ბრეტონული სპანიელი, მუსიე De l'Epagneul Breton |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ბრეტონული სპანიელი, მუსიე De l'Epagneul Breton |
![]()
პოსტი
#1
|
|
![]() ადმინი გიყურებს შენ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: გლობალ-ადმინი პოსტები: 14,406 რეგისტრ.: 12-August 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi ![]() |
საბედნიეროდ, საქართველოში, მცირედ მაგრამ, მაინც არის ეს ჯიში... მე ამ ჯიშთან პირველი შეხება ესპანეთში მქონდა, შორიდან სეტერს გაგონებს, მაგრამ კუდი რომ არა აქვს ხვდები რომ რაღაც სხვა არის...
ბევრად მცირე გაბარიტების არის, ვიდრე პოინტერი ან სეტერი, ყველაზე მეტად რამაც მიიპყრო ჩემი ყურადღება, ეს იყო ამ ძაღლების დამჯერობა იქ მითხრეს რომ ბრაკონიერების ძაღლსაც ეძახიანო, შეუძლია ბრძანებისამებრ პატრონს ფეხიდან არ მოსცილდეს და ჩუმად და დინჯად სდიოს ფეხდაფეხ საკმაოდ ჭკვიანი და ბევრნაირ ლანდშაფტზე "გამავალი" ჯიშია ![]() წარმომავლობა საფრანგეთიდან მოდის, დაახლოებით 1850 წლიდან გამოჩნდა თვალსაწიერში პ.ს. დეტალები და ვრცელი ინფოს უკანა ნალი აღარ მაქვს, რაც გამახსენდა ის დავწერე, თუ ვინმე დააკოპირებთ ნეტიდან (წყაროს მითითებით) დამავალებთ |
|
|
![]() |
![]()
პოსტი
#2
|
|
შუბით მონადირე ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi ![]() |
ისტორია
ჩენში მონადირეებმა კარგად იციან ბრიტანული და გერმანული მეძებრების შესახებ. მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის ფრანგული წარმოშობის მეძებრებზე ბარკოსა და ეპანიოლის შესახებ. ერთ ერთი მათგანია ეპანიოლ ბრეტონი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში. საფრანგეთში არსებობს ბრეტონების 4 ტიპია: ბრეტონული, ფრანგული, პიკარტული, პონტომერული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ბრეტონული. ფრანგი კინოლოგები დღეს დღეობითაც კი კამათობენ ეპანიოლის წრმოშობის შსახებ. ზოგიერთები თვლიან რომ სახელი პირადაპირ მივითითებს მის ესპანურ წარმოშობაზე და იგი წამოსულია ესპანური გრძელ ბეწვიანი მეძებრიდან. სხვები კი თვლიან რო სახელი წამოსულია ფრანგული ზმნიდან მეძებრის ძებნის მანერაზე "s'espaignir" რაც ნიშნავს ჩაწოლილ-გაჭიმულს. ეპანიოლის ტიპის ძაღლები ჯერ კიდევ XV საუკუნეში იყვნენ პოპულარულები საფრანგეთში. მათი იმდროინდელი არსებობას ადასტურებ XVII საუკუნეში შესრულებული ნახატები და გობელინები. კონსტიტუციურად ძაღლებს რომლებსაც ნამუშევრებზე ვხვდებით არიან შედარებით მაღალი ხმელი და გაჭიმული ფორმატის. თვალსაჩინო მაგალითია ორდის ნახატი სადაც თეთრი ძაღლი დგას ნაბულზე (გნოლზე). XVII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს სრულიად ახალი ტიპი მეძებრისა რომელთა გამოყენებაც მასიურად დაიწყეს ნადირობაში. სწორი წარმოებული სელექციის შედეგად ი მიიღეს ის რომ ეს ძაღლები შედარებიტ მომცრო ტანისები იყვნენ, იყვნენ უფრო სწრაფები, უკეთესი ყნოსვით, შედარებით ფართო ძებნის და მყარი ნაბულით. ლუდოვიკო XV წლებში ეპანიოლით ნადირობის მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რის შედეგადაც ეპანიოლები გავრცელდნენ ცენტრალურ ევროპასა და ინგლისში. ამას დაემატა ისიც რო შეიქმნა ახალი თოფი რომელიც იყო შედარებით მსუბუქი და პრაქტიკული ფრინველზე ნადირობისას. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის რომ გაიზარდა მოთხოვნა თოფით სანადირო ძაღლებზე რის გამოთაც საფრანგეთიან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და რუსეთშიც კი დიდი რაოდენობით გაყვაილი იქნა ეპანიოლები ბრაკოები და მდევრები. საფრანგეთის რევოლუციისა და ომის შედეგად დაიკარგა ბევრი სუფთა სისხლის ეპანიოლი რომლებიც პატროებთან ერთად გაქრნენ. ფრანგმა არისტოკრატებმა რომლებიც არეულობის დროს ინგლისში გაიქცნენ და თან წაიყვანეს თავიანთი ძაღლები ნაწილობრივ უკან დააბრუნეს საფრანგეთში. ინგლისში ეპანიოლის სისხლებში შერეული იქნა ინგლისური გრძელ ბეწვიანი მეძებრის სისხლები, რთაც ინგლისელმა მწარმოებლებმა მიიღეს ის რომ ძაღლები იყვნენ დიდი გაშლილი ძებნის, უკეთესი დახვეწილი სტილით და შეეძლოთ მყარ ნაბულზე ხანგრძლივად გაჩერება. მათში ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა რომ ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საველე შეჯიბრებები. საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დღეს დღეობით საფრანგეთში არ მოპოვება ეპანიოლი რომელსაც მცირო ნაწილით მაინც არ ურევია ინგლისური სისხლი. ვთარგმნე სტატია... ხვალ სრულად დავასრულებ სტანარტს და მაგასაც მოგაწვდით. |
|
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd May 2025 - 15:03 |