მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მართლმადიდებლური ხატები, ფრესკები და მონასტრები |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 686 რეგისტრ.: 27-June 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ხატი ჯვართამაღლება ![]() ![]() ![]() ![]() ხატი ყოველთა წმინდათა ![]() |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
![]() დიდოსტატი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი ![]() |
ეკლესიის გარეთ არსებული „ქრისტიანობა" ამ თემაზე მსჯელობის სურვილი აღმიძრა იმ შემაძრწუნებელმა რეალობამ, რომელშიც ჩვენი ხალხი იმყოფება. კერძოდ, ხშირად მომისმენია: „ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოების არა მჯერა". რატომ? რაშია საქმე? შესაძლებელია კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია არა? როგორც ჩანს, შესაძლებელია, რადგან ასეთი რამ ცხოვრებაში გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? რაც გინდათ, დაარქვით, ოღონდ ქრისტიანულს ვერ უწოდებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არ არსებობს. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ „ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3, 15-16), რომ ეკლესია არის „ქრისტეს სხეული" (კოლ. 1, 2; ეფეს. 1, 23). მაცხოვარი ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16, 18). ეხლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, ღებულობდე ქრისტეს სწავლებას და არ ღებულობდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ „რწმენას", მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა, ისევე როგორც ცოდვა - ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც ადგილი კი აქვს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა. საინტერესოა, რა კვებავს ცოდვის ამ სახეს, რასაც ეკლესიისაგან განდგომა, მისი უარყოფა ჰქვია? მიზეზი ბევრია, ძირითადში კი ეს სიმრავლე ორ პირობით ჯგუფად შეიძლება დაიყოს. ერთის მხრივ, ეკლესიის უარყოფა, ანუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ დონეზე, მეორე მხრივ - ეკლესიისაგან განდგომა სუბიექტური, ანუ ინდივიდუალური მიზეზების გამო, რაც რიგ შემთხვევაში პირველი მიზეზიდან გამომდინარეობს, რიგ შემთხვევებში კი საკმაოდ ინდივიდუალურია. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო დონეზე ჩვენთვის საკმაოდ ცნობილია. ეს ნიშნავს სახელმწიფო კანონებით ეკლესიის უფლებებისა და მისი მოღვაწეობის ფარგლების მაქსიმალურ შეზღუდვას - იდეოლოგიურ ომს ეკლესიის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ხელოვნების და კულტურის გამოყენებით ეკლესიისა და სამღვდელოების დისკრედიტაციაში მხატვრული ფილმების, სპექტაკლების, ტელე-რადიო გადაცემების, ლიტერატურული ნაწარმოებების და სხვადასხვა საშუალებებით. ამ გზით ადამიანის გონებაში, მის ცნობიერებაში ითესება ბოროტი თესლი ურწმუონებისა, ეჭვი და უნდობლობა იბადება ადამიანში ეკლესიისა და სასულიერო პირთა მიმართ, რაც თანდათანობით აცილებს ქრისტიანს (და აძულებს კიდეც) ეკლესიის გარემოს და უცხოს ხდის მისთვის. ათწლეულების მანძილზე ხელოვნურად იქმნებოდა ადამიანის ცნობიერებაში კარიკატურული წარმოდგენები ეკლესიაზე. და თუ დღეს ვხვდებით ბევრ თანამემამულეში ეკლესიისადმი უნდობლობას და შეიძლება სიძულვილსაც კი, სინამდვილეში ისინი მიმართულია იმ კარიკატურული წარმოდგენებისადმი, როგორადაც აღიქვამენ ეკლესიას, სინამდვილეში კი არ იციან რა არის ეკლესია. მთელი სისრულით აღქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს ეკლესია, მისი ცხოვრების მისტიკური (საიდუმლო) მხარე, მისი სულიერი სიღრმე, გარკვეულწილად აღემატება ადამიანურ ძალებს. ეკლესიურ ცხოვრებას ადამიანი უერთდება არასრულად, ნაწილობრივ, მაგრამ არსებობს ეკლესიის ცხოვრებაში - საიდუმლო ღვთისმსახურებაში - შეღწევის სხვადასხვა ხარისხი. გონებით წვდომა იმისა, რომ ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია, რამეთუ „დიდ არს ღვთის მსახურებისა იგი საიდუმლო" (1 ტიმ. 3-16). საჭიროა ცოცხალი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. და