კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
![]()
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
აგერ უკვე მეოთხე წელია რაც მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" , ატარებს შეჯიბრებებს სასტენდო სროლაში . ძირითადათ კლასიკაში. რითაც პირველ რიგში პოპულარიზაციას უწევს სპორტის ამ შესანიშნავ , მაგრამ საქართველოში მივიწყებულ სახეობას.
თუმცა მეგობარ კლუბებში შეინიშნება დაინტერესება ამ საკითხით, ასევე ღონისძიებები, რაც მისასალმებელია. კლუბი "ოჩოპინტრე" შეიძლება თამამად ჩაითვალოს ამ საქმის ნოვატორად საქართველოში (მოყვარულთა და მონადირეთა შორის). ბოლო დროს კლუბი ყურადღებას უთმობს ისეთი სპორტის სახეობას რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. სპორტს რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ როგორც "სპორტინგი". თუ რა არის "სპორტინგი" ამაზე გარკვევით წერია ფორუმის შესაბამის გვერდზე. შარშან პირველად ქართული სპორტის ისტორიაში , კლუბმა "ოჩოპინტრემ" პირველმა, ჩაატარა შეჯიბრი სპორტინგში, მოყვარულ-მონადირთა შორის. არც წლევანდელი წელი გახლდათ ტრადიციის უგულველყოფის წელი. წელს კლუბმა ოჩოპინტრემ ჩაატარა მორიგი , აწ უკვე ტრადიციული შეჯიბრი "სპორტინგში". რომელშიც მონაწეილეობა მიიღო ყველა მსურველმა (მხოლოდ კლუბის წევრებიდან !), რომლის ასაკიც 21 წელზე მეტია და კანონით თავის სახელზე გაფორმებული თოფის შენახვა ტარების უფლება ეძლევა. ![]() გარკვეული მოსამზადებელი ვადის შემდეგ დაითქვა დრო და დაიწყო კიდევაც შეკრება : მეგრელს ვინ დაასწრებდა პუნქტუალურობაში ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გვემატებოდა და იზრდებოდა მონაწილეთა და მაყურებელთა რაოდენობა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, რომ იანვრის ამბები კარგად დამთავრდა და ბიჭები,მათ შორის კი ბონე ცოცხალი გვყავს და აგერ რეებს უკეთებს ორგანიზებას.
პირადად პირველად მივიღე მონაწილეობა და ბევრი , მათ შორის კი ჩემი თავიც გავაკვირვე, თურმე სროლა მისწავლია...III საპრიზო ადგილი დიდი პატივია. შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული, მთავარი კი მონატრებული ხალხი ვიხილეთ. მადლობა ბიჭებს : ბონეს, დავითუსს, ჰერცოგას, ასევე I არხს, გადაცემა საფარის შემადგენლობას და ჩვენებს ირაკლის და მავერიკს. ირაკლის ვულოცავ ჩემპიონობას და ჭალიმგელას ვერცხლის მედალს. მთელს კლუბს გილოცავთ, რომ ასეთი კარგი საქმეების კეთება შეგვიძლია და გვყავს ჩვენი ბონე, შემართული, ჯანმრთელი, რომელიც მომავალშიც გაგვახარებს ამგვარი ღონისძიებებით. ყველას ისევ გამოგრჩათ ტამპლიერი, რა სურათები, რა მომენტები, რა კადრები... მისი ფოტოების წყალობით ყველამ გაიზიარა იმდღევანდელი განწყობა. ოქრო ხარ ნიკოლოზ... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 18:30 |