პროპელერები |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
|
პროპელერები |
Jul 6 2012, 18:06
პოსტი
#1
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
სპორტინგის ერთ ერთი განშტოებაა პროპელერებზე სროლა.ყველაზე განსხვავებული დისციპლინაა ყველა არსებულთა შორის. მთავარი ღირსება ამ სახეობის არის ის, რომ , სამიზნე ყოვლად წარმოუდგენელი ტრაექტორიით და მოულოდნელი კუთხით ფრინდება.
როგორც ოლიმპიურ სახეობებში, ასევე სპორტინგში, სროლა მიმდინარეობს ერთსა და იმავე სტანდარტულ ან მეტ ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებულ ( ძირითადად ზომით და წონით) სამიზნე თეფშებზე. ![]() არსებობს: სტანდარტული, მიდი, მინი, ბატუ, და "რებითი".... პროპელერები კი განსხვავებულია ყველა აქამდე ცნობილი სატყორცნი თეფშებისგან. პროპელერების გამოგონება პირდაპირ კავშირშია ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებასთან. პროპელერი წარმოადგენს (პლასტმასის) 10 სანტიმეტრი სიგრძისა და 2,5 სანტიმეტრი სიგანის თეფშს რომელიც, მოთავსებულია აგრეთვე პლასტმასის , ორფრთიან პროპელერში, პროპელერიც და თეფშიც მყიფე პლასტმასისაგან მზადდება. ![]() პოზიციიდან 25-30 მეტრზე, დამონტაჟებულია სასროლი აპარეტ-დანადგარები. რომლებიც, ჯერ ბრუნვას ანიჭებს პროპელერებს, შემდეგ კი გაურკვეველი კუთხითა თუ ტრაექტორიით გატყორცნის მათ. ![]() ![]() გატყორცნის ადგილიდან 20 მეტრზე გაბმულია თვლსაჩინოდ ფართე ზონარი, მიწიდან 80 სმ სიმაღლეზე. რომელიც მსაჯის ფუნქციასაც ითავსებს. თუ დაზიანებული სამიზნე გაცდა ზონარს და დავარდა, მსროლელი იმსახურებს 1 ქულას, თუ დაზიანებული სამიზნე დავარდა ზონრამდე მაშინ მსროლელი იმსახურებს 2 ქულას. დაცდენა შესაბამისად 0 ქულას. იგივე პრინციპი არსებობდა, ცოცხალ მტრედებზე სროლის შეჯიბრებზე. სპორტინგის ამ განშტოებაში, გამოიყენება ნებისმიერი კოსნტრუქციის 12 ყალიბის თოფები.გამოიყენება საფანტი არაუმსხვილეს 2,5 მმ-ისა (ანუ 7 ნომერი) ხოლო ვაზნაში, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრამს ! ! ! პროპელერებზე სროლა, სპორტის იშვიათ სახეობას წარმოადგენს. გარდა ამისა, დამზადების რთული ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე, ერთი პროპელერის ფასი 2-3-ჯერ ძვირია სტანდარტული სასტენდო თეფშის ღირებულებაზე. პროპელერების გამშვები დანადგარები და სანგარი ![]() ![]() პროპელერების ფრენის ტრაექტორია, არასტაბილური, აცა ბაცა ფრენის სტილით ხასიათდება, მაქსიმალურად მიახლოებულია ზოგიერთი ფრინველის ფრენის მანერაზე. ვიდეო რგოლი თვალსაჩინოებისთვის. |
|
|
|
![]() |
Jul 9 2012, 19:57
პოსტი
#2
|
|
|
ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
T A M P L I E R
გამორიცხულია :( ჯერ ერთი , თეფში ანუ "პროპელერი" ღირს სადღაც 1 ლარი . მაგის ჩამოტანა + აპარატურა = არავინ არ გადაიხდის გართობის მიზნით ძაან ძვირიანი სიმოვნებაა |
|
|
|
Jul 9 2012, 20:35
პოსტი
#3
|
|
![]() ნამდვილი მონადირე ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
T A M P L I E R გამორიცხულია :( ჯერ ერთი , თეფში ანუ "პროპელერი" ღირს სადღაც 1 ლარი . მაგის ჩამოტანა + აპარატურა = არავინ არ გადაიხდის გართობის მიზნით ძაან ძვირიანი სიმოვნებაა არადა ძალიან მაგარიაა მაგრამ ძვირია აი მე რო ოლიგარქი ვიყო ან ფულიანი ბიძია უეჭველი გიყიდიდი ბონე თავისი უამრავი ოდენობის პროპელერებით და კიდე რამე კაი სპორტულ თოფს კირხოფს ან რიცინის ან რავი მე რომელიც გეამებოდა |
|
|
|
Bonehill პროპელერები Jul 6 2012, 18:06
T A M P L I E R იმენნა ყველას ჯობი... Jul 6 2012, 19:34
ჯეკო ძაან მაგარია რაა, ნ... Jul 6 2012, 19:40
Davitus უფ, ამას მეც სიამოვ... Jul 6 2012, 19:55
იკო1981 კი კაი რამეა. თვალი... Jul 6 2012, 20:23
GELGURU ბრავო ბატონო ბონე ... Jul 7 2012, 18:47
Bonehill GELGURU
გააჩნია რა შეჯი... Jul 7 2012, 19:49
hunter777 უძალიანმაგრესია ს... Jul 7 2012, 20:44
Bonehill მაგას ვინ ჩივის ჩვ... Jul 8 2012, 11:48
T A M P L I E R აპარატის აწყობა შე... Jul 9 2012, 12:30
hunter777 ფრთებიი ფრთები გვი... Jul 9 2012, 13:18
T A M P L I E R გაგვიგიჟდა მემგონ... Jul 9 2012, 13:50
hunter777 ციტატა( T A M P L I E R @ Jul 9 2... Jul 9 2012, 13:52
T A M P L I E R მართლა ბენი გააქვს... Jul 9 2012, 14:03
Bonehill hunter777
ყველაფერი კარ... Jul 9 2012, 20:41
hunter777 რაიიიიიიი??? Jul 9 2012, 21:19
Bonehill ფერაძე მოდელი ემი... Jul 10 2012, 14:29![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th October 2025 - 08:18 |