მხოლოდ ამ შემთხვევაში იხსნება ეკლესია ადამიანის წინაშე, როგორც უმაღლესი რეალობა. იმისათვის, რომ გაარჩიოს ადამიანმა ეკლესიის არსი სხვადასხვა ფორმით მისი გარეგნული გამოვლინებისაგან, სულაც არ არის საჭირო იყო ღვთისმეტყველი; მაგრამ ვაი, რომ ხშირად ხდება აღრევა მათი, რასაც ალბათ ვერც გაექცევა ადამიანი და ფაქტიურად ხდება ის, რომ თუ ეკლესიის გარეგნულ გაფორმებაში ადამიანს რაღაც არ მოეწონა ან მიუღებელი გახდა მისთვის, ამასთან ერთად შინაგანად, შინაარსობრივადაც სცილდება ეკლესიას. ძალიან იოლია სამღვდელოების კრიტიკა. ვისგან გვესმის უმთავრესად ამგვარი კრიტიკა? მათგან, ვინც არად დაგიდევთ ღვთის მცნებებს სათავისოდ, სამაგიეროდ დიდის მონდომებით, ერთგვარი ბოროტი სიხარულითაც კი ყვებიან სხვადასხვა ცილიმწამებლურ ამბებს, თუნდაც სინამდვილეს. ალბათ არავის აკრიტიკებენ ისე ადვილად, თავაშვებულად, როგორც ეკლესიის წარმომადგენელთ; ხან ბრალს სდებენ ფარისევლობაში, თვალთმაქცობაში, ვერცხლისმოყვარეობაში, უწესო ცხოვრების წესში. ეს კრიტიკა იმათგან მოდის უმეტესად, ვისთანაც არც სარწმუნოების და არც ეკლესიის შვილობის განცდაა. შედეგი კი საკმაოდ მტკივნეულია, ადამიანები, რომლებიც ვერ არჩევენ ეკლესიის არსს მისი გარეგნული-ფორმობრივი გამოხატულებისა და ნიშნებისაგან, მიდიან სექტანტებთან, მათთან, ვინც არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ეკლესია გააშაოს; იმასაც კი ამბობენ - „რა საჭიროა სამღვდელოება, რაში გვჭირდება შუამავალი ქრისტესთანო". თუ ყურადღებით დაუკვირდებით რა მოთხოვნებს უყენებენ სამღვდელოებას, დარწმუნდებით, რომ პრაქტიკულად შეუძლებელიც კია ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება. სამღვდელოებისაგან მოითხოვენ ხოლმე იმას, რისგანაც ასე ადვილად ათავისუფლებელ საკუთარ თავს. თუ მღვდელი შეცდა ან გაბრაზდა, ან ყურადღებიდან გამორჩა რამე ან ვინმე, არასგზით არ პატიობენ მას. მღვდელში დანახული ადამიანური სისუსტეც კი აბრკოლებთ მის მიმართ. ამ დროს მღვდელი ისეთივე ადამიანია, როგორიც სხვა ნებისმიერი; მასშიც, როგორც ყველა ადამიანში, არსებობს პოტენციური (მემკვიდრეობითი) მიდრეკილება ცოდვისაკენ. მასაც ებრძვის ბოროტი, მასაც შეიძლება შეეშალოს. უფრო მეტსაც ვიტყვით. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სამღვდელოებაში შესაძლოა არიან ისეთებიც, ვინც ნამდვილად არ იმყოფება მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ მთავარი მაინც ის სატკივარია, რომ ამგვარ მორწმუნეთა დიდ უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია ეკლესიური ცნობიერება. მათთვის არ არის ეკლესია დედა, მათთვის საეკლესიო იერარქია უცხოა, არავითარი სიყვარული არ გააჩნიათ სამღვდელოებისა, არა როგორც იერარქიისა, არამედ როგორც ადამიანებისა. აქედან მოდის ის დაუნდობლობა, ხშირად სიძულვილიც კი, რასაც ეკლესიისა და მისი იერარქიისადმი იჩენენ. ფაქტიურად, ამაშია მიზეზი „ეკლესიის გარეშე არსებული ქრისტიანობისა". ადამიანის გონებაში ბუნებრივად იბადება მრავალი შეკითხვა იმ მიზეზით, რომ დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახარებისეული სიმართლე და თანამედროვე იდეოლოგია; და თუ ადამიანი ყოველდღიურად არ კითხულობს წმიდა წერილს, მოციქულთა სწავლებას, მის გონებაში გაჩენილ ყოველ ამგვარ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მიმართავს არა წმიდა წერილს, არა ღვთისმეტყველების საკითხებში მომზადებულ მაღალ სულიერ ადამიანს, არამედ თავის თავში თავისუფალ გასაქანს აძლევს ყველაფერ იმას, რაც პირიქით, აღრმავებს სულიერი კრიზისს. ასეთი მოვლენა ალბათ იმითაც აიხსნება, რომ ჩვენი თანამედროვე ცხოვრება აღვსილია უნდობლობით ეკლესიის მიმართ. მით უფრო, რომ ამ უნდობლობისათვის საფუძველის ჩაყრა ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო პროგრამით იყო გათვალისწინებული. ჩვენს წინაშე არსებული საკითხებისა და პრობლემების ქრისტიანული დანახვა ჩვენგან მოითხოვს დიდ შრომას, ეკლესიის სწავლებასა და მის ისტორიაში ჩაღრმავებას. ეს..ვისი ქადაგებაა??... |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 9th July 2025 - 12:45 |