კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კლუბ "ოჩოპინტრეს" II შიდა საკლუბო ტურნირი სპორტინგში, sporting clay competition in Georgia |
Jun 17 2012, 22:34
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
აგერ უკვე მეოთხე წელია რაც მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე" , ატარებს შეჯიბრებებს სასტენდო სროლაში . ძირითადათ კლასიკაში. რითაც პირველ რიგში პოპულარიზაციას უწევს სპორტის ამ შესანიშნავ , მაგრამ საქართველოში მივიწყებულ სახეობას.
თუმცა მეგობარ კლუბებში შეინიშნება დაინტერესება ამ საკითხით, ასევე ღონისძიებები, რაც მისასალმებელია. კლუბი "ოჩოპინტრე" შეიძლება თამამად ჩაითვალოს ამ საქმის ნოვატორად საქართველოში (მოყვარულთა და მონადირეთა შორის). ბოლო დროს კლუბი ყურადღებას უთმობს ისეთი სპორტის სახეობას რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. სპორტს რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ როგორც "სპორტინგი". თუ რა არის "სპორტინგი" ამაზე გარკვევით წერია ფორუმის შესაბამის გვერდზე. შარშან პირველად ქართული სპორტის ისტორიაში , კლუბმა "ოჩოპინტრემ" პირველმა, ჩაატარა შეჯიბრი სპორტინგში, მოყვარულ-მონადირთა შორის. არც წლევანდელი წელი გახლდათ ტრადიციის უგულველყოფის წელი. წელს კლუბმა ოჩოპინტრემ ჩაატარა მორიგი , აწ უკვე ტრადიციული შეჯიბრი "სპორტინგში". რომელშიც მონაწეილეობა მიიღო ყველა მსურველმა (მხოლოდ კლუბის წევრებიდან !), რომლის ასაკიც 21 წელზე მეტია და კანონით თავის სახელზე გაფორმებული თოფის შენახვა ტარების უფლება ეძლევა. გარკვეული მოსამზადებელი ვადის შემდეგ დაითქვა დრო და დაიწყო კიდევაც შეკრება : მეგრელს ვინ დაასწრებდა პუნქტუალურობაში გვემატებოდა და იზრდებოდა მონაწილეთა და მაყურებელთა რაოდენობა. |
|
|
Jun 21 2012, 07:30
პოსტი
#2
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
david-uru
ჯერ ადრეა აღორძინებაზე რომ გვქონდეს პრეტენზია მაგრამ ნოვატორები ნამდვილად ვართ საქართველოში, პირველად კლუბმა ოჩომ ჩაატარე, წელს უკვე მეორედ ჩატარდა შეჯიბრი. |
|
|
Jun 22 2012, 00:12
პოსტი
#3
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 134 რეგისტრ.: 16-February 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი, საქართველო |
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 15:26 |