზააბნეულნი ვრჩებით_ დედამიწაზე ვეძებთ უფლის გზებს, ვკვდებით, ვცოცხლდებით, ვკვდებით! ხან საოცარი ვაგეთ ტაძრები_ ავაღაღადეთ ქვები, ხან უცნაური მექანიზმებით დავსერეთ ცა და წყ**ბი, ბოლოს დაღლილნი, დამძიმებულნი მარტო ვრჩებით და ვხვდებით, რომ მხოლოდ დიდი სიყვარულია მისკენ მავალი გზები! ავტორი:ნონა ჩუნთიშვილი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:49 |