კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
Jun 17 2012, 22:34
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აგერ უკვე მეოთხე წელია რაც მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" , ატარებს შეჯიბრებებს სასტენდო სროლაში . ძირითადათ კლასიკაში. რითაც პირველ რიგში პოპულარიზაციას უწევს სპორტის ამ შესანიშნავ , მაგრამ საქართველოში მივიწყებულ სახეობას.
თუმცა მეგობარ კლუბებში შეინიშნება დაინტერესება ამ საკითხით, ასევე ღონისძიებები, რაც მისასალმებელია. კლუბი "ოჩოპინტრე" შეიძლება თამამად ჩაითვალოს ამ საქმის ნოვატორად საქართველოში (მოყვარულთა და მონადირეთა შორის). ბოლო დროს კლუბი ყურადღებას უთმობს ისეთი სპორტის სახეობას რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. სპორტს რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ როგორც "სპორტინგი". თუ რა არის "სპორტინგი" ამაზე გარკვევით წერია ფორუმის შესაბამის გვერდზე. შარშან პირველად ქართული სპორტის ისტორიაში , კლუბმა "ოჩოპინტრემ" პირველმა, ჩაატარა შეჯიბრი სპორტინგში, მოყვარულ-მონადირთა შორის. არც წლევანდელი წელი გახლდათ ტრადიციის უგულველყოფის წელი. წელს კლუბმა ოჩოპინტრემ ჩაატარა მორიგი , აწ უკვე ტრადიციული შეჯიბრი "სპორტინგში". რომელშიც მონაწეილეობა მიიღო ყველა მსურველმა (მხოლოდ კლუბის წევრებიდან !), რომლის ასაკიც 21 წელზე მეტია და კანონით თავის სახელზე გაფორმებული თოფის შენახვა ტარების უფლება ეძლევა. გარკვეული მოსამზადებელი ვადის შემდეგ დაითქვა დრო და დაიწყო კიდევაც შეკრება : მეგრელს ვინ დაასწრებდა პუნქტუალურობაში გვემატებოდა და იზრდებოდა მონაწილეთა და მაყურებელთა რაოდენობა. |
|
|
Jun 20 2012, 20:31
პოსტი
#2
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 1,604 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: kvareli_tbilisi |
გილოცვთ ყველას!!!
ძალიან კარგი შეჯიბრი ჩაგიტარებიათ სურათებიდან ჩანს და ვისიამოვნე საკმაოდ. სამწუხაროა რო ამჯერადაც გამოგაკლდით |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 04:15 |