პოეზია, ლექსები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
პოეზია, ლექსები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() შურდულით მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 406 რეგისტრ.: 24-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
ლექსები ნადირობაზე თევზაობაზე და არა მარტო.
(ეს თემა იმაზე გამახსენდა კუმისის თემაში პოეზიის 20 წუტი რომ მოეწყო ![]() მე ძალიან მიყვარს ეს ლექსი ![]() სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() თოფით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti ![]() |
( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი... კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: _ იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. _ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! _ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო! ამ მიწის ბედი ჩემი ბედია ამ მიწის ბედი ჩემი ბედია, მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს, მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან, რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ, ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი, საწურთო ჩემზე ისე ბალახობს, როგორც უღელში ნაბამი ხარი. დავალაჯუნებ დედამიწაზე, ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს, სადაც მივდივარ, გზა მიდევს შორი, წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს. ამ მიწის ბედი ჩემი ბედია ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი. გოდერძი ჩოხელი "იქნება ის ქვეყანა სჯობს, ამ ქვეყანასა წყეულსა, თორემ ერთს მაინც ვნახავდით იქიდან გამოქცეულსა" გოდერძი ჩოხელი |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2025 - 01:45 |