საუბრები ახალ შემოყვანილ ჯიშებზე |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საუბრები ახალ შემოყვანილ ჯიშებზე |
![]()
პოსტი
#1
|
|
ქვით მონადირე ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 84 რეგისტრ.: 10-April 11 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ეპანიოლი მართლაც კარგი ძაღლია ვინც ბინაში ცხოვრობს იმისათვის ძაან კარგი, პატარა და იოლი მოსავლელი ძაღლია. მას ევროპაში უწოდებენ ძაღლს ბრაკონიერების . ჩემს მეგობარს ყავს ჩამოყვანილი სერბეთიდან ახლა ის ძაღლი უკვე 8 თვისაა. ძაან კარგი თვისებებით გამოირჩევა .
აქ გავაგრძელოთ საუბარი !!! თხოვნა მექნება კორექტულად წერეთ , ყოველგვარი ცინიზმის და უხეშობის გარეშე !!! პატივისცემით ზახარა |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება ![]() |
ალიკ, მეც პატივისცემით არ ვამბობ და მაგას არ ვამბობ? თუ კი არასოდეს უნახავს თვალით, არც საველეზე და არც ნადირობაში, არც არავის ყოლია გარშემო ისეთს, ვისაც ენდობა, და მაინც 1000 დოლარს გადაიხდის ლეკვში, რა დავარქვა - თუ არა, - მოდასაყოლილი, რაღაცა უცხოს და განსაკუთრებულის მაძიებელი. შემიძლია სხვა სახელიც მოვუძებნო: "რეკლამებსაყოლილი, მეძაღლეობაში ფულის საშოვნელად დამკვიდრებამოწადინებული პერსონების მიერ გაბრიყვებული ადამიანი."
მე მოდურია-თქო ჯიშებზე არ მითქვამს, სიახლეა ხოლმე ჩვენთან მოდური. ან არაფერს წარმოდგენენ-მეთქი, როგორ ვიტყოდი, როცა არა ვიცი რა ამ ჯიშების შესახებ და მართლა წარმოდგენაც არა მაქვს, რისი თავი აქვთ მინდორში. ეპანიოლს და ვიჟლას ვგულისხმობ, ვაიმარანერი ასე თუ ისე, გავიცანით. მაგრამ იმედია, გამოვასწორებ ამ ჩავარდნას ჩემს კინოლოგიურ განათლებაში. ღვთის წყალობით, ერთხელ ყირიმში ჩასვლა აბსოლიტურად საკმარისია ყველაფერში გარკვევისათვის. მეც გავიჭირვებ, თბილისი-სიმფეროპოლის რეისის ფულს როგორმე ვიშოვი, ეპანიოლსაც ვნახავ, დარიგადსაც და "ლასტოჩკინოე გნეზდოსაც". აბა, მერე გამიბედოს ვინმემ ჭკუის სწავლება! ![]() ახლა ხუმრობის გარეშე: ბრმა აქ არავინაა და რაც ხდება და რისთვისაც ხდება, ნათელია. მართლა არაკორექტულია ბრეტონის სეტერ-პოინტერთან შედარება. მაგრამ ლეკვების ფასების შედარება და საკუთარი აზრის გამოთქმა ნებისმიერი გამყიდველის და ნებისმიერი მყიდველის (თუნდაც პოტენციურის) პრეროგატივაა. ასე ყალიბდება საბაზრო ღირებულება. მაგრამ ნამდვილად არაკორექტული მგონია, ისეთი კატეგორიული განცხადება, როგორითაც შენი პოსტი თავდება. რას ქვია "თქვენი სეტერები და პოინტერები"? ვაშენკოს რომ ეთქვა, კიდე ჰო..(დარწმუნებული ვარ, არასოდეს იტყოდა) და თქვენები რომელია? |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:19 |